ნატალია ჯვარიძე
21.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" ლიდერების ურთიერთბრალდებების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გაერთიანების ჩაშლის ისტორიით უფრო მეტად გიორგი გახარიას პარტია ისარგებლებს. სხვების აზრით კი, ეს სიტუაცია ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ ერთობა შედგებოდა.

ელზა პაპოშვილი
20.09.2024

„ლელოსა“ და გახარიას პირობები გასაგები და არგუმენტირებულია, მაგრამ თუკი ამ პოლიტიკურ ლიდერებს მოლაპარაკება რეალურად სურდათ, არცერთი პირობა მოუგვარებელი არ იყო და მის გარშემო შეთახმება შესაძლებელი იქნებოდა, აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. ეჭვობს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ერთმანეთის სერიოზული მიუღებლობა აქვთ, რაც მოლაპარაკების ჩაშლის რეალური მიზეზია.  

ნატალია ჯვარიძე
20.09.2024

მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა და „გამარჯვების გეგმას" წარადგენს. ანალიტოკოსები ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით, ზელენსკის რამდენიმე მოთხოვნა ექნება, მათ შორის ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების შესახებ. დაუკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს უკრაინის პრეზიდენტს, ამაზე მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.

თამთა ჩაჩანიძე
20.09.2024

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისნკის განცხადებით, თუ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარდება, ბრიუსელი მზადაა აამოქმედოს ბერკეტები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაც. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკოც" წერს.

ნატალია ჯვარიძე
20.09.2024

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოს" შეთანხმების ჩაშლაზე მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ანალიტიკოსების შეფასებით კი ერთადერთი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეუძლია ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ბევრი გაერთიანების ჩავარდნის რეალური მიზეზის გასაჯაროების აუცილებლობაზეც საუბრობს.

თამთა ჩაჩანიძე
20.09.2024

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ახლებს" გაერთიანება შესთავაზა, თუმცა მელია-გვარამიაგსან დუმილია. ენმ-ში კი ამბობენ, რომ პარტიის „კარი პარტნიორობისთვის ღიაა". როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ორი ძალა გაერთიანდება თუ არა, მხარდამჭერთა ჯამური რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, თუმცა შესაძლოა პარტია „ახალმა" „ევროპული საქართველოს" ბედი გაიზიაროს, თუ დამოუკიდებლობას არ შეინარჩუნებს.

ირმა ჩიტაია
19.09.2024

ინვესტიციების რაოდენობა თანდათან მცირდება. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინვესტორები სიფრთხილის რეჟიმში გადავიდნენ. მდგომარეობას აშშ-ს მხრიდან წამოსული სანქციებიც ართულებს. შესუსტებული საინვესტიციო გარემო კი ეკონომკის შემაფერხებელი ნაწილია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კაპიტალის დაბანდება წარმოუდგენელია. 

გვანცა წულაია
19.09.2024

ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბინზესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდე შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს. 

ელზა პაპოშვილი
19.09.2024

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის ბექა ჯაიანი ამ ეტაზე დუმილის უფლებას იტოვებს და ბრალის წარდგენას ელოდება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ეჭვმიტანილი დუმილის უფლებით სარგებლობს და ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია. ასევე არ საუბრობს ადვოკატი დაკავებულის პოზიციაზე და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომილის გასაჯაროებას არ აპირებს. 

ელზა პაპოშვილი
19.09.2024

დიდი კოალიციური ერთობა ამ ეტაპე ვერ შედგა -  სამდღიანი მოლაპრაკებები, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მედიატორობით მიდიოდა, ჩაიშალა. მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ასახელებენ. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ბოლო მომენტამდე მზად იყო და ყველა „პარიტეტული“ საკითხი მანამდე მოგვარდა. ამიტომ უკვირს გახარიას პარტიის პოზიცია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს. თავის მხრივ გახარიას პარტიაში იფიცებიან, რომ მართალია, ხაზარაძესა და ექსპრემიერს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა ის „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის სხვა წევრებმა არ მოიწონეს.

თამთა ჩაჩანიძე
19.09.2024

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს რატიფიცირებისთვის გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სამხედრო „თანამშრომლობის განვითარების" შესახებ დოკუმენტი, რასაც თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით".

ნატალია ჯვარიძე
19.09.2024

„ძლიერი საქართველოს" და პარტია „გახარია-საქართველოსთვის" რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა მცდელობები გრძელდება. ანალიტიკოსთა აზრით, ეს შეიძლება რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდეს, თუმცა მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან თუ არა, მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×