მარიამ ვეკუა
16.02.2025

მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიცია ჯერ კიდევ არაა გარკვეული და ჩამოყალიბებული. „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მისი მსოფლმხედველობითი თანხვედრის გავლენით, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის „გადატვირთვა“ მოხდება. ოპოზიცია კი ელის, რომ დასავლეთი არ სცნობს „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და გააძლიერებს მასზე ზეწოლას. მაგრამ როდის გააკეთებს დასავლეთი არჩევანს და მერამდენეა საქართველო მათი პრიორიტეტების „რიგში“?

ნატალია ჯვარიძე
16.02.2025

„მთავარი არხი", ფაქტობირვად, დახურვის ზღვარზეა. ტელეკომპანიამ ყველა ის გადაცემა გააჩერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ახლა ეთერში მხოლოდ ძველი ჩაწერილი გადაცემები და სერიალებია. სავარაუდო მიზეზად არხის მფლობელებს შორის კონფლიქტი სახელდება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე სხვა კრიტიკულ არხებმაც შეექმნას პრობლემები.

ნატალია ჯვარიძე
15.02.2025

თუ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში თავის მანდატებს გააუქმებს, მაშინ პარლამენტს აღარ ექნება კონსტიტუციაში რაიმე ცვლილების შეტანის საშუალება, ვერ გამოუცხადებს იმპიჩმენტს პრეზიდენტს და ვერ შეძლებს ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის არჩევას, მაგალითად სახალხო დამცველის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და სხვა. თუმცა, ამით პარლამენტი მაინც ვერ გახდება ქმედითუუნარო და შესაბამისად, დღის წესრიგში ვერ დადგება ახალი არჩებნების საკითხი, რადგან ასეთ რამ კონსტიტუციაში საერთოდ არაა გათვალისწინებული.

მარიამ ვეკუა
15.02.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე ევროპულ დემოკრატიებზე ღია და მწვავე შეტევა დაიწყო. განაცხადა, რომ კონტინენტს ყველაზე დიდი საფრთხე არა რუსეთიდან და ჩინეთიდან, არამედ „შიდა სტრუქტურებიდან" ემუქრება. ვენსის ოცწუთიანმა მონოლოგმა ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა, „ქართული ოცნების" აღფრთოვანება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შექებაც დაიმსახურა.

ნატალია ჯვარიძე
14.02.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ ამერიკას მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ძალაც კი გამოიყენოს, თუ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპის გეგმის განხორციელება სათუოა, თუმცა შეიძლება დროებით ზავს მოეწეროს ხელი.

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2025

მიუნხენში უსაფრთხოების სამდღიანი 61-ე კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 60-მდე ლიდერი, მათ შორის აშშ-დან და ასობით სხვა წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციაში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იღებენ მონაწილეობას. საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის.

მარიამ ვეკუა
14.02.2025

„ტყუილებით სავსე რეზოლუცია" - მმართველი პარტია უპრეცედენტო ევრორეზოლუციას ეხმაურება, სადაც ევროპარლამეტი საქართველოს „ქართული ოცნების" „არალეგიტიმური რეჟიმის" მიერ დაპყრობილ სახელმწიფოდ მიიჩნევს. „ოცნებაში" ანონსებენ, რომ „დიფ სტეიტი" ევროკავშირს გაანდაგურებს, ხოლო რეზოლუციაში აღნიშნულ ბრალდებებს „ფანტასმაგორიულს" უწოდებენ.

მარიამ ვეკუა
14.02.2025

აშშ შესაძლოა ევროკავშირის შურისძიების მთავარი სამიზნე გახდეს. სტრტატეგია „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში" ევროკავშირი ტრამპის წინააღმდეგ რევანშისტულ გეგმას აანონსებს. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ თუ ტრამპი ტარიფებს გაზრდის, ევროკავშირის პასუხიც შესაბამისი იქნება - „ევროკავშირი შესაძლოა თავისი ბოლო სავაჭრო ომისთვის ემზადება".

ნატალია ჯვარიძე
14.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნება სურს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი ცდილობს რუსეთის დაშოშმინებას, რადგან დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც შეეხება რუსეთის „დიდ შვიდეულში" დაბრუნებას, ისინი ამ ეტაპზე ამას ნაკლებად ელოდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ეს მთელ რიგ პროცესებს მოითხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2025

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრძოლის "ახალ ეტაპზე გადასვლას" აანონსებს, „როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება". ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გაზაფხულიდან აქციები ნამდვილად მოსალოდნელია, თუმცა განსხვავებული მოლოდინი აქვთ.

ირმა ჩიტაია
13.02.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. პროცესი განსაკუთრებით უარყოფითად ბინების რეალიზაციაზე აისახა. მართალია გაიაფება არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, გაყიდვის პროცესი ბროკერებისთვის გართულდა და მყიდველთა მოზიდვა და მოძიება გაჭირდა. განსაკუთრებით პრობლემურია იმ კომპანიების მუშაობა, რომლებიც უცხოელ მომხმარებლებზე გადიოდნენ. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. 

თამთა ჩაჩანიძე
13.02.2025

"ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების საპარლამენტო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. ამასთან, ახალი დეტალები ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, კომისიას შეუძლია მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია და "არ არის აუცილებელი იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე". ამასთან, 2008 წლის ომის გარდა შესწავლის საგანი 2007 წლის კოდორის სპეცოპარაციაც იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×