გვანცა წულაია 15.10.2024
საქართველოს საფინანსო სექტორში მდგომარეობა სტაბილურია და არჩევნების მოახლოების პარალელურად მდგომარეობის გაუარესება არ იგრძნობა. სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება 26 ოქტომბერზეა დამოკიდებული, თუმცა რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არავინ ელოდება. პოლიტიკური დაძაბულობას სექტორზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია.
|
ქეთო გოგოხია 14.10.2024
თბილისში დასუფთავების სამსახურზე მომართვიანობა კატასტროფულად გაზრდილია. ამის მიზეზი დედაქალაქში ბაღლინჯოებისა და სხვადასხვა მწერების გავრცელებაა. პრობლემა, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეიმჩნევა. სადეზინფექციო სამსახურებსი აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა შეკვეთებს ვერ აუდიან. მოსახლეობას ამ მავნე მწერების ფონზე ეზრდება ხარჯიც. ოროთახიანი ბინის სპეციალური ხსნარებით დამუშავების ღირებულება 1000 ლარამდე ავიდა და ფასიც ფართის მიხედვით მზარდია.
|
ირმა ჩიტაია 14.10.2024
ამერიკიდან იმპორტირებული მანქანების შემოყვანას ბოლო დღეებში გარკვეული ზიანი მიადგა. პრობლემა დოკერების გაფიცვას მოყვა. მართალია პროტესტი ოთხდღიანი იყო, მაგრამ ეს საკამრისი აღმოჩნდა ბაზარზე გარკვეული რყევის გამოსაწვევად. ამას თან დაერთო ოკეანისგაღმა კლიმატური პირობების მკვეთრი გაუარესება. მსგავსი შეფერხებები ცხადია, ამერიკიდან წამოსული პროდუქციის გაძვირებას იწვევს. აშშ-დან ჩვენთან ძირითადად იმპორტირებული მანქანები შემოდის. რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის საქართველოს ავტობაზარზე და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში.
|
ქეთო გოგოხია 14.10.2024
არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, პრაქტიკულად, ეჭქვეშ აღარ დგას, თუმცა არავინ დავობს, რომ გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკაში უარყოფითი პროცესებიც წარმოშვას. ასეთ ვითარებაში ფინანსური ნაკადები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. სპეციალისტები მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობასა და ზრდისკენ მოუწოდებენ, რაც ეკონომიკას მეტ სტაბილურობას მოუტანს.
|
ქეთო გოგოხია 11.10.2024
სოფლის მეურნეობა მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული წარმოების ზრდას და ახალგაზრდობის სოფლად დამაგრებას, რაც აქამდე სერიოზულ გამოწვევა იყო.
|
გვანცა წულაია 10.10.2024
მინიმუმ 2026 წლამდე კომუნალური ტარიფები არ შეიცვლება. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადების მომსახურება მაინც პრობლემაა.
|
გვანცა წულაია 10.10.2024
საქართველოში გამოთვლილი საშუალო ხელფასი რეალობას არ ასახავს და საერთოდ არ მეტყველებს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლებზე. რეალობას მედიანური ხელფასი უფრო შეესაბამება და მათ შორის სხვაობა 30%-ია. გამოდის, რომ დასაქმებულები იმაზე გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე სტატისტიკა აჩვენებს.
|
ქეთო გოგოხია 09.10.2024
2025 წლიდან ქალქაიდან ქალაქში მიკროვატობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძლება. ეს ვალდებულება საქალაქთაშორისო მგზავრობის სისტემას თავდაყირა აყენებს. გარდა იმისა, რომ მიკროავტობუსები შორ მანძილზე მგზავრებს ვერ მოემსახურებიან, მოსალოდნელია ტარიფების გაზრდა და ტრანსპორტირების დროის გახანგრძლივება, რადგან "მარშრუტკები" გაცილებით მოქნილი სატრანსპორტო საშუალებაა, ვისდრე ავტობუსები.
|
გვანცა წულაია 09.10.2024
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი რეზოლუცია უკვე მომზადდა, რის გათვალისწინებასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
|
გვანცა წულაია 08.10.2024
წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც.
|
გვანცა წულაია 08.10.2024
საქართველო აზერბაიჯანისგან უახლოეს მომავალში ბენზინის შესყიდვას დაიწყებს. მიმდინარე ეტაპზე მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება და მისი დასრულების შემდეგ, მეზობელი სახელმწიფოსგან დიზელთან ერთად, ბენზინიც შემოვა.
|
ქეთო გოგოხია 07.10.2024
ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და ლარის კურსსაც შეარყევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|