მარიამ ვეკუა
12.02.2026

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი პოლიტიკური და ეკონომიკური გზავნილებით დატვირთული აღმოჩნდა - ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა შეაქო, ქვეყნის მიმართ „მორალურ შანტაჟზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხორვატიული ბიზნესი საქართველოს ბაზრით სერიოზულად ინტერესდება, მაშინ როცა ევროკავშირის შიგნით საქართველოს მიმართ ერთიანი და მყარი პოზიციის არარსებობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ნატალია ჯვარიძე
12.02.2026

24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია. მაშინაც კი, რომ არსებობდეს განზრახვა ან შესაბამისი ნაბიჯები არჩევნების დაჩქარებისკენ, მჯერა, რომ ასეთი თარიღის პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოყენება სრულიად სულელური იდეა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

თამთა ჩაჩანიძე
12.02.2026

"ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება", "განსხვავებული აზრის ჩახშობა", "ანტიდემოკრატიული კანონები", "დემოკრატიული უკუსვლა", "ტრამპის მარშრუტის მიღმა დარჩენილი საქართველო" - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ჰელსნიკის კომისიის საინფორმაციო სესიაზე იმსჯელეს საქართველოს შესახებ.

ნატალია ჯვარიძე
12.02.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე განათლების სისტემაში რეფორმებს აანონსებს. მისი ინფორმაციით, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000-ით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იყო კოლეგების მიწვევით. დამატებითი დეტალები უცნობია და ოპოზიცია დეტალებს ითხოვს, თუ რა მიზნებისთვის გაემგზავრა აშშ-ში მდინარაძე და ვისთან ჰქონდა შეხვედრები.

მარიამ ვეკუა
11.02.2026

პერსონალური სანქციების საკითხზე საქართველოში გაზრდილი მოლოდინების ფონზე, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მკაფიო გზავნილს აგზავნის - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები სანქციებს მხოლოდ მკაცრი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აწესებენ და არა პოლიტიკური სიმპათაი-ანტიპათიის მიხედვით. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას ოპოზიციისათვის „ცივ შხაპად" მიიჩნევს.

თამთა ჩაჩანიძე
11.02.2026

ოპოზიციის ერთობის დოკუმენტი უკვე მზადაა, თუმცა ზოგიერთი პარტია მასზე ხელის მოწერისგან თავს იკავებს. ამის მიუხედავად, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ეს შეთანხმება გასაჯაროვდეს. ამაზე „ახლები" საუბრობენ და აცხადებენ, ამით საზოგადოებას შეექმნება წარმოდგენა, თუ რის ხელმოწერაზე ამბობს უარს ოპოზიციის ნაწილი. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" ამ უარის სავარაუდო მიზეზებსა და კონკრეტული პარტიების განსხვავებულ მოსაზრებებზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
11.02.2026

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. ასეთი პასტორტების მფლობელებს მარტიდან უკვე ვიზების აღება მოუწევთ. მმართველი პარტიისთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა და აცხადებენ, რომ ბრიუსელში „სკანდალი არ გამოუვიდათ".

მარიამ ვეკუა
11.02.2026

დასავლური მედიის ცნობით, გაზაფხულზე უკრაინაში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე რეფერენდუმი ჩატარდეს. კიევში ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, უკრაინული კანონმდებლობა ომის პირობებში არჩევნებს კრძალავს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, უკრაინის რადა უკვე მუშაობს შესაბამის ცვლილებაზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნებს შესაძლებელს გახდის.

ნატალია ჯვარიძე
11.02.2026

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ 10 თებერვლის სასამართლო პროცესზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა: „გვჭირდება, მოვძებნოთ ძალა, ვიფიქროთ ქვეყანაზე, მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და საზოგადოება გავამთლიანოთ". ნიშნავს თუ არა ეს „ოცნების" ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე მინიშნებას და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია?

ირმა ჩიტაია
10.02.2026

ახლოვდება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის თარიღი. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ტარიფებზე მსჯელობა მარტიდან განახლდება, რაც შესაძლოა, იმის დამადასტურებელი იყოს, რომ ელექტროენერგიის გადასახადი ამჯერად შესაძლოა, მართლაც გაძვირდეს.  დეკემბრის ბოლოს, გაურკვევლობის გამო, მარეგულირებელმა კომისიამ დროებითი ტარიფები დაადგინა, რომელიც მარტის ბოლომდე მოქმედებს. დათქმული თარიღიც ახლოვდება. 

თამთა ჩაჩანიძე
10.02.2026

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა და „ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანსა და ბაქოს ეწვია. აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, ბაქოში ვენსი ვიზიტისას კი აშშ-მა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×