გვანცა წულაია
23.10.2023

ბიზნესმა კადრების დეფიციტის გამო ხელფასები გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რადგან მუშახელის კრიზისი კერძო სექტორში ისევ არსებობს. ახლა კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათი მაქსიმუმია და დასაქმებულთათვის ანაზღაურების ზრდას მეტად ვეღარ შეძლებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მომსახურების თუ პროდუქციის გაძვირება მოუწევთ.

ქეთო გოგოხია
19.10.2023

შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ მთავრობა მიდგომას ცვლის. ყველას, ვინც დასაქმებაზე უარს იტყვის, შემწეობის თანხა მოეხსნება. ამ მიზნით ბიუჯეტიდან გარკვეული ფულადი რესურსი გამოთავისუფლდება, ვინაიდაც ხარჯი საკმაოდ დიდია და რეალურად ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს ამ ვალდებულების შესრულება.

გვანცა წულაია
19.10.2023

სიიაფის გამო, საქართველომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდა. ღირებულების გარდა, ჩრდილოეთიდან გაზის ყიდვის სხვა მიზეზიც არსებობს, რაც საქართველოს ქსელში ბალანსისა და წნევის რეგულირებაში გამოიხატება. საინტერესოა, არსებობს თუ არა რაიმე სახის რისკი, რუსეთის მიმართულებით გააქტიურებაში?

გვანცა წულაია
19.10.2023

ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოს არც ისე კარგი მოცემულობა აქვს. იგივე შეიძლება ითქვას შიდა ბაზარზეც. ორივე მხრივ მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა დგას. ამ ყველაფერს თან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ერთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილის შეყვანა იკრძალება და ასევე კანონი, რომელიც მალე ქვეყანაში ამოქმედდება. იგი 2013 წელს უფრო ასაკიანი ავტომობილის შემოყვანას კრძალავს.

ქეთო გოგოხია
18.10.2023

გაისად სიმინდის დეფიციტია მოსალოდნელი. წელსაც ქვეყანა უმეტესად  იმპორტულ სიმინდს მოიხმარდა და მომავალში ეს დამოკიდებულება უფრო გაიზრდება. რეგიონებში, სადაც  სიმინდის კულტურა მოჰყავთ, ხალხი ამბობს, რომ უამინდობამ, ასევე მავნებელმა, მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. თანაც გაზაფხულზე ნაკლები ფართობები დაითესა და წინა წელთან შედარებით, მოსავალიც დაბალია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მარცვლეულსა და ფქვილზე ფასი ისევ მოიმატებს.

გვანცა წულაია
18.10.2023

საბანკო სექტორში მალე ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ჩანაწერი, რომელიც სესხებს უკავშირდება სრულიად იცვლება. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის საფუძველზეც მომავალი წლიდან სამომხმარებლო სესხი განსხვავებულად გაიცემა.

ქეთო გოგოხია
18.10.2023

საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით, ევროპაში მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ გამოფენას – Sommet De L’elevage 2023 -ს სტუმრობდა. მასშტაბური ღონისძიება 6 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგნელები, ასევე სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათთვის კიდევ ერთი ფანჯარა გაიჭრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი განვითარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის, რის შედეგსაც დარგი მალე იგრძნობს.

გვანცა წულაია
17.10.2023

სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი ფართოვდება. თუკი 2023 წლის დასაწყისიდან, ექიმებს და ექთნებს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდათ, ცვლილება ძალაში შევა უმცროსი ექიმისთვის, ექთნის თანაშემწისთვის, ბებიაქალისთვის და სანისტრისთვისაც.

თიკა სიბოშვილი
17.10.2023

ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამის პარარელურად საქართველოს შორიახლოს ძალიან რთული სიტუაციაა. უცხოელი ტურისტები მოგზაურობას თავს მასობრივად არიდებენ და იმავდროულად შეფერხებულია მიმოსვლაც. ვიზიტორების რაოდენობამ უკვე დაიკლო და უკეთესის მოლოდინი არც მომავალშია. რამდენად დიდ გავლენას იქონიებს საომარი სიტუაციები ზამთრის ტურისტულ სეზონზე და როგორი დატვირთვით გაიხსნება თეთრი კურორტები?

ქეთო გოგოხია
16.10.2023

საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობა მცირდება და ამ პროცესის პარალელურად იკლო გაზავნილების მოცულობამაც. მართალია, რუსეთი გზავნილების მიმართულებაში ლიდერი ქვეყანაა, მაგრამ გადმორიცხული თანხის  რაოდენობა საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული. ის, რომ რუსი მიგრანტების რიცხვმა იკლო, ამით ინფლაციაზე ერთ-ერთი დამატებითი წნეხი შემსუბუქდა, თუმცა ეკონომიკური აქტივობაც შენელდა. სავარაუდოდ, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების გავლენის ფაქტორიც შესუსტდება, მაგრამ ნეგატიური შედეგი ფულადი გზავნილების კლებაზე მაინც აისახება, როგორც ამას ეკონომისტები ადასტურებენ.

ქეთო გოგოხია
16.10.2023

ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ბიზნესისა და ეკონომიისთვის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდებოდა და ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და გაუფასურების გზას დაადგა. ჯერჯერობით რაიმე ნიშნები, რაც ამ პროცესს შემოაბრუნებს, არ იკვეთება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა უკვე გამოწვევად იქცა. დიდი ალბათობაა, რომ წლიურ ჭრილში გაუფასურებული ლარი მივიღოთ, თუმცა სპეციალისტები არ ფიქრობენ, რომ კურსი შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

გვანცა წულაია
13.10.2023

ისრაელში დაწყებული ომი საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენას იქონიებს. ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორები აქტიურად შემოდიოდნენ, თუმცა ახლა ეს მიმართულება დიდი საფრთხის ქვეშაა. ცნობილია, რომ უკვე უქმდება ჯავშნებიც და კომპანიებს, რომლებიც ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, დიდი პრობლემები ელით.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×