ქეთო გოგოხია
04.08.2025

საქართველოში ინტერნეტის სიჩქარე მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და ტარიფს სრულიად არ შეესაბამება. ამ დროს მომხმარებელს გადასახადი ყოველთვის სწორედ სიჩქარის გაზრდის მოტივით  უძვირდება, თუმცა სერვისი რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ის, რომ კომპანიები თავიანთ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, უკვე კვლევებითაც დადასტურებულია. 

გვანცა წულაია
04.08.2025

საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაშია, სადაც სესხის მომსახურება ძნელია. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ფინანსური ვალდებულების გასტუმრება პრობლემაა. საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს, თუმცა სულ სხვა მოლოდინი აქვთ ფინანსისტებს და იმასაც ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში კლება არ იქნება მნიშვნელოვანი. 

გვანცა წულაია
31.07.2025

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?

გვანცა წულაია
31.07.2025

სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი 2025 წელსაც დიდი პრობლემაა. საქართველოს რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული გასაჭირი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დღიური შრომის მინიმალური საფასური 60-70 ლარია, მუშების დაქირავება მეწარმე ფერმერებისთვის დიდი დაბრკოლებაა.

გვანცა წულაია
30.07.2025

მაღალი მიგრაციის ფონზე საქართველოდან არელეგალურად მყოფ უცხოელებს აძევებენ. მიმდინარე წლის პერიოდში ქვეყნიდან იმაზე მეტი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის მთლიან მონაკვეთში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მთავრობა უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა.

გვანცა წულაია
30.07.2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ცვლის, რადგან ქვეყანაში ინფლაცია მზარდია და მოლოდინიც ასეთივეა. სებ-ი მოელის, რომ 2025 წლის ინფლაციის დონე 3.8%-ის იქნება, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

გვანცა წულაია
30.07.2025

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტი ისევ სრულად აკრძალა. ქვეყნიდამ ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებს და ნავთობბაზებს ეხებოდა. საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს შიდა ბაზარზე გავლენა?

გვანცა წულაია
29.07.2025

ქართული ხორბლის წისქვილ-კომბინანტებში ჩაბარება ნელ-ნელა დაიწყო, თუმცა ამ პროცესს აქტიური სახე არ აქვს მიღებული, რადგან ფერმერები ფასის მატებას ელოდებიან. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, ჩაბარების ღირებულება 65-70 თეთრის ფარგლებშია, მაგრამ ქართველები მიწათმოქმედები ფიქრობენ, რომ ხორბლის ღირებულება მოიმატებს, ამიტომ უმეტესი მათგანი მოსავალს ასაწყობებს.

ირმა ჩიტაია
28.07.2025

საქართველოში მცირე და საშუალო წარმოება ვერ ვითარდება. ამის მიზეზი, ძირითადად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიძნელეა, რაც სექტორს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს. შესაბამისად, ბაზარი დაბალკონკურენტიანია და ეკონომიკური პოლიტიკაც არ არის ისეთი, რომ არსებული მდგომარეობა შეცვალოს.  შესაბამისად, მსხვილი ბიზსნესი ისევ დომინანტ მდგომარეობაშია და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ყველანაირად აფერხებენ.

ქეთო გოგოხია
28.07.2025

ვიზალიბერალიზაციის  შესაძლო გაუქმებით საქართველოში ყველაზე მეტად საავიაციო ბაზარი დაზარალდება. პირველ რიგში, დარტყმას დაბალბიუჯეტური კომპანიები მიიღებენ, რომლებსაც მოთხოვნის შემცირების გამო რეისები შეუმცირდებათ და მათი საქმიანობა აზრს დაკარგავს. ამდენად ავიაცია სერიოზულად დაზარალდება.  რაც შეეხება ტურიზმს, საფრთხე ამ მხრივ თითქმის არ არსებობს, შემომსვლელი ტურები არათუ დაიკლებს, შესაძლოა გაიზარდოს,  თუკი რაიმე სხვა სახის დაბრკოლება არ იქნება და სექტორი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ქეთო გოგოხია
28.07.2025

საქართველოი იპოთეკური სესხებიეს შენელების ტენდენცია შეიმჩნევა. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, რაც ბანკები კარგად გრძნობენ და იპოთეკური სესხების გაცემა შეანელეს.  მთელი წელია, რაც ტრენდი შეუქცევადია და ეს შეიძლება გაგრძელდეს, სანამ არ გაჯერდება ბაზარი და სექტორი იმპოთეკურ სესხებს ჯერ კიდევ პრობლემურ ზონად აღიქვამს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×