ნატალია ჯვარიძე 06.03.2025

ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ყველა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა შეაჩერა. ანალტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, მთავარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის" სისტემები არ გაუთიშოს, რაც ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს, დახმარების შეწყვეტა კი მოკლევადიანი აქტია და მალევე აღმოიფხვრება.
|
გვანცა წულაია 05.03.2025

ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე აღარ ელის, ამიტომ საფინანსო ბაზარზე სტაბილიზაცია და მყარი გაცვლითი კურსია მოსალოდნელი. რადგანაც ყველა კრიზისი დაძლეულია, პოლიტიკური დაძაბულობა გაფანტულია და ეკონომიკაც იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ვალუტამ პრობლემები უკან მოიტოვა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს იპოვის.
|
ქეთო გოგოხია 05.03.2025

ზამთრის ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, მთავრდება. მთის კურორტებზე პოლიტიკური პროცესების გავლენა არ ასახულა. დამსვენებლების მოზიდვას განსაკუთრებით ამინდმა შეუწყო ხელი, თითქმის ყველა კურორტზე ხალხმრავლობა იყო. თუკი ბაკურიანში სექტორი, ძირითადად, ადგილობრივი ტურისტების იმედადაა, გუდაურში უმეტესობას უცხოელები შეადგენდნენ, მესტიის შემთხვევაში ორივე სეეგმენტი აქტიურობდა. დაძაბული სეზნის მიუხედავად, კურორტებზე მდებარე სასტუმროები 80%-იან დატვირთვაზე ავიდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2025

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის "ახლადარჩეულ" დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხვდება, ჯერჯერობით უცნობია რაზე ისაუბრებენ ისინი, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, პუტინმა გუნბა დიდი ალბათობით იმ პირობების შესრულებისთვის დაიბარა, რასაც ე.წ. წინასაარჩევნოდ დაჰპირდა კრემლს ასლან ბჟანიას გუნდი.
|
ნატალია ჯვარიძე 05.03.2025

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
|
მარიამ ვეკუა 05.03.2025

ოთხშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სკანდალური გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიო მალე „დიად ამერიკას" იხილავს და კვლავ წამოაყენა ტერიტორიული პრეტენზია გრენლანდიაზე, აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა არალეგალური ემიგრაციის პრობლემაზე, სქესის შეცვლის აკრძალვაზე და სავაჭრო ომზე.
|
ნატალია ჯვარიძე 05.03.2025

„ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.03.2025

კიევი მზადაა, როგორც იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოსაწერად, ისე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისთვის მშვიდობის მისაღწევად. 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა და განაცხადა, რომ ეს პაუზა იქამდე გაგრძელდება, სანამ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის ლიდერები "მოწადინებულები არიან მშვიდობისათვის".
|
გვანცა წულაია 04.03.2025

საქართველოში პროფესიული კოლეჯების მიმართ ინტერესი მზარდია. ბოლო წლებში ახალგაზრდების ნაწილი, უმაღლესი სასწავლების ნაცვლად, კოლეჯებში აბარებენ ანდა მეორად პროფესიას სწორედ პროსეფიულ დაწესებულებებში იძენენ. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსება გადაწყვიტა.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2025

„ქართული ოცნება" ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს, 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებისკენ, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ძალის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ვიცით სხვა, შედარებით დაბალრეიტინგული პარტიები ინივიდუალურად რას აპირებენ.
|
მარიამ ვეკუა 04.03.2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ევროპის თავდაცვაზეა ორიენტირებული. ევროპელი ლიდერების უმრავლესობა თანხმდება, რომ კონტინენტი საფრთხეშია და თავდაცვის ხარჯები დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს. ეს გეგმა კი 6 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე იქნება განხილული.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.03.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. პაუზა ვრცელდება ყველა სახის სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებაზე, მათ შორის იმაზეც, რაც უკვე სატვირთო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა ატვირთული, ან პოლონეთში სატრანზიტო ლოკაციებზე უკვე უკრაინაში გადაგზავნისთვისაა გამზადებული. ეს ინფორმაცია პოლონეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა. აშშ-ის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი რეაქციები და პროგნოზები, თუ რამდენ ხანს გაძლებს უკრაინა იმ რესურსით, რაც დღეს აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|