სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    09.09.2015

     ოდესის გუბერნატორიდან პრემიერობამდე - მოუწევს თუ არა უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ გზის გავლა, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. "მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერად" - გასულ კვირას უკრაინაში ასეთი ონლაინ-პეტიცია გაჩნდა. თავად სააკაშვილი კი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს.

    ვახტანგ შამუგია
    08.09.2015

     "ისლამური სახელმწიფოს" მიერ საბრძოლო მოქმედებების თეატრის ძირითადი ნაწილის ერაყსა და სირია-თურქეთის საზღვრებთან გადატანამ, ევროკავშირში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩასულმა ასიათასობით არალეგალურმა მიგრანტმა, ანკარასა და "ქურთ მუშათა პარტიას" შორის განახლებულმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ბაშარ ალ ასადი და მისდამი ლოიალური ძალები თითქოს ჩრდილში მოაქცია. თუკი ორი წლის წინ რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის სამოქალაქო ომში მხარდაჭერას გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობა აკრიტიკებდა, დღეს ეს საკითხი, ერთი შეხედვით, თითქოს ნაკლებად აქტუალური გახდა.

    ვახტანგ შამუგია
    05.09.2015

    სომხურ-აზერბაიჯანული დაშორიშორების ხაზზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მხარეებმა 1994 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო ორი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, 400-ჯერ დაარღვიეს. სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს მოჰყვა ორმხრივი მსხვერპლი როგორც ჯარების პირად შემადგენლობაში, ასევე მშვიდობიან მოქალაქეთა შორის. ერთმანეთის წინააღმდეგ მოწინააღმდგეები როგორც მცირეკალიბრიან, აგრეთვე მხსვილკალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს აქტიურად იყენებენ.

    მალხაზ გაგუა
    05.09.2015

     თურქეთში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. იმავე დღეს, რაც გაზეთ "ბუგუნში" ერდოღანის ხელისუფლებასა და ისლამურ სახელმწიფო შორის არსებულ სავარაუდო კავშირებზე სენსაციური მასალა გამოქვეყნდა, ამ გაზეთის მფლობელ მედია-ჰოლდინგში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა.

    ლიკა ამირაშვილი
    01.09.2015

     უკრაინაში ფრონტის ხაზმა კიევში გადმოინაცვლა - გუშინ უმაღლეს რადასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 122 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედებებს ძალიან ჰგავს.

    ვახტანგ შამუგია
    28.08.2015

     ევროკავშირი მისდა უნებურად ახალი, ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - არალეგალური მიგრაცია არნახულ მასშტაბს იძენს. ყოველდღიურად კონტინენტის სამხრეთ სანაპიროებზე ათასობით სირიელი, ლიბიელი, ერაყელი, აფრიკელი, პაკისტანელი, ავღანელი თუ არაბი მიგრანტი ხვდება.

    ვახტანგ შამუგია
    20.08.2015

    ნატოს წევრმა ქვეყნებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები დაიწყეს. 5 000 სამხედრო მოსამსახურე გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ერთი თვის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზე არსებულ პოლიგონებზე გამართულ გრანდიოზულ წვრთნებში. მასში ძირითადად ამ სახელმწიფოების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი.

    ვახტანგ შამუგია
    18.08.2015

     უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 17 აგვისტოს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტები მაკეევკა, გორლოვკა და ტელმანოვო ძლიერი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, რამდენიმემ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულ ობიექტებს შორის სკოლაც არის.

    სალომე სარიშვილი
    12.08.2015

     "ამ ეტაპზე რუსეთსა და ქვეყნის ეკონომიკას გარკვეული რესურსი გააჩნია, რომელსაც ის იყენებს, თუმცა ეს ამოუწურავი ვერ იქნება, ამიტომ მომავალი წლიდან სანქციების შედეგს ქვეყნის თითოეული მოქალაქე იგრძნობს", - ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

    ლიკა ამირაშვილი
    12.08.2015

     აღმოსავლეთ აზიის სამიტზე და სამხრეთ აზიის ერების ასოციაციის რეგიონნულ ფორუმზე 6 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფილიპინები და ჩინეთი დაუპირისპირდა.

    ელზა წიკლაური
    08.08.2015

     რუსული რუბლი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისევ გაუფასურდა. ერთმა დოლარმა 64, ევრომ კი 70 რუბლს მიაღწია. პარალელურად მსოფლიო ბაზარზე დაეცა ნავთობის ფასიც, გუშინ ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობი უკვე 48,79 დოლარი ღირდა. რუსი ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის გაიაფების ტენდენცია მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფამდე მიიყვანოს.

    ელზა პაპოშვილი
    05.08.2015

     "სერიოზული ძვრების მომსწრე ვართ. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები რეაქციაა უკანასკნელ ხანებში "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთული ძალების გაზრდილ გავლენაზე. აქამდე ხშირად გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას სათანადოდ" არ ვუჭერდით მხარს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×