გვანცა წულაია
04.07.2023

მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დასაბეგრი ობიექტთა ბაზა ფართოვდება. შესაბამისი პროექტი ფინანსთა სამინისტროს აქვს მომზადებული, სადაც საუბარია ინდმეწარმეებზე, რომლებიც დღეს კლასიკური მოდელით იბეგრებიან. ეკონომისტები სიახლეს მიესალმებიან, და ადასტურებენ, რომ ესტონურმა მოდელმა ეკონომიკაზე კარგი გავლენა მოახდინა.

ქეთო გოგოხია
03.07.2023

საზღვაო კურორტებზე მოთხოვნამ იკლო. მართალია, ჯავშნების მასობრივი გაუქმება არ დასტურდება, თუმცა ვიზიტორების რაოდენობის კლებაზე  ინდუსტრიის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. გავლენა ამ მხრივ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ნეგატიურმა ინფორმაციის გავრცელებამ მოახდინა. აქედან გამომდინარე, დამსვენებლების ნაწილმა მთას მიაშურა.

ქეთო გოგოხია
03.07.2023

პენსიის ზრდის ტენდენცია გრძელდება და საქართველოს პოზიციები რეგიონში მკვეთრად გაუმჯობესებულია. თანაც, მოსალოდნელია, რომ საპენსიო თანხა  შეიძლება გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე ნავარაუდევია. კანონში ჩანაწერის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ყოველ წელს მინიმუმ 20 ლარით უნდა გაიზარდოს პენსია ან მშპ-ს ზრდის შესაბამისად ნომინალში. ამ მხრივ 2024 წელს ცვლილება რეალურად მოსალოდნელია, რადგან საარჩევნო წელია, თუმცა კონკრეტულად რამდენით მოიმატებს, ოქტომბერ-ნოემბერში დადგინდება. არსებული მაჩვენებლით კი, რაც სავალუტო ცვლილებამ გამოიწვია, დოლარში გამოხატული პენსიით საქართველოს პოზიცია რეგიონში ერთბაშად გაუმჯობესებულია.

ქეთო გოგოხია
03.07.2023

ხუდონჰესის პროექტი ტერიტორიის დატბორვის გარეშე განხორციელდება. მიდგომა შეიცვალა და ჰესს, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე მიეცა, რაც სპეციალსიტების შეფასებით, ,,ოქროს შუალედია", რომელიც მთავრობამ გამონახა. უცხოელ ინვესტორთან ერთად მიღწეულია შეთანხმება და ხუდონჰესი  აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბოროს. ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი ქვეყანას და ხალხსაც დიდ სარგებელს მოუტანს.

ქეთო გოგოხია
29.06.2023

საბანკო პროდუქტებში ცვლილებების მორიგი ეტაპი დაიწყო. ბოლო პერიოდში დეპოზიტებზე სარგებელი შემცირდა. პარალელურად იკლებს საპროცენტო განაკვეთებიც, ტენდენცია განსაკუთრებით წლის ბოლომდე გახდება შესამჩნევი. საბანკო ასოციაციაში დაადასტურეს, რომ ცვლილება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება.

გვანცა წულაია
29.06.2023

საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. მათმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში არანაირი "შავი ხვრელები” არ არსებობს და ქვეყანა არასოდეს ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება.

გვანცა წულაია
29.06.2023

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედება ისევ გადაიდო. ბოლო გადაწყვეტილება უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც თარიღი შეიცვალა. ამჯერად მთავრობის ეკონომიკური გუნდში ამბობს, რომ ენერგეტიკული ბაზარი ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. არსებობს რისკები, რაც დარგის განვითარებას შეუშლის ხელს. საინტერესოა, რაში ხედავს მთავრობა საფრთხეს?

გვანცა წულაია
28.06.2023

მიგრაციის საკითხი საქართველოში ისევ მწვავედ დგას და ქართველებს კვლავ ქვეყნიდან წასვლაზე უჭირავთ თვალი. ემიგრაციის პრობლემა ბოლო წლებში საკმაოდ გამწვავდა და ქვეყანას არათუ უმუშევრები, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებიც კი ტოვებენ იმ იმედით, რომ უცხოეთში მეტ ანაზღაურებას მიიღებენ. 

თიკა სიბოშვილი
28.06.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს. 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარამდე ჩამოვიდა და პროცესის კიდევ გაგრძელებაა მოსალოდნელი. პოზიტიური მოვლენების პარალელურად, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და ხომ არ უნდა ველოდოთ საწვავის ღირებულების კლებას?

გვანცა წულაია
27.06.2023

უკრაინაში რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, წლევანდელ ტურისტულ სეზონს ნაწილობრივ საფრთხე შეექმნა. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, ამ ეტაპზე, რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ერთი ნაწილი მაინც პანიკაშია, რამაც ერთგვარი ასახვა ბიზნესზეც მოახდინა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×