გვანცა წულაია
09.09.2025

ოქროს ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად მისი ფასი სულ უფრო მატულობს. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ძვირფასი ლითონის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა, 4 000 დოლარსაც კი გადააჭარბოს. 

მარიამ ვეკუა
09.09.2025

„ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი ოპოზიციასთან კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. ენმ-ს წევრის, სოფო ჯაფარიძის შემდეგ, „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა, რომ კავშირები არსებობს და წასულები „ცოდვებს ინანიებენ". მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მალე გაირკვევა, ვისზეა საუბარი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველაფერი მალე გამოაშკარავდება, აღნიშავენ იმასაც, რომ პრემიერის განცხადება ხაბეიშვილზე მართალი აღმოჩნდა.

გვანცა წულაია
09.09.2025

საქართველოში დიდი ჰესების აშენებაზე აღარავის საუბრობს. ამ თემის გარშემო საკითხი თითქოს გაჩერებულია და არც ძველ და დაწყებულ პროექტებს ახსენებს ვინმე. ბოლო წლებში ქვეყანას ბევრი დაპაუზებული პროექტი და არაერთი გაქცეული ინვესტორი უნახავს, სწორედ ამის გამო ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ჰესების მშენებლობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს და ამისათვის ყველანაირი რესურსი უნდა გამონახოს. 

ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია აქტიურდება. მათთვის მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის თარიღია - როგორც ამბობენ, „ოცნების" ხელისუფლების ჩამოშლის დღე. იქამდე, 13 სექტემბერს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი რეპეტიცია 4 ოქტომბრისთვის. არც იმას გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე მუხტმა აიწიოს.

მარიამ ვეკუა
09.09.2025

კრემლი სანქციებს უგულებელყოფს, ტრამპი ახალ ზომებს აანონსებს - მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის წნეხს „არანაირი შედეგი" არ აქვს, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმის შემდეგ რუსეთს დამატებითი სანქციებით დაემუქრა. პარალელურად, ვაშინგტონი კვლავ მოითხოვს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ენერგომატარებლების შეძენა შეწყვიტონ. გადადგამს თუ არა ევროპა ამ ნაბიჯს და როგორ აისახება მიმდიანრე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ნატალია ჯვარიძე
09.09.2025

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირება უკვე ლამის ქრონიკულ მოვლენად იქცა. ასე მოხდა ორშაბათს ღამითაც, როცა ერთმანეთს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საპროტესტო მარშის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. მმართველ პარტიაში გარე ძალების ჩარევასა და წინასწარ დადგმულ სცენარზე საუბრობენ. ოპოზიცია კი ხალხს ქუჩაში გამოვისვლისკენ მოუწოდებს.

ირმა ჩიტაია
08.09.2025

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის თემა კვლავ გააქტიურდა. დაზღვევის ეს ფორმა დასავლეთში აპრობირებული გახლავთ. ჩვენთან ამ სტანდარტის შემოღებაზე ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. ახლა კი, როგორც დამსაქმებელთა ასოცოაციის დირექტორმა გოგა დონდუამ განაცხადა პარლამენტი საკითხზე მუშაობს და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსაც გადიან. 

ქეთო გოგოხია
08.09.2025

ბიზნესმა განათლების სექტორში საკმაოდ ღრმად შეტოპა. ყოველწლიურად მატულობს კერძო სკოლებისა და სასწავლო ცენტრების რაოდენობა, სადაც დიდი გადასახადის გამო სწავლა ბავშვების უმრავლესობისთვის სრულიად წარმოუდგენელია. ამ პროცესს ბიძგს აძლევს ის ფაქტორიც, რომ საჯარო სკოლებში სწავლის დაბალი ხარისხი და ხშირ შემთხვევაში, არაკვალიფიციური კადრია. 

ნატალია ჯვარიძე
08.09.2025

ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტს განუცხადა.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს მხრიდან მოწმის როლში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს, ხელისუფლება არაფერს ელოდება, თუმცა, აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად ისევ მზად არიან., როგორ დასრულდება ჰელსინკის სხდომა და რა გავლენას მოახდენს მეგობარი აქტის მიღება ან არ მიღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე, რომელის ჩატარებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება.

ქეთო გოგოხია
08.09.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრის ადგილი კახეთია, სადაც რთველი მიმდინარეობს და ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი, რაც მევენახე ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის განვითარებაზე კეთდება.

მარიამ ვეკუა
08.09.2025

„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიიდან წასული ყოფილი წევრები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მათ მხილებას უნდა ელოდონ. ენმ-ს ზოგიერთი წევრი კი მოსალოდნელ სიურპრიზებს ახსენებს, რაც „ოცნებამ" წასული თანაგუნდელებისგან შეიძლება მიიღოს. უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პარტიის შექმნას ყოფილი წევრებისგან, ვისზეა საუბარი და რატომ დაუპირპირდნენ აქტიური წევრები უკვე წასულებს - ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა შეფასებები აქვთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×