ნაზი ბერიძე
28.07.2023

რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. რა ახალი ხედვებით და პრაგმატული პოლიტიკით შემოაბიჯებს ის საქართველოს პოლიტიკაში და ქართულ-ამერიკულ დიპლომატიაში, ამაზე „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დანიგანი მაღალი კლასის დიპლომატია, რომელიც ურთიერთობებს გააუმჯობესებს.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2023

ოკუპირებულ აფხაზეთში აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ კანონპოექტს ისევ ბევრი მოწინააღდეგე ჰყავს და განხილვებზე კვლავ ცხარე კამათები მიდის. ამაზე დე ფაქტო ხელისუფლებასა და აფხაზურ საზოგადოებას შორის კვლავ დიდი დაპირისპირებაა.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2023

15 წლის შემდეგ, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ რვა ადამიანი დააკავა, ორის მიმართ კი ძებნა გამოაცხადა. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. საქმეზე ეჭვმიტანილები არიან ენმ-ს დროს არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) თანამშრომლები.

ნაზი ბერიძე
28.07.2023

პარასკევს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაასახელა. რასაც კიდევ ერთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ნიკა მელიას მხრიდან, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში პრინციპულობას ფასი არ ჰქონია.

ელზა პაპოშვილი
28.07.2023

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დღეს მოსამართლეს მწერალი და პოეტი დავით გაბისკირია უყვებოდა, თუ რატომ დაჭრა 38 წლის ტატო გურგენიძე ცეცხლსასროლი იარაღით. გაბისკირია ამბობს, რომ ბიზნესმენმა მის 80 წლის მამას სცემა, რის გამოც ის იძულებული გახდა ბიზნესმენი ამ ფორმით შეეჩერებინა. მისი თქმით, მას ხელში დანა ჰქონდა და არ იყო გამორიცხული დაზიანებები მოხუცისთვის მიეყენებინა.

ელზა პაპოშვილი
28.07.2023

უკრაინელების კონტრშეტევის ახალი და ყველაზე მძლავრი ფაზა დაიწყო - ამას დასავლური დასავლური პრესა წერს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი ფრონტზე ფუნდამენტური გარდატეხის მოხდენის და რუსეთის ჯარის განდევნის უკრაინის ტერიტორიის სამხრეთიდან. არის ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს შეტევში ჩართულია სარეზერვო ბრიგადები.

თამთა ჩაჩანიძე
28.07.2023

პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი ისტორიულია, დახვედრის გრანდიოზული ცერემონიიდან უკვე ჩანდა, რომ ის სასურველი სტუმარია და უმაღლესი დონის შეხვედრები ექნებოდა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე საუბრისას.

ია აბულაშვილი
28.07.2023

დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელშიც შედის დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე და მთავრისეული სასახლე, ცნობილია თავის საგანძურით. დედოფლის სასახლე მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გადკეთდა ცნობილი არქიტექტორის, რაინის მიერ. სასახლეს გარს აკრავს დიდი აივანი გაფორმებული მოზაიკით. სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძეს ლაზეთიდან მოუწვევია საუკეთესო ოსტატები და უიშვიათესი არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაავალა. თითიოეული ორნამენტი, ასეთი კი 50-მდეა, თაფლშია მოხარშული და სხვადასხვა ფერისაა.

ია აბულაშვილი
28.07.2023

ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გაჩნდა გარკვეული მონახაზები, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას. დღეის მოცემულობით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ მხოლოდ „ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობასა" და ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ კულისებშია - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა პერსპექტივებზე გაესაუბრა.

ქეთო გოგოხია
27.07.2023

ხორბლის გლობალურ ბაზრებზე დაძაბულობაა, რაც საბოლოოდ ფასებზე აისახება. უცხოურ ბირჭებზე სტრატეგიული პროდუქტის გაძვირება შეიმჩნევა, თუმცა საქართველოში  ფქვილის ფასი სტაბილურია და  უახლეს თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აქედან გამომდინარე, პურისა და პურპროდუქტების გაძვირებაც გამორიცხულია.

ელზა პაპოშვილი
27.07.2023

ვაკეში მომხდარი დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სროლა მზიურის პარკთან გუშინწინ საღამოს მოხდა. სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილე ტატო გურგენიძე ფეხში დაჭრეს. ტატო გურგენიძეზე თავდასხმაში ბრალდებული მწერალი და პოეტი დავით გაბისკირიაა. სავარაუდოდ თბილისის ცენტრში მომხდარი შეიარაღებული დაპირიპირების მიზეზი გაბისკირიას კუთვნილი მიწის ნაკვეთია, რომლითაც "ტაგი გრუპი" იყო დაინტერესებული.

გვანცა წულაია
27.07.2023

საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლით არ მოქმედებს ეს არაერთხელ დადასტურდა. ყოველ ჯერზე, როცა ამასთან დაკავშირებით ბრალდება გაისმა, ვერც ერთი მტკიცებულების მოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციებზე მომუშავე გუნდა თქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. გუშინ კი იგიევ წარმომადგენლობიდან ითქვა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×