ნატალია ჯვარიძე 25.09.2024

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების გაუქმებაზე მმართველ პარტიაში „არასერიოზულს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ეს სავალალო მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდილობაა. ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს ხელისუფლებასთან ყველანაირ კონტაქტს წყვეტს. ანალიტიკოსების მოსაზრებები კი სხვადასხვაგვარია.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.09.2024

დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა მწვავდება, ტრამპის ოჯახი მის მეორე თავდასხმაში უკრაინულ კვალს ხედავს, ამერიკული მედია კი წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან უარი უთხრა დაგეგმილ შეხვედრაზე.
|
ელზა პაპოშვილი 24.09.2024

სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთი მათგანი ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილის გადარჩენას თავად მისი მეგობარი ცდილობდა, რომელმაც საბედისწერო გასროლა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.
|
გვანცა წულაია 24.09.2024

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურება კიდევ გაძვირდება. სტომატოლოგიური მომსახურება ისედაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ღირებულებაც კლინიკებში იქნება. გაძვირების მიზეზი კი ახალი რეგულაციაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2024

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებაში პირდაპირ ადანაშაულებს - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართულ ქარტიაში" ნახსენები ერთწლიანი ტექნიკური მთავრობის შექმნა, სახელმწიფოს დაკნინების ტოლფასია. გარდა ამისა ეჭვი შეაქვთ სხვა პუნქტებსა და ზოგადად იმაში, რომ საერთოდაც ოპოზიცია ქარტიაში გათვალისწინებულ პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებს.
|
ელზა პაპოშვილი 24.09.2024

ეყოლება თუ არა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი პროფესიული მთავრობა? ანალიტიკოსთა შეფასებით, თუკი „ქართული ოცნება“ დამარცხდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი ქართული ქარტიის რეალობაში განხორციელება შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებებს წააწყდეს.
|
გვანცა წულაია 24.09.2024

ადგილობრივი წარმოებისთვის გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადები დიდ პრობლემას წარმოადგენს. კერძო ს
ექტორს, ხშირ შემთხვევაში, მაღალი ტარიფის მომსახურება უჭირს, რის გამოც ვალი უგროვდება. მართალია, რამდენიმე წელიწადი გადგენილი გადასახადები არ გაძვირდება, მაგრამ არც შემცირდება.
|
ნატალია ჯვარიძე 24.09.2024

ე.წ. კადიროველების, ანუ ჩეჩნური ბატალიონ „ახმატის" მეთაური აპტი ალაუდინოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლმა ქართველებმა კურსკის ოლქში ერთ-ერთი სოფელი გაძარცვეს. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ერთგვარი „შურისძიებაა" ქართველ მებრძოლებზე, რომელთაც ახლახანს ბრძოლისას „ახმატის" წევრები ტყვედ აიყვანეს. ან, შესაძლოა, ალაუდინოვი ანალოგიური მიზეზის გამო თავად ჩეჩენ მებრძლებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გადაფარვას ცდილობს.
|
ნატალია ჯვარიძე 24.09.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკვე რამდენიმე დღეა ნიუ იორკში იმყოფება და 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ამ ვიზტის წინ აშშ-მა საქართველოს 60 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, 4-ს კი, მათ შრის შსს-ს 2 მაღალჩინოსანს - ფინანსური სანქციები. ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს პრემიერი, რომელიც ამ სტატუსით პირველად სტუმრობს აშშ-ს, ამ ვიზიტს სწორედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დალაგებისათვის გამოიყენებდა. რას შეცვლის ამ მხრივ კობახიძის ვიზიტი და რა განცხადებებს უნდა ველოდოთ მისგან გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას?
|
თამთა ჩაჩანიძე 24.09.2024

ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და „აირჩიე ევროპა", ასევე მისი ხელმძღვანელები ეკა გიგაური, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციები კანონით დადგენილი წესით, ვალდებულები არიან 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშები წარადგინონ, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ „საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება". რამდენად შესაძლებელია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც იგივე პრეტენზიები წაუყენონ?
|
ქეთო გოგოხია 23.09.2024

სამკურნალო ტურიზმის დიდი პოტენციალი საქართველომ ჯერჯერობით ვერ აითვისა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბალნეოლოგიური და სამკურნალო კურორტების დიდი ნაწილი ამორტიზებულია. მათ შორის ის სეგმენტი, რითაც სახელმწიფო დაინტერესებული იყო, გამოიკვეთა ინტერესი და რამდენიმე ობიექტი გაიყიდა კიდეც, მაგალითად, წყალტუბოში, თუმცა თითქმის ვერც ერთი ვერ ამუშავდა. ერთ-ერთი დაბრკოლება ინფრასტრუქტურაა, ცალკეც - პროფესიონალები, მოკლედ, სფერო სტანდარტს ვერ პასუხობს და ჯერჯერობით არც განვითარების პერსპექტივაა, ამასობაში ეკონომიკა დიდძალ სარგებელს კარგავს და სამედიცინო კურორტების ბუნებრივი რესურსით ვერც მოსახლეობა სარგებლობს.
|
ქეთო გოგოხია 23.09.2024

აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება ქართულ ეკონომიკას ვერ დააზარალებს. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტები მსგავს პროგნოზს არ აკეთებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა სანქციებს ვერ იგრძნობს, თუმცა ნამდვილად არ იქნება ისეთი გავლენა, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას. თუკი რაიმე კუთხით მოსალოდნელია ნეგატიური შედეგი ეს, პირველ რიგში, სავალუტო ბაზარსა და სავაჭრო ურთიერთობებზე აისახება, რასაც ორივე სექტორი ადვილად გადაიტანს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|