ნატალია ჯვარიძე
03.09.2025

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლო რამდენიმე ხანია 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების დასამხობად ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს.

გვანცა წულაია
03.09.2025

ევროკომისიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დათქმული ვადა ამოიწურა და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგება. საინტერესოა, ევროკომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც, წესით, ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაგონივრული ნაბიჯი იქნება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რეზონანსი
03.09.2025

დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღები ხმება. პროცესი წლებია დაწყებულია, თუმცა მიმდინარე წელს, მეტად აქტიური სახე მიიღო, რაზეც ფერმერები დამხარებას ითხოვენ. ვითარების შესახებ ინფორმირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლაბორატორიული კვლევებით გამოვლენილია სხვადასხვა დაავადება.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2025

საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე, დეპუტატები პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცნენ. საბოლოო დასკვნის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააცნო თანაგუნდელებს. დოკუმენტი 460 გვერდიანია, სადაც წულუკიანის თქმით, აღწერილია, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, ციხეებში არსებული მდგომარეობა,ზეწოლა მედიაზე, ბიზნესის რეკეტი, პირადი თვალთვალი და ა.შ.

ნატალია ჯვარიძე
02.09.2025

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების დროს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასრულების გზები განიხილა, თუმცა, მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან.

ნატალია ჯვარიძე
02.09.2025

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარიამ ვეკუა
02.09.2025

„ახალი ეპოქის დასაწყისი" - ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდნეტებმა ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა სტრატეგიული პარტნიორობა ახალი შეთანხმებებით განამტკიცეს - მხარეებმა 22 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის ენერგეტიკის, კოსმოსის, ფინანსებისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვისა და პეკინის დაახლოება დასავლეთის იზოლაციის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რაც მსოფლიო ძალთა ბალანსი ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

მარიამ ვეკუა
02.09.2025

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის"-ის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციაში კვლავ განხილვის ეპიცენტრშია გახარიას განცხადება, რომ მანდატების არ გამოყენება შეცდომა იყო. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ თუ გახარიას გუნდი პარლამენტში შევა, ღალატი არ ეპატიებათ, მაშინ, როდესაც მმართველ პარტიაში მის სავარაუდო გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ვიხილავთ თუ არა ექპრემიერის პარტიას საპარლამენტო ტრიბუნაზე,ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თამთა ჩაჩანიძე
02.09.2025

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან დიალოგის საჭოროებაზე მიანიშნებს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევრობლოკმა უნდა დაასაბუთოს, რომ "მოთხოვნები არის გონივრული" და მმართველი პარტია "ყველას შეასრულებს". მთავრობის მეთაური ევროკავშირს საბჭოურ მიდგომაში ადანაშაულებს, რომ "ხელების გაგრეხვით ცდილობენ აიძულონ" რამის გაკეთება.

ირმა ჩიტაია
01.09.2025

წლიდან წლამდე საქართველოში შიდა ტურიზმი ძვირდება. აქტიური ზაფხულის სეზონის მიუხედავად ადგილობრივები მომატებულ ფასებზე ჩივიან. ამაზე მეტყველებს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ დადებული კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 166.9 ლარს გაუტოლდა.

ქეთო გოგოხია
01.09.2025

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა სტაბილურობა გარანტირებულია. მართალია, ორნიშნა ზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დინამიკა მაინც დადებითი იქნება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით,  მშპ წლის ბოლომდე დაახლოებით 7%-იან მაჩვენებლამდე დაკორექტირდება, რაც  არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოსთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ქეთო გოგოხია
01.09.2025

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრობს და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ამჯერად 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ  3500 დოლარს მიაღწია. ცოტა ადრე ფასი 3350 დოლარი იყო. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ტენდენცია გლობალურ პროცესს უკავშირდება და მომავალში ოქრო კიდევ გაძვირდება. მთავარი გაურკვევლობაა აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, რამაც ბაზრებზე რეაქცია გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომი კი ძვირფასი ლითონის ბაზარზე  მოთხოვნის ზრდას იწვევს და ფასებზეც ადეკვატურად აისახება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×