თამარ ვეფხვაძე
11.11.2025

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დააკავეს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართაც. გამოძიების მიხედვით, „სფერო ჰოლდინგმა“ და „სფერო ინვესტმა“ 244 მოქალაქესთან გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 12 მილიონამდე ლარი უკანონოდ მიითვისეს. თაღლითური გზით შექმნილი კომპანიების საშუალებით, მოქალაქეების მოტყუება და შემდეგ მათი „გადაგდება“ ახალი არ არის. 

რეზონანსი
11.11.2025

თბილისის განვითარების გენერალური გეგმა უკვე გადასახედია. სპეციალისტების განცხადებით, დოკუმენტი უნდა დაკორექტირდეს ისე, რომ ურბანული გამჭიდროვება მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული და ახალ მოთხოვნებს დაექვემდებაროს. არსებული გენგეგმა 2015 წელს შემუშავდა, მაგრამ დედაქალაქში მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა, ახალი მოთხოვნები გაჩნდა და  დოკუმენტიც კორექტირებას საჭიროებს.

ირმა ჩიტაია
10.11.2025

უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება და მათი დაჯარიმება დაიწყო. ქართველი ავტოიმპორტიორები უცხოელ კონკურენტებთან შექმნილ არათანაბარ პირობებზე დიდი ხანია საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები საქართველოში ავტომობილების იმპორტს და რეექსპორტს, გადასახადების გვერდის ავლით ახორციელებენ. შედეგად კი, ადგილობრივი ავტობიზნესი და ბიუჯეტიც ზარალდება.

ქეთო გოგოხია
10.11.2025

სამშენებლო სფეროში სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა. პრობლემა განსაკუთრებით ინჟინერ-მშენებლებს ეხება, რის დეფიციტიც ბაზარზე საკმაოდ იგრძნობა. არქიტექტორების შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია, ვინაიდან აღნიშნულ სპეციალობაზე უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნა მაღალია და შესაბამისი კადრიც საკმარისია. კვალიფიციური ინჟინერ-მშენებლების რაოდენობა კი საკმაოდ მცირეა, რაც ზოგადად მშენებლობების ინტენსივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ქეთო გოგოხია
10.11.2025

ლარის სტაბილურობა  წლის ბოლომდე  გარანტირებულია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ კურსი 2,68-2,72 -ის ფარგლებში იტრიალებს. სტაბილურობის შესაძლებლობას ქმნის უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში, რის პარალელურად ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას აგრძელებს.  არ არის გამორიცხული, წლის ბოლოს 6-მილიარდიანი ნიშნულისკენ წავიდეს რეზერვების საერთო მოცულობა. აშკარაა, რომ ლარს გამყარების პერსპექტივა კიდევ აქვს, მით უმეტრეს, რომ დოლარი დასუსტებას განაგრძობს.

ქეთო გოგოხია
06.11.2025

საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმების შეზღუდვა გაბერილი შტატების შემცირებას გამოიწვევს. მოჰყვება თუ არა ამას ხელფასების ზრდა, სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად ფასდება და მწვავე კრიტიკასთან ერთად, დადებითი გამოხმაურებაც საკმარისადაა. 

თამარ ვეფხვაძე
06.11.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან და ბიზნესმენებთან ერთად, ჩინეთში იმყოფებოდა. ქართული კომპანიები  შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი პავილიონით წარსდგნენ. ამ გამოფენაზე პროდუქცია 40-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვთ ქართულ კომპანიებს ჩინეთის მილიარდ-ნახევრიან ბაზარზე? ეკონომისტები და დარგის სპეციალისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ასევე მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმები ნამდვილად იძლევა ახალ საექსპორტო შესაძლებლობას. 

ირმა ჩიტაია
05.11.2025

აცივებასთან ერთად, ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა. მართალია, წინა წლებისგან განსხვავებით, გაზის გაჟონვის ფაქტებმა იკლო, თუმცა რისკი მაინც დიდია. განსაკუთრებით ეს ეხება გაქირავებულ ბინებს, რომლის მობინადრეებიც ყველაზე მეტად არიან საფრთხეში, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება და უსაფრთხოება ბუნებრივ აირთან მიმართებით.

თამარ ვეფხვაძე
05.11.2025

საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვის სადავები ხელიდან გაექცა და როგორც ჩანს, მის მართვას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. სებ-მა უკვე გაზარდა 2025 წლის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლი და გაისადაც ფასების უფრო მეტად ზრდას ვარაუდობს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდა. ვითარება უკვე ძალიან დამაფიქრებელია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კონსტიტუციით გაწერილ მისსავე უფლებას - მართოს ინფლაცია - ვერ ასრულებს. 

თამარ ვეფხვაძე
04.11.2025

2026 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირთა პენსია - 20 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 45 ლარით გაიზრდება. 70 წლამდე პირთა პენსია 370 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია - 495 ლარს მიაღწევს. პენსია მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე - 444 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 594 ლარს გაუტოლდება. სპეციალისტები აზრით, კარგი იქნება, თუ ნომინალური პენსია 20 ლარის ნაცვლად, 35 ლარით გაიზრდება, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამას ციფრებით მანიპულირებას უწოდებენ. 

ქეთო გოგოხია
04.11.2025

კრიპტოვალუტის ცენტრების მხრიდან ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება ენერგოსექტორს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. იმის გამო, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება დიდ ელექტროენერგიას მოითხოვს, ხოლო სექტორი გადასახადისგან თავისუფალია, ენერგოსისტემა შეიძლება გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს. კოლოსალურ მოგებაზე გასული ბიზნესს ეკონომიკისთვის, ფაქტობრივად, არანაირი სარგებელი არ მოაქვს და არაფერს იხდის ბიუჯეტში, რაც ცალკე პრობლემაა.

ირმა ჩიტაია
03.11.2025

მოსწავლეებს, ვისაც სურთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და 12-წლიანი სკოლის დამთავრება, სახელმწიფო დააფინანსებს. ცალსახაა, რომ ასეთი ალტერნატივა კარგია, მათთვის ვინც თავისი ცოდნის გაღრმავებას ევროპის ქვეყნებში ფიქრობს. რაც შეეხება სასაწავლო ბარიერის დაწევას, სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 11 კლასის შემოღება შრომით ბაზარს გამოაცოცხლებს და ახალგაზრდების დროულ დასაქმებას ხელს შეუწყობს. ნაწილი კი ამ დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ არ შეიძლება განათლების რეფორმა ბიზნესის საჭიროებებზე დაიგეგმოს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×