ნატალია ჯვარიძე 03.07.2026

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 40 ქვეყანას გაუგზავნა წერილები უკრაინისთვის „პეტრიოტის" ტიპის რაკეტების ამ თვეში გადაცემის თხოვნით ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2026

კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი გვყავს - აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა მოაწერეს ხელი, ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2026

ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეირანში უკვე ჩავიდა, სადაც ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.
|
ნატალია ჯვარიძე 03.07.2026

ევროკავშირი თურქეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო" ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მუშაობს, რაც ანკარაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტს მოყვა.
|
მარიამ ვეკუა 02.07.2026

აიათოლა ხამენეის მასშტაბური დაკრძალვის ცერემონიალმა აშშ-ირანის ისედაც მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკება დროებით შეაჩერა, რაც ექსპერტების აზრით, 60-დღიანი ვადის გარდაუვალ გაგრძელებას გამოიწვევს
|
ქეთო გოგოხია 02.07.2026

გლობალურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. ცვლილება ქართულ ბაზარზე საწყის ეტაპზე არაბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა დაიწყეს და ფასი საშუალოდ 10-20 თეთრით შეამცირეს, თუმცა ბრენდირებულ სადგურებში ამ მხრივ ვითარება, ფაქტობრივად, უცვლელია. როგორც სექტორში აცხადებენ, გლობალური ბაზრის მოცემულობა იძლევა საშუალებას, რომ ფასში საგრძნობი სხვაობა დაფიქსირდეს და მომხმარებელმა შეღავათი იგრძნოს, რაც ჯერჯერობით, ბენზინზე დაწესებული სტანდარტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება.
|
მარიამ ვეკუა 02.07.2026

უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე წნეხს აძლიერებს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში კომპანია „ლუკოილის" კუთვნილ სტრატეგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა და ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი დაზიანდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2026

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის "ძალის გამოუყენებლობის" შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.
|
ნატალია ჯვარიძე 02.07.2026

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის საელჩოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მიწვევის ფონზე, ხელისუფლება კვლავ ვაშინგტონთან ურთიერთობის „გადატვირთვაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ამისთვის კონკრეტული გზამკვლევი არსებობს. თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სხვა ნაბიჯებთან წინააღმდეგობაში მოდის.
|
ნატალია ჯვარიძე 02.07.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფომ დერ ლაიენი ბაქოში ვიზიტის შემდეგ, ერევანს ეწვია და პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშიანიანთან მოლაპარაკებები აწარმოა. ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირი ცდილობს ერევანს მისცეს ალტერნატივა, რათა მოსკოვმა ვერ შეძლოს ქვეყნის შანტაჟი ემბარგოებითა და ეკონომიკური ბლოკადით, როდესაც სომხეთი კრემლისგან დისტანცირებას ცდილობს. აზერბაიჯანთან დაკავშირებით კი, სტრატეგიული ინტერესები გააჩნია.
|
მარიამ ვეკუა 01.07.2026

რუსეთის თერთმეტივე სასაათო სარტყელში საწვავის რეკორდული ფასები და გრძელი რიგებია -უკრაინულმა დრონებმა კრემლის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. დეფიციტის დასაფარად მოსკოვმა საგანგებო გეგმა აამუშავა. რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის საზღვაო იმპორტი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას სექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „როიტერსიავრცელებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|