თამთა ჩაჩანიძე
26.01.2025

ოკუპირებული აფხაზეთში 15 თებერვალს მორიგი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და პირველად ხდება, რომ ეს პროცესი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, რუსულ მედიაში აქტიურად მიდის საუბარი, რომ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური კანდიდატის, ადგურ არძინბას უკან თურქეთი და მისი ინტერესები დგას. მეორეს მხრივ კი ამას ემატება ანტისომხური განწყობების მკვეთრი ზრდა აფხაზურ საზოგადოებაში.

თამთა ჩაჩანიძე
25.01.2025

საქართველოში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ანტისამთავრობო მასშტაბური გამოსვლები სლოვაკეთსა და სერბეთშიც დაიწყო. ქართული ოპოზიციის შეფასებით, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია, ხალხი პროსუსული რეჟიმების წინააღმდეგ გამოდის და შესაბამისად, საქართველოს მოვლენებიც ამ გლობალური პროცესის ნაწილია. რამდენად რელევანტურია ასეთი შეფასება, თუ ეს ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსია „ქართულ ოცნებასთან" მიმდინარე საინფორმაციო ომში?

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2025

გიორგი გახარია "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს უპირისპირდება, მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება". აღნიშნული განცხადება გახარიამ თავდასხმის შემდეგ პირველივე ვრცელ მიმართვაში გააჟღერა და თან დასძინა, რომ "დაპირებას შეასრულებს". ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" გახარიას პარტიაც შეიყვანოს გამოსაძიებელ სიაში.

მარიამ ვეკუა
24.01.2025

სლოვაკეთის პრემიერმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. უკრაინის საგარეო უწყება რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებას სლოვაკეთის მოსახლეობის დაშინებისა და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობად აცხადებს. არის თუ არა სლოვაკეთში სახელმწიფოს გადატრიალების საფრთხე და ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები?

მარიამ ვეკუა
24.01.2025

„ახალი თეატრის" ანონსს, რეგიონებში გასვლაზე, მმართველი პარტიის კრიტიკა მოჰყვა, დოიაშვილის ინიციატივას „უნიჭო შოუდ" რაცხავენ, ხოლო პროტესტის ფორმას „კანვასის რევოლუციის" მცდელობად, მსახიობები აცხადებენ რომ პროტესტის თეატრის ინიციატივა ახალ სიტყვას იტყვის მიმდინარე აქციებში.

თამთა ჩაჩანიძე
24.01.2025

ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები, საიდანაც გარკვეული კონტურები იკვეთება, თუ რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მისი აზრით, ომს "დაუყოვნებლივ დაასრულებს" მსოფლიო ნავთობის ფასის შემცირება, რაშიც ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი შეაქვთ, რადგან რუსეთი ძირითადად "შავი ეკონომიკით" სულდგმულობს და აქაც მანიპულაციურ გზებს გამონახავს.

ქეთო გოგოხია
23.01.2025

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი სწრაფად იაფდება და დღესდღეობით საბითუმო ღირებულება 3,5-წლიან მინიმუმზეა. 1 ტონა თეთრი შაქარი 470 დოლარის ფარგლებშია, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. 500 დოლარს დაბლა ფასი ბოლოს 2022 წლის თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. პიკური მაჩვენებელი იყო 2023 წლის ოქტომბერი, როცა ფასმა 730 დოლარს გადააჭარბა. 

ირმა ჩიტაია
23.01.2025

ქართულ თხილზე მოთხოვნა და ფასიც  გაიზარდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით, 21%-ით მოიმატა. საბაზრო ფასის ცვლილებაც ამას უკავშირდება. ექსპორტიორები ადასტურებენ, რომ მოთხოვნის ზრდა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ახლა სეზონური ფაქტორიც მოქმედებს. 

თამთა ჩაჩანიძე
23.01.2025

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს "სუფთა ფურცლიდან განაახლონ ურთიერთობა", რომელსაც საფუძვლად კონკრეტული გზამკვლევი ექნება დადებული, მაგრამ ეს ყველაფერი კობახიძის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ "რამდენად მოახერხებს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანაში ე.წ. „დიფ სთეითის" დამარცხებას".

მარიამ ვეკუა
23.01.2025

ოკუპირებულ აფხაზეთში წინასაარჩევნო მზადებაა, რამდენიმე დღეა კანდიდატები სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას ინტენსიურად ატარებენ. ვადამდელი არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. პარალელურად ენერგოკრიზისი გრძელდება - ელექტროენერგია ადგილობრივებს ისევ გრაფიკით მიწოდებათ, ხოლო მარაგი თებერვალში იწურება.

გვანცა წულაია
23.01.2025

პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, ფაქტობრივად, დასრულდა. შესაბამისად, ამ მხრივ ეკონომიკას პრობლემები აღარ ელის. არეულობის გამო ქვეყნის განვითარება დიდად არც შეფერხებულა, მაგრამ ამის არაერთი მცდელობა იყო საქართველოში. ბოლოს ასეთი მცდელობა იყო ბიზნესის 15 იანვრის გაფიცვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კომპანიების ნაწილმა პროტესტით და გაფიცვებით საკუთარი თავი დაიზარალა. 

ნატალია ჯვარიძე
23.01.2025

„ვაპირებ დიდი დახმარება გავუწიო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრახს განიცდის. თუმცა თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ „გარიგებას" მალე, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადებები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა (USTR-ში) მონაწილე ქვეყნებში", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×