რეზონანსი
09.12.2025

გალის რაიონში უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ახალი წლიდან, სატრაზიტო ჰაბი ამუშავდება. რუსული მედიის ცნობით, ეს რუსულ-აფხაზური პროექტია და სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. შესაბამის ტერმინალებში ახლა მიდის ტვირთების აღრიცხვისა და შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობების მონტაჟი. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რა ტვირთების ტრანზიტისთვის მიდის მზადება იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებას „ოფიციალურად" არანაირი სავაჭრო ურთიერთობა არ აქვს დანარჩენ საქართველოსთან.

ირმა ჩიტაია
08.12.2025

ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალებებისგან საპარკინგე ტერიტორიების გაწმენდა დაიწყო. საწყის ეტაპზე პროგრამა რეგიონში, კერძოდ, ბათუმში ამოქმედდა. პრობლემა საქართველოს ყველა ქალაქს თანაბრად აწუხებს. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ცოტათი მაინც განტვირთავს საგზაო მოძრაობას, თუმცა, მთავარია, აღსრულება, მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს.

ქეთო გოგოხია
08.12.2025

კომუნალური გადასახადების გაძვირება გადაწყვეტილია. არჩევნები დასრულდა და ტარიფების გაზრდის საკითხი გააქტიურდა. რას ეფუძნება მოსალოდნელი ცვლილება, ენერგეტიკოსები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მაგრამ თამამად ამბობენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ელექტროენერგიის გადასახადის 3 თეთრით შემცირებით შეცდომა დაუშვეს და ახლა დენის ტარიფი, სავარაუდოდ, იმავე  მაჩვენებლით მოიმატებს. ასევე გაიზრდება გაზის გადასახადიც, რაც რამდენიმე დღის წინ სემეკშიც დაადასტურეს.

ნატალია ჯვარიძე
08.12.2025

„ქართული ოცნება" შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" კიდევ ერთხელ ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს

ქეთო გოგოხია
08.12.2025

საქართველო-ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ისრაელში ვიზიტისას სწორედ ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება. წლებია საქართველო და ისრაელი აგრარულ სფეროში საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ. ექსპორტის გაზრდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება,  ინვესტიციები, კლიმატის ცვლილება, გლობალური გამოწვევების დაძლევა - ეს ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. 

მარიამ ვეკუა
08.12.2025

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ კვირას ვოლკელის საჰაერო ბაზაზე უცხო დრონის იდენტიფიცირების მიზნით F-35-ის ტიპის გამანადგურებლები განალაგა, ევროპაში ამოუცნობი დრონების გამოჩენის შემთხვევები ბოლო თვეების განამავლობაში გახშირდა, აღსანიშნავია, ამის ფონზე, ევროპელები კონტინენტის დაცვასა და შეიარაღების გაზრდაზე ფიქრობენ, როგორ უნდა დაიცვას თავი ევროპამ და გაამართლებს თუ არა"დრონები სკედლის" შექმნა?

ნატალია ჯვარიძე
08.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი „სამშვიდობო გეგმას" დასთანხმდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია"

მარიამ ვეკუა
08.12.2025

ბი-ბი-სი-ს გამოძიება, რომელიც 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხება ქართულ პოლიტიკაში ისევ განხილვის ეპიცენტრშია, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს თქმით, სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა, მაშინ როცა ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს.

ნატალია ჯვარიძე
07.12.2025

აზერბაიჯანული მედია უკვე ღიად საუბრობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვაზე და ეს შეიძლება კავშირში იყოს ე.წ. ზანგეზურის კორიდოსი („ტრამპის მარშრუტი") ამოქმედებასთან. მათი ინფორმაციით, საქართველომ აზერბაიჯანული ტვირთების თავის ტერიტორიაზე გატარებისათვის არაბუნებრივად მაღალი ტარიფების მოთხოვნა დაიწყო, რაც ბაქოში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კოემნტარი არ გაუკეთებია.

ნატალია ჯვარიძე
07.12.2025

ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში ყოველდღიურად მიმდინარე გამოსვლები აღარ არის ისეთი მასობრივი, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა არც ბოლომდე გამქრალა. ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვარაუდობდა, რომ აქციები 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეწყდებოდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა.

მარიამ ვეკუა
07.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) „ბი-ბი-სი“-ს სკანდალურ ფილმთან დაკავშირებით დაწყებული გამოძება ნაწილობრივ დაასრულა. მათი ცნობით, დადგინდა, რომ შარშან ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს აკრძალული ნივთიერება არ იყო გამოყენებული, თუმცა გამოძიება გრძელდება „შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“. ამის შესახებ შაბათს სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მარიამ ვეკუა
06.12.2025

პარასკევს გამოქვეყნებულმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით ევროპაში. მისი ზოგიერთი პუნქტი კი, სავარაუდოდ, გარკვეულ გავლენას მოახდენს აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე. მაგალითად, დოკუმენტის თანახმად, ნატო აღარ უნდა აღიქმებოდეს „მუდმივად გაფართოებად ალიანსად“, ხოლო აშშ სხვა ქვეყნებს არ მიუდგება დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი სტანდარტებით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×