ირმა ჩიტაია
06.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ფონი სამშენებლო სექტორს აზარალებს. ბიზნესს უჭირს მუშახელისთვის ხელფასის გაზრდა, ზოგი პროექტი კი  უპერსპექტივობის გამო დახურვის პირასაა. ფაქტია, რეალიზაცია მზარდი არაა, ძვირდება სამშენებლო მასალები, რაც ართულებს საქმიანობას. თუ ასე გაგრძელდა, კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მათ არათუ ანაზღაურების ზრდა, არსებული მუშახელის შენარჩუნებაც კი გაუჭირდებათ. 

თამთა ჩაჩანიძე
06.02.2025

„ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს დაალაგებს და ამის მთავარი წინაპირობა მათ შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრაა. გარდა ამისა აცხადებენ, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთიბები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „დიპ-სთეითის" დამარცხებაზე იქნება დამოკიდებული". რა მთავარი ფაქტორები იმოქმედებს „ოცნების" გეგმაზე და რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვდეს ვაშინგტონთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას?

ქეთო გოგოხია
06.02.2025

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გავლენა ქართულ სავალუტო ბაზარსაც მისწვდა. ლარის კურსმა მოულოდნელად გამყარებისკენ აიღო გეზი, რასაც არავინ ელოდა. ზუსტად ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით გამყარდა და ამ დროისთვიოს 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კურსის  სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. 

მარიამ ვეკუა
06.02.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის მხრიდან საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. პირველ რიგში მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერის გამო საყვედურობენ. გარდა ამისა, ოპოზიციაში საეჭვოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ არ მოითხოვა თავისი საპარლამენტო მანდატების გაუქმება და პრაქტიკულად ღიად საუბრობენ მასსა და „ქართულ ოცნებას" შორის შესაძლო გარიგებაზე.

მარიამ ვეკუა
06.02.2025

ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა მწვავდება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში „რუსული სახლის" დახურვა განიზრახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს შესაძლოა იყოს ოფიციალური ბაქოს პასუხი „აზერბაიჯანის ავიხაზების" („აზალ") კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რადგან ამასთან დაკავშირებით კრემლის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზერბაიჯანში არასაკმარისად მიიჩნევენ.

ნატალია ჯვარიძე
06.02.2025

სოხუმის აეტოპორტი პრაქტიკულად დასრულდა და პირველი სატესტო ფრენა თებერვალში შედგება, რეალური მიმოსვლა კი უკვე მაისში დაიწყება. მისი რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო და რუსულ მხარეს ამაში 12 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 350 მილიონი ლარი) აქვს ჩადებული. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „ხელშეკრულების" თანახმად, აეროპორტი 49-წლიანი იჯარით რუსეთს აქვს გადაცემული.

თამთა ჩაჩანიძე
06.02.2025

„ქართული ოცნება" მედიის ახალ კანონს ამზადებს, რომელიც ბრიტანულის ანალოგი იქნება. მათივე ცნობით, ამ კანონით განისაზღვრება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება მედიის უცხოური წყაროებიდან დაფინანსება, ოღონდ ეს არ შეეხება კომერციულ რეკლამებს. ამასთან, მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი" ე.წ. ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა იქნება. რა ჩაითვლება ამ კანონის მიხედვით კანონდარღვევად მედიისა და ჟურნალისტებისთვის და რა სანქციები შეიძლება დაწესდეს?

ნატალია ჯვარიძე
06.02.2025

უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი" წერს. ინფორმაციას კელოგიც ადასტურებს, ოღონდ მანამდე უკრაინაში ჩავა ბოლო დეტალების შესათანხმებლად. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ტრამპის სამშვიდობო გეგმას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

გვანცა წულაია
05.02.2025

უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ზეთი, შაქარი, ბურღულეული და რძის პროდუქტები გაძვირდეს. ამის მიზეზი რუსეთში სურსათის ექსპორტის შეზღუდვაა, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება შიდა ბაზრის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს. როგორც ქართველი იმპორტიორები განმარტავენ, დეფიციტი არ იქნება, მაგრამ პროდუქცია გაძვირდება, ვინაიდან ალტერნატიულ ბაზარზე გადართვა მოუწევთ.

ქეთო გოგოხია
05.02.2025

საქართველოში თითქმის არ იწარმოება ისეთი პროდუქცია, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და უსაფრთხოების ნორმას 100%-ით აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო უსაფრთხოება დღეს დიდწილად დაცულია, კომპანიები მაინც არ აწარმოებენ სრულად უსაფრთხო პროდუქციის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სურსათის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები ხშირია და უმეტეს შემთხვევაში იგი პროდუქტის შემადგენლობას უკავშირდება, რაც შეიძლება მომხმარებლისთვის საფრთხის შემცველი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია „ბაკურიანი ციდასთან" დაკავშირებული ინცინდენტი. სამხარაულის ექსპერტიზამ დარღვევა დაადგინა.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2025

83 ხმით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სამართლებრივი შეფასებების დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა, როგორც "ქართული ოცნება" აცხადებს, კომისიას უფლებამოსილებას კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებენ, იმუშავებს ექვსი თვე. სექტემბერში დასკვნა გამოქვეყნდება, მასალები კი რეაგირებუსთვის პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.

მარიამ ვეკუა
05.02.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც შეიარაღების სანაცვლოდ უკრაინისგან მინერალებს ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი ტრამპს მოუწოდა, რომ ვაშინგტონმა კიევს არანაირი დახმარება არ გაუწიოს და „მინერალებისგან ხელი აიღოს".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×