გვანცა წულაია
04.09.2025

საქართველოში საშუალო ხელფასი კიდევ გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად ცნობილია, რომ ოჯახები შემოსავალის დიდ ნაწილს პროდუქციის შეძენაში ხარჯავენ, ამიტომ მოსახლოებას დანაზოგის გაკეთება უჭირს. ფულის გადადება მაღალშემოსავალიანი ოჯახებისთვის მარტივია, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის კი თითქმის წარმოუდგენელი.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

ბოიკოტის მომხრე ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერს იზეიმებენ, რადგან „ქართულ ოცნებას" საბოლოოდ დაამარცხებენ. ანალიტიკოსები ძალიან სკეპტიკურად უყურებენ მათ გეგმებს და ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ აკეთებენ ამას, რადგან საზოგადოებრივი განწყობა ამის საფუძველს არ იძლევა.

ნატალია ჯვარიძე
04.09.2025

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის მერის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გარე ჩარევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერავინ გადაკეთდება კაცად თუ ქალია, ან პირიქით". ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ქალაქთან დაკავშირებით „შთამბეჭდავი გეგმები" აქვს.

მარიამ ვეკუა
04.09.2025

3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე „ოცნების" შტაბთან მომხდარი დაპირისპირება კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შტაბის დატოვება ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ. „ოცნებაში" ინციდენტს ოპოზიციურ „ტიტუშკებსა" და „ორკებს" აბრალებენ, აანონსებებენ, რომ ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა.მაშინ როცა ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მმართველი ძალის კაპიტულაცია 4 ოქტომბერს დასრულდება. რა განცხადებები გაკეთდა და როგორია შეფასებები?

 

გვანცა წულაია
03.09.2025

ბოლო თვეების ინფლაცია მზარდია, რაც საქართველოსთვის უკვე გამოწვევად იქცა. მრავალთვიანი დადებითი ტენდენციის შემდეგ, ქვეყანაში უარყოფითი დინამიკა ვითარდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მაჩვენებელი კიდევ მეტად გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ყველა თანხმდება, რომ 2025 წლის ინფლაციური მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.

გვანცა წულაია
03.09.2025

სოფლებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყანა დატოვა. ასეთი რეალობა სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

მარიამ ვეკუა
03.09.2025

ჩეხეთის ექსპრემიერ ანდრეი ბაბიშს საარჩევნო კამპანიის დროს თავს დაესხნენ. მისი ოპოზიციური პარტია, „ანო", არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ლიდერობს, ხოლო მისი წარმატება საფრთხის სიგნალს უშვებს ევროპისთვის: ცენტრალურ ევროპაში შესაძლოა ვიქტორ ორბანის მსგავსი კიდევ ერთი მემარჯვენე ლიდერი გამოჩნდეს. ვინ არის ბაბიში და რატომ დაიმსახურა ორბანის გულმხურვალე მხარდაჭერა?

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2025

„ოცნებამ"„ნაცმოძრაობის" აკრძალვა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, თუმცა ამა წლის აპრილში ინიციატივა ცოტა ხნით გადაავადა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ენმ-სა და „მასთან დაკავშირებული პარტიების" გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავს. ანალიტიკოსების ცნობით, ახლა ასეთი ინიციატივა რომც იყოს, წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პარტიის აკრძალვა 4 ოქტომბრამდე მაინც ვერ მოესწრება

მარიამ ვეკუა
03.09.2025

„მშვიდობა თუ ომი?" - ამ გზავნილით პეკინში გამართული სამხედრო აღლუმი, სადაც ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები პირველად ერთად საჯაროდ გამოჩნდნენ, საერთაშორისო განხილვის ეპიცენტრში მოექცა. ანალიტიკოსების თქმით, მათი დემონსტრაციული შეხვედრა დასავლეთისთვის, მკაფიო სიგნალია რომ პეკინი ახალ მსოფლიო წესრიგს აცხადებს და გლობალურ დაპირისპირებაში ლიდერის როლზე პრეტენზიას ამყარებს.

ანალიტიკოსების თქმით, აღლუმი მიზნად არა მხოლოდ ჩინეთის ძლიერების პროეცირებას ისახავდა, არამედ პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებასაც.

თამთა ჩაჩანიძე
03.09.2025

„ევრობარომეტრის" გამოკითხვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46%) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო 43% ამის წინააღმდეგია. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომხეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შევედეთში დაფიქსირდა, დაბალი კი ავსტრიასა და ჩეხეთში.

ნატალია ჯვარიძე
03.09.2025

სუსი- ს უფროსად მამუკა მდინარაძე ოფიციალურად დაინიშნა. მის კანდიდატურას ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი გუნდით აპირებს მისვლას. მდინარაძემ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად ოპოზიციის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია.

ნატალია ჯვარიძე
03.09.2025

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლო რამდენიმე ხანია 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების დასამხობად ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×