ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
25.06.2016

 დიდ ბრიტანეთში გამართულმა რეფერენდუმმა მტკივნეული დარტყმა მიაეყენა ევროკავშირს. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ დატოვების მომხრეთა გუშინდელი გამარჯვება მისი რღვევის დასაწყისია, ოპტიმისტების აზრით კი, ევროპას უნიკალური შანსი ეძლევა გაატაროს უკვე მომწიფებული რეფორმები, გააღრმავოს ინტეგრაცია და დარჩეს ძლიერ მოთამაშედ მთელ მსოფლიოში.

ვახტანგ შამუგია
17.06.2016

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლმა ქართველებმა პრორუსი სეპარატისტების პიზიციების სიღრმეში დივერსიული სპეცოპერაცია ჩაატარეს და მოწინაარმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს. ეს ოპერაცია ქართველმა ლეგიონერმა სოფელ ხურჩასთან "აფხაზი მესაზღვრის" მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიუძღვნეს.

ეკატერინე ბასილაია
14.06.2016

 მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში კუნძულ კრეტაზე იხსნება და სადაც რამდენიმე ეკლესია, მათ შორის საქართველო და რუსეთის დელეგაციები არ მიდიან, დიდი პოლიტიკური ინტრიგა შეიძინა და თეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის პირველობისთვის ბრძოლა ამ კრებამ ძალიან გამოკვეთა და გაამძაფრა.

ეკატერინე ბასილაია
06.05.2016

 სომხეთმა შეიძლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, რაც ანალიტიკოსების თქმით, პირდაპირ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიძლება დიდი და მასშტაბური ომი დაიწყოს.

ეკატერინე ბასილაია
05.05.2016

 გუშინ საბოლოოდ გაირკვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი ნომინანტი - დონალდ ტრამპი. დემოკრატების ბანაკში სიტუაცია საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა უკვე დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ჰილარი კლინტონი იქნება (თუმცა სოციალისტური შეხედულებების მქონე ბერნი სანდერსსაც აქვს მცირე შანსი). ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომელი კანდიდატის გაპრეზიდენტება იქნება საქართველოსთვის უფრო მომგებიანი?

ვახტანგ შამუგია
04.05.2016

 მოლდოვა პროდასავლური კურსის მქონე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი პრორუსულად არის განწყობილი და ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებას, მოხდეს ქვეყნის ინტეგრირება ნატო-სა და ევროკავშირში, მთელი ძალით ეწინააღმდეგება.

რეზონანსი
03.05.2016

 მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, ოდესაში გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. რაიმე განსაკუთრებული პროვოკაცია ან შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს სამართალდამცველებისა და ქალაქში სპეციალურად შეყვანილი ნაციონალური გვარდიის დანაყოფების დამსახურებაა.

ვახტანგ შამუგია
22.04.2016

 რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ქართული წარმოშობის ერთადერთი დეპუტატი, ფედერალური კრების წევრი ლიპეცკის ოლქიდან და მმართვალი პარტია "ეძინაია რასიას" წარმომადგენელი მაქსიმილიან ქავჟარაძე რუსული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჟურნალისტები მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. მოსკოვსა და დასავლეთს შორის დღესდღეობით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კი ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა.

ვახტანგ შამუგია
06.04.2016

 ბოლო რამდენიმე დღეა, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 2 აპრილის ღამეს დაწყებული ინტენსიური სროლა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებში გადაიზარდა.

ვახტანგ შამუგია
04.04.2016

 სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში, მთიან ყარაბაღსა და მხარეთა დაშორიშორების მთელ პერიმეტრზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მხარეები როგორც ცეცხლსასროლ იარაღს, აგრეთვე მსხვილკალიბრიან და რეაქტიული ზალპის საარტილერიო დანადგარებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, მძიმე ტექნიკას აქტიურად იყენებენ. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 1994 წელს საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტიდან პირველად დაფიქსირდა სამხედრო შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედება.

ვახტანგ შამუგია
23.03.2016

  პირველი აფეთქების ხმა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის რვა საათზე გაისმა. თვითმხილველთა ცნობით, მას წინ რამდენიმე გასროლა და არაბულ ენაზე შეძახილები უძღოდა.

ვახტანგ შამუგია
23.03.2016

 უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, ერაყელმა სამხედროებმა, ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის, იმავე აბუ ომარ ალ-შიშანის გვამი იპოვეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×