თამარ ვეფხვაძე
19.03.2026

საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, სამაგიეროდ ოქრო გაიაფდა. მართალია, ეს მხოლოდ ორი დღის შედეგია, თუმცა მას შემდეგ, რაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, სხვა მოცემულობა გამოიკვეთა. ფინასისტები ამას ბირჟის ტენდენციებით ხსნიან და ამბობენ, რომ ვინაიდან ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ომია და ჰორმუზის სრუტეს მთლიანად ირანი აკონტროლებს, ინვესტორებისთვის ეს ერთგვარი სიგნალია, კაპიტალი გაძვირებულ ნავთობში დააბანდონ. სწორედ ამით აიხსნება უცნაური ტენდენცია, როდესაც ნავთობი მკვეთრად ძვირდება, ხოლო ოქრო იაფდება. 

ქეთო გოგოხია
18.03.2026

ნავთობის ფასი არანორმალური ნიშნულისკენ მიიწევს. ირან-ისრაელ-ამერიკის სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 1 ტონა ბენზინი - 300 დოლარით, ხოლო დიზელი 430 დოლარით გაძვირდა, რაც თითქმის 40%-იანი სხვაობაა. ნეგატიური  დინამიკა გაგრძელდება, თუმცა რა მაჩვენებელს მიაღწევს საწვავის ფასი, პროგნოზის გაკეთება ყველას უჭირს. სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ბენზინის და დიზელი 10-20 თეთრით კიდევ გაძვირდება.

თამარ ვეფხვაძე
18.03.2026

ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მოქმედებები ინფლაციურ წნეხს გაზრდის. სამწუხაროდ, ამ პროცესს ვერც საქართველო გადაურჩება, რადგან ომის დაწყებიდან დღემდე, ნავთობი და საწვავი საგრძნობლად გაძვირდა, რასაც იმპორტირებული პროდუქციის ფასის ცვლილებაც მოჰყვება. მართალია, ეკონომისტები მარტში ინფლაციის გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა მათივე აზრით, გამოსავალიც არსებობს. ინფლაციური პროცესის შესაჩერებლად, მთავრობამ აქციზი უნდა შეამციროს, თუნდაც დროებით მაინც. 

ირმა ჩიტაია
17.03.2026

გაირკვა, რომ ექვს წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. აქციზის გაზრდას სფეროს სპეცილისტები ეწინაარმდეგებიან, რადგან, ფიქრობენ, რომ ეს  ავტომობილების ბაზარს საბოლოოდ დაასამარებს. 

თამარ ვეფხვაძე
17.03.2026

მარტის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  შეიკრიბება და დენის ტარიფის საკითხს გადაწყვეტს. მანამდე კი დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორში სიტუაცია დამძიმდება და ავარიული გათიშვის რაოდენობაც გახშირდება. 

ირმა ჩიტაია
16.03.2026

ყულევის პორტის დასანქცირებასთან არსებული ეჭვები საბოლოოდ გაქარწყლდა. ევროკავშირმა ყულევი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო, რასაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ. სექტორის წარმომადგენლების  საუბრობენ, რომ ის შავ ზღვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალია, რომლითაც "სოკარი" ახდენს ოპერირებას. სანქციების სიიდან ამოღება კი სერიოზული დადებითი სიგნალია ქვეყნისათვის. 

თამარ ვეფხვაძე
16.03.2026

მას შემდეგ, რაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, ნავთობპროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა. თუ 27 თებერვალს, 1 ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობი 67 აშშ დოლარი ღირდა, დღეს უკვე 102 დოლარამდე გაძვირდა. ცხადია, ნავთობის გაძვირება სხვა სახის საქონელსაც  გააძვირებს. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე პროდუქტები არ გაძვირდება, მაგრამ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ეს პროცესი გარდაუვალი იქნება. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, შუა დერეფნის, როგორც ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის მნიშვნელობა გაიზრდება, რაც საქართველოს სრულიად ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაუხსნის. 

თამარ ვეფხვაძე
12.03.2026

ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები გარკვეულ დაღს დაასვამს სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას. ბიზნესის წარმომადგენლები სამშენებლო მასალების 20%-მდე გაძვირებას არ გამორიცხავენ. მიზეზი ირანიდან პროდუქციის შემცირება, ასევე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება და შედეგად ტრანსპორტირების ხარჯის ზრდაა. დარგის სპეციალისტები კი ასეთ დრამატულ სურათს არ ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები ირანის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე დეფიციტი მაინც შეიქმნება, ეს ერთგვარი შანსი იქნება, ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად. 

თამარ ვეფხვაძე
11.03.2026

იცოდით, რომ მსხვილმა მეწარმეებმა თურმე „იმდენი იბძრძოლეს“, რომ ბაზრიდან პატარა მეწარმეები გააძევეს? მეტიც, დისტრიბუტორებს ერთმანეთში ომი აქვთ გაჩაღებული „ქეშბექების“ სახით და ასე ძირავენ კონკურენტებს. დიახ, არ ვაჭარბებთ, ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, საცალო ქსელების ოპერატორებმა ისაუბრეს. მართალია, არც „ზღაპარი“, არც „უნივერსამი“ და არც „გუდვილი“ მსხვილი სავაჭრო ქსელი არ არის და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით - მწარმოებლებიც, დისტრიბუტორებიც და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებიც ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. 

ირმა ჩიტაია
10.03.2026

გლობალური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ჯერჯერობით ნარჩუნდება, თუმცა როგორც სფეროს წარმომადგენლები ამობობენ, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გახანგრძლივდება, მაშინ დიდი ალბათობით, უძრავი ქონების ბაზარზე დადებითი გავლენაც კი ექნება, რაც მოთხოვნა-მიწოდების ზრდაში აისახება. ყველაფერი მაინც მიგრანტთა ნაკადის შემოსვლაზეა დამოკიდებული, რაც კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალი იქნება.

თამარ ვეფხვაძე
10.03.2026

ევრობიუროკრატია მორიგ ჯერზე დამარცხდა საქართველოში. უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიდან ყულევის ნავთობტერმინალი ოფიციალურად ამოღებულია. ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან სანქციების გვერდის ავლით ტვირთების გადაზიდვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოში, მით უმეტეს, ყულევის ტერმინალში.

ირმა ჩიტაია
09.03.2026

ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. პარალელურად, საუბარია თხევადი აირის გაძვირებაზეც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროული შეჩერება ვერ მოხდება, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. საწვავმა უკვე გაძვირება საქართველოშიც დაიწყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×