ეკატერინე ბასილაია
22.08.2018

 უკრაინის სასულიერო წრეებში უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებენ - 10 სექტემბერს, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტი (ტომოსი) იქნება მიღებული."მთავარი კარგი სიახლე - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, სავარუდოდ, უკვე 10 სექტემბრისთვის იქნება მიღებული", - აცხადებს კიევში ჩასული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი. ინფორმაციას "ბიბისი უკრაინა" ავრცელებს.

თამარ შუკვანი
21.08.2018

 აღმოსავლეთ უკრაინაში - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის არმიამ მოულოდნელი შეტევით სეპარატისტები რამდენიმე კილომეტრით უკან დახია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი დიმიტრო ტიმჩუკი ავრცელებს.

თამარ შუკვანი
16.08.2018

 მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და, ამ ყველაფრის ფონზე, წამყვანი სახელმწიფოები ერთმანეთს უპირისპირდებიან. მსოფლიო შესაძლოა, ახალმა "ბერლინის კედელმა" გაყოს. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გაყოფილი კედლის მიღმა და ამ შემთხვევაში, როგორი იქნება საქართველოს როლი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში?

ეკატერინე ბასილაია
16.08.2018

 თურქეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პასტორის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებულმა დაპირისპირებამ ერთგვარი ეკონომიკური ომის სახე მიიღო. ჯერ აშშ-მა დაუწესა სანქციები თურქეთს, რის გამოც თურქული ლირა კატასტროფულად უფასურდება, ახლა კი ანკარამ უპასუხა ვაშინგტონს პროდუქციის დიდ ნაწილზე საბაჟო გადასახადის გაზრდით.

ეკატერინე ბასილაია
14.08.2018

 აშშ შავ ზღვაში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ორი დღის წინ სარაკეტო გამანადგურებლებით აღჭურვილი სამხედრო გემი "კარნი" პატრულირებისთვის შავ ზღვაში შევიდა. ექსპერტების შეფასებით, ეს არის ამერიკელების გზავნილი და ძალის დემონსტრირება რუსეთისა და ირანის, ასევე მოკავშირე თურქეთის მისამართით და მოლოდინია, რომ პენტაგონი შავ ზღვაში სამხედრო მისიას კიდევ უფრო და უფრო გაააქტიურებს.

ტატა შოშიაშვილი
13.08.2018

 რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. საბერძნეთის ხელისუფლება ოფიციალურ მოსკოვს მის შიდა საქმეებში ჩარევაში, საბერძნეთ-მაკედონიას შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში, ასევე - ათონის მთაზე გავლენის მოსაპოვებლად ბერძენი მღვდელმთავრების მოსყიდვისა და ახლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ცდაში ადანაშაულებს.

თამარ შუკვანი
13.08.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა თურქული ლირის მკვეთრად გაუფასურებას ხელი შეუწყო და ორი ქვეყნის, აშშ-ისა და თურქეთის, ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

თამარ შუკვანი
09.08.2018

 "ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის ბრალი ნათელია და სწორედ ამის გამო, აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. ამ სიახლემ რუსეთის საფონდო ბირჟაზე კატასტროფული გავლენა უკვე მოახდინა. ხუთშაბათს რუბლის კურსი მკვეთრად დაეცა და 2016 წლის ფსკერს მიუახლოვდა. კერძოდ, 1 დოლარის ფასი 66 რუბლს გადასცდა, ევროსი კი - 76 რუბლს. მკვეთრად დაეცა ასევე ძირითადი კომპანიების აქციები - მაგალითად, ვტბ ბანკის აქციები 3,44%-ით გაიაფდა, ტრანსნეფტი - 2,21%-ით.

ეკატერინე ბასილაია
02.08.2018

 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი დახოცეს. ისინი ვლადიმირ პუტინის კარის ბიზნესმენის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობას იძიებდნენ.

აკაკი გვიმრაძე
02.08.2018

 ეს იყო 1468 წლის 13 ივლისს, როდესაც პოლონეთში პირველი საპარლამენტო სესია გაიმართა - 2018 წელს კი ქვეყანა პოლონური პარლამენტარიზმის 550 წლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

ია აბულაშვილი
01.08.2018

 ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტ ვალადიმერ პუტინის ვიზიტამდე, რომელიც 2019 წლის თებერვალში იგეგმება, შესაძლოა, მოსკოვს აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი ეწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში ოფიციალურად მიიწვია; თეთრი სახლის პრესსპიკერ სარა სანდერსის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ჰელსინკის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სამიტის გამართვა აუცილებელია და მზადაა, განიხილოს მისი მიწვევა მოსკოვში.

ტატა შოშიაშვილი
31.07.2018

 ამერიკის რესპუბლიკური პარტიის სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, არაეფექტურია და არ მუშაობს.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×