ნატალია ჯვარიძე
05.02.2025

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას მოთხოვნა დაუკმაყოფილა და სადეპუტატო მანდატები გაუუქმა, „ოცნების" დეპუტატებმა, ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებას" სხვა ჯგუფებიც გამოეყოს და ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნას.

ნატალია ჯვარიძე
05.02.2025

„შეერთებული შტატები ღაზას სექტორს საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს",- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრაპმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ამ რეგიონს ეკონომიკური თვალსაზრისით, განავითარებს.

თამთა ჩაჩანიძე
05.02.2025

49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა და პარლამენტი 101 წევრიანი გახდა. კენჭისყრის შედეგებს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრები ტაშით შეხვდნენ. პარლამენტის წევრთა შემადგენლობაში 12 ოპოზიციური მანდატი დარჩა, რომელიც "გახარია საქართველოსთვის" ეკუთვნის, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ "პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ" და არც გააუქმებენ წევრობას.

ირმა ჩიტაია
04.02.2025

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ამიტომ მთავრობის მხრიდან სტრატეგიის განსაზღვრა აუცილებელია.  ამის აუცილებლობას ხედავს ქვეყნის პრეზიდენტიც, მიხელ ყაველაშვილმა საგაზაფხული სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გარკვეული ნაწილი აღნიშნულ სკითხს დაუთმო. პრობლემამ განსაკუთრებით ბოლო წლებში იჩინა თავი, არაერთი კვლევა აჩვენებს მოსახლეობის კლების, შობადობის შემცირების სავალალო შედეგებს.

ნატალია ჯვარიძე
04.02.2025

მმართველი პარტია უახლოეს დღეებში აპირებს მკვეთრად გაამკაცროს ის კანონები და რეგულაციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად საპროტესტო აქციებს უკავშირდება. კვირას „თბილისი მოლთან" ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტებს ბრალის კვალიფილაცია შეუცვალეს და სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ. ოთხშაბათს კი პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე იწყებს მსჯელობას.

ქეთო გოგოხია
04.02.2025

ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად მატულობს. პარალელურად იზრდება ინვესტირება და ახალ ენერგეტიკულ პროექტებზე მუშაობაც დაწყებულია.  მთავრობის ამბიციურ გეგმის განხორციელებას, რომ  საქართველო თვითკმარი უნდა იყოს ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების ბალანსში, წინ არაფერი ეღობება. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, სწორი ენერგეტიკული პოლიტიკა, ჰესების მშენებლობა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ამის შესაძლებლობას იძლევა. 

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2025

მცირე პაუზის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა. როგორც დასავლური მედია ოფიციალურ წყარიებზე დაყრდნობით წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეთრმა სახლმა გაიწვია თავდაპირველი გადაწყვეტილება უკრაინისთის ყველა სახის დახმარების შეწყვეტის შესახებ.

მარიამ ვეკუა
04.02.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „იუესეიდის" ლიკვიდაციას ჯერ არ აპირებს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელმაც ოფიციალურად შეითავსა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობა, განაცხადა, რომ „ორგანიზაცია ბევრ ისეთ პროგრამაშია ჩართული, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება". საქართველოს მმართველი პარტია „იუესეიდისგან" კონკრეტულ განმარტებებს მოითხოვს, თუ სად და როგორ იხარჯება მათი ფული საქართველოში, ოპოზიციაში კი ამბობენ რომ „ოცნებას" „კოვზი ნაცარში ჩუვარდა", რადგან ტრამპი „უიესეიდს" არ გააუქმებს

ნატალია ჯვარიძე
04.02.2025

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სერიოზული დაპირისპირება იწყება, რომელსაც როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მდგენელები აქვს და ეს, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. ამ დაპირისპირების პირველი თვალსაჩინო ნიშანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული ინიციატივაა ევროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დაწესების შესახებ. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ფონზე შესაძლოა „ოცნების" მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალოს. სხვების აზრით კი, თუ დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები აღადგინა, ესე იგი საქართველოზე „ხელი ჩაიქნია".

თამთა ჩაჩანიძე
04.02.2025

შესვენების შემდეგ, სამშაბათს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონეა" გამოცხადებული. პირველ სხდომას კი მოყვა პირველი აქცია პარლამენტთან, შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და დაკავებები. გასულ წელს საპროტესტო გამოსვლების პიკი სწორედ პარლამენტის ზამთრის სესიას დაემთხვა. რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტის მუშაობის განახლებას ახლაც მსგავსი ეფექტი მოყვეს და უახლოეს პერიოდში კვლავ განმეორდეს გასული წლის დეკემბრის მოვლენები?

მარიამ ვეკუა
04.02.2025

შეიარაღება იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისგან იშვიათი ლითონების წვდომის მიღება სურს. ამის შესახებ მან ორშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ აშშ-ის მიზანია მისი ინვესტიციების დაცულობა „გარანტირებული" იყოს. ჯერჯერობით ოფიციალური კიევი ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.

ქეთო გოგოხია
03.02.2025

პოლიტიკური პროცესების გავლენა ჰორეკა სექტორს საგრძნობლად დაეტყო, სადაც დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კადრების შემცირების პროცესი დაიწყო. სხვა დარგებს, განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებას, პრობლემა ამ კუთხით არ შექმნია და არც არის მოსალოდნელი. სამეწარმეო ბიზნესში ,,ეკონომიკურ კრიზისსზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევენ, თუმცა ადასტურებენ, რომ შრომის ბაზარზე გარკვეული შეფერხებაა, რაც გამოსწორდება, როგორც კი დაძაბულობა გაქარწყლდება. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×