ირმა ჩიტაია
26.05.2025

ავარიების სიხშირე საქართველოს დემოგრაფიას და ეკონომიკას უდიდეს ზიანს აყენებს. გარდა იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან მოქალაქეები, ზიანდებიან ავტომობილები, ეკონომიკაც ზარალდება და უამრავი ოჯახის კეთილდღეობაც უარესდება. 

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღემ ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ტრადიციული ელემენტებით ჩაიარა, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმან, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული მთავარი ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციებზე შედგა.

ქეთო გოგოხია
26.05.2025

ქართველ ფერმერებს მარწყვის რეალიზაცია უჭირთ. ბაზარი თითქმის მთლიანად თურქული პროდუქტით გაივსო, რასაც ადგილობრივი მარწყვი ფასით კონკურენციას ვერ უწევს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. როგორც გაირკვა, ქართული მარწყვის შესყიდვებისგან სუპერმარკეტებიც მაქსიმალურად იკავებენ თავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ფასია, რასაც, თავის მხრივ, მწარმოებლები მაღალი თვითღირებულებით ხსნიან. 

ქეთო გოგოხია
26.05.2025

განვითარებულ ქვეყნებში დემოგრაფიულმა პრობლემამ თავი იჩინა, რის გამოც რიგ ქვეყნებს ანტისოციალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.  მსოფლიო ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ ამ მხრივ სერიოზული საფრთხე შექმნა. საპენსიო ხარჯი ევროპული სახელმწიფოებისთვისაც კი დიდი პრობლემაა. შესაბამისად, უკვე ბევრ სახელმწიფოში ცდილობენ საპენსიო ასაკი გაზარდონ, რასაც მოსახლეობა კატეგორიულად უპირისპირდება.  

ნატალია ჯვარიძე
26.05.2025

ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, „ეფ-16-ების" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავების გაგზავნა 26 მაისს იყო დაგეგმილი. „ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ქეთო გოგოხია
26.05.2025

ნავთობის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. გლობალურ ბაზრებზე ამის მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, განსაკუთრებით ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რამაც ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საერთაშორისო ტრენდს ქართული ბაზარიც ადეკვატურად პასუხობს და ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელდება ფასების კლების დინამიკა. 

მარიამ ვეკუა
26.05.2025

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებამ და „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა მელიას მიერ სასამართლოს პროცესის ბოიკოტის გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სივრცეში ახალი დაპირისპირება გააჩინა - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს , მმართველი გუნდი კი ამას სპექტაკლად მიიჩნევს. ანალიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, მოახდენს თუ არა ეს ფაქტები გავლენას საზოგადოებრივ პროტესტზე - გაამძაფრებს მას, თუ გაანეიტრალებს.

 

ნატალია ჯვარიძე
26.05.2025

კიევის მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვის საპასუხოდ, მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ, - „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2025

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით რიტორიკას ცვლის და აცხადებს, რომ "პუტინით უკმაყოფილოა" და, რომ ის მასირებული იერიშებით ხალხს უმოწყალოდ ხოცავს უკრაინაში.

მარიამ ვეკუა
26.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უცხოეთიდან მრავალმხრივი მხარდაჭერის გზავნილებით ხვდებიან - ევროპელი და აზიელი ლიდერები, მეფეები და მინისტრები პატივს მიაგებენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის მრავალასწლოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2025

ფესტივალ „თბილისი ოუფენ ეარზე" მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს რუსული დროშის გამოყენებით, მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა. ქვეყნის საგარეო უწყება სამართლებრივი რეაგირებით იმუქრება და არა გამორიცხული, რომ ქმედითი ნაბიჯებიც გადადგას გეწაძის წინააღმდეგ. რუსული სსკ-ს თანახმად, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან იმავე ვადის იძულებითი შრომით ისჯება.

თამთა ჩაჩანიძე
25.05.2025

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის აქტიურად ემზადება როგორც ოპოზიციური ფლანგი, ისე ხელისუფლება. მოლოდინი საკმაოდ დაძაბულია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააფრთხილა „ფეხი არ დაუცდეთ!", რასაც მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომელიც ოპოზიციური ღონისძიების მთავარი ინიციატორია, საკმაოდ ხისტი პასუხი მოჰყვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×