სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    06.09.2013

     მთელი რიგი უფლებამოსილება, რომელიც დღეს პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და სხვა სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებაში გადადის. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში რამდენიმე ათეული სხვადასხვა კანონი უკვე ინიცირებულია. ამ მიმართულებით კანონების ინიცირება მომდევნო დღეებშიც იგეგმება.

    თიკო ოსმანოვა
    05.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს, შესაძლოა, ნოემბერში ეწვიოს. ივანიშვილის თქმით, მას სურდა, რომ ყველაზე დიდ პარტნიორთან "წელში გამართული" ჩასულიყო.

    სალომე აბულაძე
    04.09.2013

     ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს ტოვებს, თუმცა საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს და ფაქტობრივად ვინ მართავს ქვეყანას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, ივანიშვილის შესაძლო შემცვლელზე ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

    თიკო ოსმანოვა
    03.09.2013

     პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში და იგი სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის მიზანსაც განმარტავს.

    თიკო ოსმანოვა
    02.09.2013

     1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის საფასური გაიზარდა და შესაბამისად, სიგარეტებიც გაძვირდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ფილტრიან სიგარეტებზე აქციზის ფასი 0.6-დან 0.75 ლარამდე, უფილტროზე კი 0.15-დან 0.20 ლარამდე იზრდება.

    თიკო ოსმანოვა
    31.08.2013

     ორშაბთს "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადს შეიტანს. იგი დარწმუნებულია, რომ მას რეგისტრაციაში გაატარებენ. "არც იმედი მაქვს, არც - ოცნება, მე ვიცი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    თიკო ოსმანოვა
    30.08.2013

     ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გარშემო ატეხილი ხმაური ჯერ არ ჩამცხრალა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინარეთი მუსლიმი მოსახლეობისთვის გუშინ უნდა დაებრუნებინათ, რასაც მართლმადიდებლების პროტესტი მოჰყვა.

    თიკო ოსმანოვა
    29.08.2013

     მორიგი 100 ლარიანი ჯარიმა პრეზიდენტის შეუარაცხყოფისთვის. გუშინ სასამართლომ ყოფილ პოლიტპატიმარს, მელორ ვაჩნაძეს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სააკაშვილის თქმით, "პრეზიდენტის შეურაცხყოფა 100 ლარი ღირს, რუსი დეპუტატის კი - 1000 ლარი". მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ამბობს, რომ ყველგან ივლის და ყველასთან ექნება ურთიერთობა.

    თიკო ოსმანოვა
    28.08.2013

     ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში მინარეთის დემონტაჟს დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ეს რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებად შეაფასა, ნაწილი კი ამას პოლიტიკურ ელფერს აძლევს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია; მსგავსი ტიპის პროვოკაციები წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა.

    თიკო ოსმანოვა
    27.08.2013

     53% საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მისცემდა ხმას, 9% - დავით ბაქრაძეს ხოლო 7% - ნინო ბურჯანაძეს, - ასეთია "ფსიქოპროექტის" მიერ "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები. კითხვაზე - "რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემთ ხმას?", გამოკითხულთა 10% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს, 9% მხარს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს დაუჭერდა, 7% - "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს, 7% კი აცხადებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემდა.

    თიკო ოსმანოვა
    26.08.2013

     "სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა ფაქტობრივად შეუძლებელია", - ამ განცხადებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გაგა მკურნალაძე აკეთებეს.

    თიკო ოსმანოვა
    24.08.2013

     "ამჟამინდელი საქართველო წინა ხელისუფლებაში მყოფი უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია", - ასეთ განცხადებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აკეთებს და საქართველოს წინა ხელისუფლებების დამსახურებების და ამჟამინდელი მთავრობის შეცდომების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, "პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის მოდერნიზაციისთვის და ევტროინტეგრაციისთვის ძალისხმევა არ დაიშურა".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×