მარიამ ვეკუა
13.07.2026

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი ერთობლივი კიბერპაკეტი აამოქმედეს და კოორდინირებული სანქციები დააწესეს. დასავლეთი მოსკოვის სპეცსამსახურებს ევროპის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და ჰიბრიდული ომის გამკაცრებაში ადანაშაულებს.

ნატალია ჯვარიძე
13.07.2026

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშას მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
13.07.2026

თელავში, სტიქიის ეპიცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.07.2026

ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციებს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოქმედებები საპასუხო ხასიათისაა, თუმცა ვითარება სწრაფად მწვავდება და უკვე გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთისა და ახლომდებარე რეგიონების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

ნატალია ჯვარიძე
12.07.2026

სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა! - აღსანიშნავია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის. სერიოზულად დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როცა ზარალი შეფასდება, დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოიფხვრას.

ნატალია ჯვარიძე
12.07.2026

აშშ-მა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე „შემდგომ შეტყობინებამდე" დახურა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რეზონანსი
12.07.2026

შემოდგომაზე ახალგაზრდები, - უნივერსიტეტებში გადანაწილებულები, - ცხოვრების ახალ, წარმატებებისა და გამარჯვებების ახალ ეტაპს შეუდგებიან. ახლა კი ზაფხულია - არდადეგების, მდინარეების, ზღვების, მთების დრო!და... წიგნის კითხვის დრო!
ახლახან გამოვიდა პროფესორ სოლომონ ნერგაძის რომანი „ხვალ მზე ამოვიდა" (რედაქტორი გოგი სალიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერი" 2026).

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2026

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმ ქვეყნების რიგში აღარ არის, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში წინ მიიწევენ. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა წევრობისკენ პროგრესი დემოკრატიული სტანდარტებისა და საერთო წესების შესრულებაზეა დამოკიდებული.

თამთა ჩაჩანიძე
11.07.2026

ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის - ენმ-მა რებრენდინგი დააანონსა და შესაძლოა "ოპოზიციური ალიანსიდან" გამოვიდეს, თავის მხრივ ალიანსი დაშლას არ აპირებს.

ნატალია ჯვარიძე
10.07.2026

ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ახალი გეგმა ითვალისწინებს უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას, საიდანაც დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო დაახლოებით 3.5 მილიარდი ევრო სესხების სახით გაიცემა.

თამთა ჩაჩანიძე
10.07.2026

უკრაინამ თურქეთსა და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება დაიწყო, რომლის განხორციელებაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ნატოს სამიტის პარალელურად გაიმართა.

მარიამ ვეკუა
10.07.2026

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო " ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც გამოძიება ტერორისტული აქტის მცდელობად აფასებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×