ქეთო გოგოხია
19.02.2025

მთავრობა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს. კონკრეტულად რა შეიცვლება და როგორ შეეცდება ხელისუფლება გაზრდილ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირდაპი განაცხადა, რომ დაახლოებით 2 თვეში ქვეყანა თავის პოლიტიკას გადახედავს მიგრაციული კუთხი მიდგომას გაამკაცრება.

გვანცა წულაია
19.02.2025

საქართველოს სანავთობო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა. ქვეყანაში საწვავის დიდი მარაგი არსებობს და თანაც დამატებით პარტიები მალე შემოვა საქართველოში. მარტიდან რუსეთი შემზღუდავი ზომების დაწესებას კვლავ აპირებს, თუმცა როგორც იმპორტიორებისგან ითქვა, ეს საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ექსპერტები კი განსხვავებულად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან ბენზინის იმპორტის აკძრალვის შემდეგ საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.

გვანცა წულაია
19.02.2025

საქართველოში უმუშევრობა ისევ მცირდება და მაჩვენებელი ამ დროისთვის ისტორიულ მინიმუმზეა. ასეთი პოზიტიურია ბოლო წლების ტენდენცია. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ უმუშევრობა კვლავ შემცირდება, თუკი ეკონომიკური მოლოდინი გამართლდება.

მარიამ ვეკუა
19.02.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის საერთო ინტერესებზე ალაპარაკდა. იგი გამორიცხავს, რომ აშშ-სა და რუსეთის ეროვნული ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს დაემთხვევა, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ ორივე მხარემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ორმხრივი სარგებელი მიიღოს.ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკასა და რუსეთის ფედერაციას „მხოლოდ დროებითი სიტუაციური კავშირი" აქვთ და არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ომის დასრულების პროცესში მალე ევროპული სახელმწიფოებიც ჩაერთონ.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2025

"ქართული ოცნება" კანონმდებლობის შემდგომ დახვეწას აანონსებს და როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, პარლამენტს ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მომიტინგეები ყოველდღიურად "კარგ საქმეს უკეთებენ და კარნახობენ რომელი კანონი რა მიმართულებითაა დასახვეწი".

მარიამ ვეკუა
19.02.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ომის „ვერ აცილებაში" ადანაშაულებს. მწვავე განცხადებების ფონზე მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, დაინიშნოს უკრაინაში ახალი არჩევნები, ხაზგასმით აჟღერებს და ზელენსკის „ურეიტინგოს" უწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
19.02.2025

გლობალურ პოლიტიკაში დიდი ძვრები დაიწყო, რომელიც შეიძლება მსოფლიო დღის წესრიგის შექმნაში მთავარი წინაპირობა გახდეს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სრულიად ახალმა პოლიტიკამ შესაძლოა პოლიტიკური დასავლეთის ცნება საერთოდაც გაყოს. მათივე შეფასებით, მსოფლიო მოვლენები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გავლენას უთუოდ ახდენენ.

გვანცა წულაია
18.02.2025

საქართველოში ეკონომიკური მოცემულობა შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის, სადაც მოსალოდნელია ინფლაცია და ხელფასების ზრდის დაპაუზება. როგორც ეკონომისტებს მიაჩნიათ, ასეთი სიტუაცია პოლიტიკურ მდგომარეობას და რუსეთის ფაქტორს უკავშირდება. 

მარიამ ვეკუა
18.02.2025

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნების შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ორივე მხარე აცხადებს, რომ შეხვედრა წარმატებული იყო. ამასთან, ამბობენ, რომ ეს იყო არა უშუალოდ მოლაპარაკების, არამედ სერიოზული და ხანგრძლივი მოლაპარაკების მოსამზადებელი სამუშაოს დასაწყისი. კიევში კი 18 თებერვლის შეხვედრას საკმაოდ ნეგატიურად აფასებენ.

გვანცა წულაია
18.02.2025

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა განახლდება. ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო კავშირი მაისის მოხდება, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ შეზღუდული გაწყვეტილი იყო. საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლის განახლებას ექსპეტრები დადებითად აფასებენ და თანაც ხაზს უსვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს. 

ნატალია ჯვარიძე
18.02.2025

მმართველმა პარტიამ სისიხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა გადაწყვიტა. წინასწარი ვერსიით, ეს მუხლი, რომელიც 2007 წელს გაუქმდა, იგივე ფორმულირებებით აღდგება, თუმცა „ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში გამართული მსჯელობის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
18.02.2025

„ბათუმელებისა“ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა 38-ე დღეს შიმშილობა შეწყვიდა. ამის შესახებ მისივე წერილიდან გახდა ცნობილი. იგი შიმშილობის შეწყვეტის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ახსენებს ორიოდე დღის წინ ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შეეწირა. როგორც მმართველ პარტიაში, ასევე ოპოზიციაში მისა გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ. „ვივამედის“ ექიმები კი ამბობენ, რომ ახლა კლინიკის პირობებში მკურნალობის პროცესი იწყება, რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდიგნის სინდრომს, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ კვების განახლებისას. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×