ელზა პაპოშვილი 23.09.2024

რა სახის მოვლენები შეიძლება განვითარდეს, თუკი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არჩევნებამდე ან მის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გადაწყვიტა? არსებობს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ თუკი „ოცნება“ 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს, დასავლეთი მას არალეგიტიმურად სცნობს?
|
ქეთო გოგოხია 23.09.2024

საავტომობილო თხევადი გაზის გაძვირების ტენდენცია ოდნავ შეიცვალა, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ ტიპის საწვავის ძირითადი უპირატესობა ფასია, თუმცა მძღოლებისთვის დიდი შეღავათი არ არის. როგორც საფასო დინამიკა აჩვენებს, თხევადი გაზის ფასი ბოლო დრომდე განუხრელად იზრდებოდა და ფაქტობრივად, ბენზინის ღირებულებას მიუახლოვდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ "ელპიჯის" გაძვირება მიზანმიმართულად ხდება და ბაზარზე ხელოვნური ჩარევაა.
|
ნატალია ჯვარიძე 23.09.2024

თუკი აქამდე პარტია „გახარია საქართველოსთვის" კატეგორიული წინააღმდეგი იყო შეერთებოდა პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას", დღეს მისმა ლიდერმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, გახარიას ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, თუმცა ამით ის სიტუაციიდან გამოსვლას და დამოკიდებულების შერბილებას ცდილობს.
|
ქეთო გოგოხია 23.09.2024

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. გადაწყვეტილება მთავრობამ დარგის ხელშეწყობის მიზნით მიიღო. ამით ყველა პირობა შეექმნა ფერმერებს, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.09.2024

„ოცნება" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი „გამოგონილი თემაა" და „უბრალო შანტაჟია". მმართველი პარტიის პროგნოზით, რეალურ ნაბიჯებს ევროკავშირი არ გადადგამს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების" პირობებში სრულიად რეალური და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს და მას მიაყოლოს სხვა სიკეთეებიც, რომელიც ქვეყანას ბლოკისგან აქვს.
|
ნატალია ჯვარიძე 23.09.2024

აშშ „ქართველი ხალხის აქტში" საბოლოო შესწორებების განხილვას 25 სექტემბრისთვის გეგმავს, ამის შემდეგ კი კანონპროექტს კენჭს სენატში უყრიან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის დაჩქარება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ სანქციებს განიხილავენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.09.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამერიკაშია. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ უთქვამს, გამართავს თუ არა კობახიძე პირისპირ შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან. გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ისაა გაცხადებული, რომ კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", შეხვდება გაერო-ს გენმდივან ანტონიო გუტიერეშს და დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად იმართება.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.09.2024

რუსეთში საგრძნობად გაიზარდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც მხარს უჭერს უკრაინიდან ჯარების გამოყვანასა ომის დასრულებას და ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნების მიღწევის გარეშე. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს სერიოზული გამოწვევაა მოსკოვისათვის. ამის ფონზე კი რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.09.2024

სამ კვირაზე მეტი გავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან და ისევ არაა ცნობილი რა ბედი ელის „გავლენების კანონთან" დაკავშირებით მოსარჩელეების მოთხოვნებს - მიიღებს თუ არა სასამართლო მათ სარჩელს წარმოებაში და დროებით შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას. კანონი 3 ივნისიდან ძალაშია და იუსტიციის სამინისტრო უკვე ატარებს მასში გათვალისწინებულ ზომებს. რა არის ამ გაჭანურების მთავარი მიზეზი და რა მოხდება, თუკი ამ საკითხის განხილვისას მოსამართლეთა ხმები შუაზე გაიყო?
|
ელზა პაპოშვილი 22.09.2024

აშშ-ში ივანიშვილის სანქცირებისთვის ყველაფერი მზადაა. მედიის ცნობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გატარებაა. ამის ფონზე კი პერმიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩადის ამერიკაში.
|
ნატალია ჯვარიძე 22.09.2024

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვისთვის 20 სექტემბრამდე უნდა გადაეცა ოპოზიციონერი დეპუტატებისა და აქტივისტების სია, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრებოდა. ამის შესახებ აგვისტოს ბოლოს ინტერნეტით გავრცელებულ სკანდალურ პროტოკოლში იყო საუბარი. თუმცა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოხდა თუ არა მხარეებს შორის რაიმე გარიგება და ხომ არ გადაიფიქრა კრემლმა აფხაზების „დასჯა“?
|
ელზა პაპოშვილი 21.09.2024

რატომ დაბრუნდა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი დპუტატის, გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებული პირი, რომელიც 8 წელი იძებნებოდა? დარჩო ხეჩუაშვილს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|