ნაზი ბერიძე 31.07.2023

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში ბელორუსში ბირთვული ტაქტიკური იარაღი განათავსა. მას შემდეგ როგორც რუსი პროპაგანდისტი ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ამჯერად მსოფლიოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აფრთხილებს. რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს, სამხედრო ექსპერტებს ცალსახა პასუხი აქვთ - თუ დაირღვევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა რეალურად დღეს ამის საშიშროება არ დგას.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2023

გლობალურ პოლიტიკაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი და საერთაშორისო წესრიგი ისეთივე აღარ იქნება, როგორიც იყო. როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, ომმა რუსეთი საგრძნობლად დაასუსტა და ძველი გავლენებით ვეღარ ისარგებლებს. მათი თქმით, ამის ფონზე, დღეს ჯერჯერობით ორი პოლუსი იკვეთება - აშშ და ჩინეთი.
|
გვანცა წულაია 31.07.2023

ბოლო რამდენიმე თვეა ლარი არასტაბილურობით გამოირჩევა. საგრძნობლი გამყარების ტრენდი მაისის თვეში დაირღვა და მას შემდეგ კურსს მერყეობა ახასიათებს, რაც ბიზნესისთვის პრობლემურია. მერყევი და არასტაბილური ლარი კერძო სექტორს საქმიანობის დაგეგმარებაში ხელს უშლის და თანაც, ასეთ მოცემულობაში, ფასების კლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მართალია, ღირებულება არც ლარის გამყარების დროს შემცირებულა და მით უმეტეს არც ახლაა მოსალოდნელი.
|
ნაზი ბერიძე 31.07.2023

სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ლი ციანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
თამთა ჩაჩანიძე 31.07.2023

საპროტესტო აცქიის მიუხედავად, ორშაბათს რუსული კრუიზი „ასტორია გრანდე" ბათუმის პორტში ისევ შემოვიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირებები მოჰყვა - პოლიციამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა, ისინი რუსი ტურისტების მიკროავტობუსით გაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, ლაინერის მგზავრების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. ამასთან, აქცია თბილისშიც დაანონსდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.07.2023

ბელარუსში განლაგებულმა კერძო რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ თავის მებრძოლთა ნაწილი სუვალის დერეფნისკენ, ქალაქ გროდნოს მახლობლად გადაისროლა. ეს არის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბელარუსსა და რუსეთის კკუთვნილ ნკლავს, კალინინგრადის ოლქს. ვარშავაში აცხადებს, რომ სიტუაცია საფრთხის შემცველია, რადგან სავარაუდოდ „ვაგნერელები“ პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადებიან. ამის გამო პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსთან საზღვარის ჩაკეტვას განიხილავენ.
|
ელზა პაპოშვილი 30.07.2023

შაბათს უმძიმესი ავტოავარია მოხდა გლდანში, რასაც 25 წლის ორსული ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი მანამდე ტრაილერს შეეჯახა, რომელმაც დარტყმის შედეგად მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა. ადგილზე კი ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხე გაჩნდა.
|
ნაზი ბერიძე 30.07.2023

უკრაინელებმა 30 ივლისის ღამეს რიგით მესამე საჰაერო დარტყმა განახორციელეს მოსკოვზე. მასში სამი დრონი მონაწილეობდა და ორი მათგანი მოსკოვის ცენტრში აფეთქდა. პარალელურად 25-მა უკრაინულმა დრონმა ოკუპირებულ ყირიმსაც შეუტია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი დარტყმები მომავალში სავარაუდოდ გხშირდება და ამას სამხედროსთან ერთად ფსიქოლოგიური ეფექტიც ექნება.
|
ელზა პაპოშვილი 30.07.2023

ისტორიული ვიზიტი - ასე უწოდებს ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობას. საქართველოს პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პირველად შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონზე გამყარდება. თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, ჯერჯერობით უცნობია.
|
ნაზი ბერიძე 30.07.2023

ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ალიანსის კონტურები გამოიკვეთა - „ლელო", „დროა" და „გირჩი". ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჰერმან საბომ განაცხადა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი ალიანსის მთავარი პრობლემა მასში შემავალი პარტიების განსხვავებული წარმომავლობა იქნება და დღევანდელი გადასახედიდან ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა ეს გაერთიანება გაისად 5%-იანი ზღვარის გადალახვას.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.07.2023

„ნაცმოძრაობამ" ყოფილი თანაპარტიელების შემოკრება დაიწყო - პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჯერ გიორგი ვაშაძესთან შეკრა ალიანსი, ახლა კი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პარტიის ყოფილი წევრები მასიურად დაბრუნდნენ, ეს კი შესაძლოა, ენმ-ს მხარდამჭერების ნაწილში სულაც არ იყოს პოპულარული იდეა.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.07.2023

ბათუმში პროტესტისთვის ისევ ემზადებიან - 31 ივლისს, სოჭიდან რუსული საკრუიზო ლაინერი ისევ ჩამოვა. გემს, სადაც, მედიის ცნობით, კრემლის მომხრე არტისტები იქნებიან, დილის 6 საათზე აქციით დახვდებიან. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, დიდი შანსია, რომ ამ საზღვაო ლაინერის „წინ და უკან ტრიალი" რუსეთის გამიზნული პროვოკაცია იყოს და თუ ორშაბათის აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არაა გამორიცხული, რომ ამას განცხადებები მოჰყვეს მოსკოვის მხრიდან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|