ქეთო გოგოხია
27.06.2023

ხორბლის მოსავლის აღება დაიწყო, მაგრამ პრობლემა არათუ მოგვარდა, სიტუაცია უფრო გაუარესებულია. როგორც აღმოჩნდა, ძველი მოსავლის დიდი ნაწილი ისევ გაუყიდავია, ფასი კი 40 თეთრამდე ჩამოვიდა. ამ დროს მოსავლის შენახვა-მოვლის ხარჯი მატულობს. სიტუაცია ისე მიდის, რომ ფერმერები ხორბლის გადაყრით და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გვანცა წულაია
27.06.2023

საქართველოს მთავარი სავაჭო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი და რუსეთი) ვალუტები მკვეთრად უფასურდება. ასეთ ფონზე, საქართველოსთვის მათი პროდუქცია იაფდება, თურქეთისა და რუსეთისთვის კი ქართული საქონელი ძვირდება, რამაც ექსპორ-იმპორტის ნაწილში ცვლილებები უკვე მოიტანა. სიიაფიდან გამომდინარე კი, არაა გამორიცხული, რომ ამ ორი ქვეყნის პროდუქცია ქართულ ნაწარმთან კონკურენციაში შევიდეს.

ქეთო გოგოხია
26.06.2023

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს. რუსეთში ნელა, მაგრამ მაინც ბრუნდებიან ჩვენთან შემოხიზნული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი, ვონც საქართველოში ბიზნესს აწარმოებდა. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთში "აიტი" სპეციალისტების ნაწილი გაემგზავრა. ეს, სავარაუდოდ, ეკონომიკური აქტივობების შემცირებას გამოიწვევს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ გარკვეულ გავლენა იქნება მომსახურების სექტორში და ასევე უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ფულად ნაკადებზე აისახება, რაც ოფიციალური სტატისტიკითაც გამოჩნდა. მაისში გზავნილები რუსეთიდან ფაქტობრივად განახევრდა.

რეზონანსი
26.06.2023

2020 წლიდან დღემდე, პანდემიის, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომის გამო შინამეურნეობების ხარჯი 1/4-ით და მეტადაც გაიზარდა. მართალია, ამ პროცესის პარალელურად შემოსავლებიც მეტ-ნაკლებად იზრდება, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, მაგრამ რეალურად ხელფასი ვერ ეწევა ხარჯს. ეს მძიმე ტენდენცია მკვეთრად გამოიკვეთა პანდემიის ფონზე, რომელიც ტოტალური ინფლაციის პერიოდი იყო. ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახების დანახარჯმა იმდენად მოიმატა, რომ ამან მიგრაციის დიდი ტალღა გამოიწვია.

გვანცა წულაია
26.06.2023

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს დერეფანმა საკმაოდ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ამის მიზეზი ტვირთვების გადმომისამართება გახდა და ისედაც ტრანზიტად ქვეული ქვეყანა, უფრო გააქტიურდა. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა ხელშეკრულებას აფორმებს იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაზარდოს და „შუა დერეფნაში“ უდიდესი როლი შეინარჩუნოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც.

გვანცა წულაია
22.06.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკში დიდი ცვლილებებია. სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავა აირჩიეს და ის აგრეთვე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. მმართველმა პარტიამ თავისი გაიტანა და ცენტრალურ ბანკი თავის ნდობით აღჭურვილ პირს ჩააბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სებ-ი "ქართული ოცნების" კანდიდატმა ჩაიბარა.

ქეთო გოგოხია
22.06.2023

საქართველოს დერეფანში გადაზიდვების მოცულობა მკვეთრად იზრდება. გლობალური პროცესები, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი განაპირობებს, საქართველოს ლოგისტიკურ მიმართულებაზე დადებითად აისახა. 1-2 წლის წინ გაზრდილი ტვირთების მომსახურება ეჭვს იწვევდა, თუმცა დღეს რეალობა შეიცვალა და მუდმივად მზარდია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შესაბამისად, მეტი ტვირთნაკადი მოძრაობს საქართველოს დერეფანში. შეიძლება ითქვას, რომ დატვირთულობა პიკზეა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია.

გვანცა წულაია
22.06.2023

სამშენებლო მასალების გაძვირება, მიმდნარე ეტაპზე, შეჩერებულია. მართალია, ღირებულება საბოლოო ჯამში მაინც გაზრდილია, თუმცა დასტაბილურებულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ამ ფაქტორის გამო, მშენებლობის გაძვირება აღარ არის მოსალოდნელი.

თიკა სიბოშვილი
21.06.2023

თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია. ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას.  ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა.

გვანცა წულაია
21.06.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად - 10.5%-ზე დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება სებ-მა გუშინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის განაკვეთი სამინზნე მაჩვენებელს (3%) უკვე დიდი ხანია ჩამოსცდა. დიდი ალბათობით, რეფინანსირების განაკვეთი შემდგომ სხდომაზე შემცირდება, რომელიც 2 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ეკონომისტები გუშინდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, სებ-ის სწორად მოიქცა.

ქეთო გოგოხია
20.06.2023

ტურისტულ სექტორში მდგომარეობა გაუარესდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სექტორის წარმომადგენლები შედეგით უკმაყოფილოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, რასაც სპეციალისტები უკრაინაში რუსების მიერ კახოვკის წყალსაცავის აფეთქებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ აგორებულმა ინფორმაციამ დამსვენებლები დააფრთხო.

გვანცა წულაია
20.06.2023

ლარის კურსმა "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კვლავ გაუფასურება დაიწყო. თვენახევრის წინ ნახტომისებურად გაუფასურებული ლარი, ბოლო დღეებში, სტაბილურად 2.59-2.61-ის ფარგლებში იყო, თუმცა გუშინ 2.63-იანი ნიშნულისკენ დაიძრა. საინტერესოა, რა აუფასურებს კურსს მაშინ, როდესაც რეალურად ამის არანაირი მიზეზი ქვეყანაში არ არსებობს


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×