ნაზი ბერიძე 11.08.2023

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს „შენელებული მოქმედების ბომბს" უწოდებს და ბრძანებაც გამოსცა, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებას ზღუდავს. აშშ-ის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხი დაასახელეს. ამაზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ბაიდენის გადაწყვეტილების მიზეზია ჩინეთის, როგორც სტრატეგიული ზე-სახელმწიფოს დაუოკებელი სურვილების შემცირება. პეკინში ამ გადაწყვეტილებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.08.2023

მორიგი აფეთქება მოსკოვში - რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ კრამიშევსკაიას სანაპიროზე საცხოვრებელი კორპუსებს ცეცხლი უკიდია და სოკოსებრი კვამლი ამოდის. კიევი ამასთან კავშირს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და „მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება".
|
თამთა ჩაჩანიძე 10.08.2023

ნოემბერ-დეკებერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს - არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბინ ზეიდ ალ ნაჰიანმა ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი გაეროს კლიმატის კონფენერციაზე მიიწვია, თუმცაღა შეხვედრაზე ჯერჯერობით პრეზიდენტების ძველი პოზიციებია ცნობილი.
|
ნაზი ბერიძე 09.08.2023

უკრაინელთა მხრიდან რუსეთზე თავდასხმის არეალი ფართოვდება და ინტენსივობა იზრდება - 9 აგვისტოს მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული. როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" საუბრობენ, ეს არის საპასუხო რეაქცია აგრესიაზე და ომის გეოგრაფიამ რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
|
ნაზი ბერიძე 08.08.2023

რისთვის ემზადება სამშობლოში ამბოხის მომწყობი რუსული დაჯგუფება „ვაგნერი" ბელორუსში და შესაძლებელია თუ არა სპეცოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ - სამხედრო ანალიტიკოსებს მკაფიო პასუხი აქვთ: თუ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე განხორციელდება ზეწოლა, ალიანსის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. ბელორუსის მედიის ცნობით, ზიაბროვკას აეროდრომთან „ვაგნერელებისთვის" კარვების ქალაქის აშენება მიმდინარეობს, რომელიც 1000 მეომარზეა გათვალისწინებული.
|
ნაზი ბერიძე 07.08.2023
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გაიმართება: ერდოღანს სურს პუტინს შუამავლობა შესთავაზოს სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
|
ნაზი ბერიძე 06.08.2023
რამდენიმე დღის წინ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ „ნეიჩერზში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ყინულის დნობამ არქტიკასა და, განსაკუთრებით, გრენლანდიაში 2025 წლისთვის შეიძლება ჩრდილოეთ ატლანტიკაში დინების გაქრობა გამოიწვიოს, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტისთვის.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.08.2023

ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ან სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უკრაინას აქტიურად აღარ დაეხმარება, შედეგად კი რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან გამყარდება - ამ სცენარზე სი-ენ-ენი თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, ეს სცენარი რეალისტურია, რადგან დღეს ჩანს, რომ საომარი მოქმედებები მინიმუმ ორი წელი მაინც გაიწელება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.08.2023

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს, რასაც მან უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ ახლა მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. დასძენს, რომ საერთო ჯამში 561-წლიანი პატიმრობა ემუქრება, რაც დაახლოებით შვიდი სიცოცხლეა.
|
ნაზი ბერიძე 03.08.2023

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე „დიდი შვიდეულის" დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის მთავარსარდლის ეს ნაბიჯი დადებით ეფექტს გამოიღებს აგრესორის წინააღმდეგ, თუმცა რეალურ გარანტიას უკრაინა მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ნატო-ს მე-5 მუხლი მის მიმართაც ამოქმედდება. ასე რომ, ეს უფრო პოლიტიკური გარანტიებია და არა სამხედრო - აცხადებენ „რეზონანსთან" ექსპერტები.
|
ნაზი ბერიძე 02.08.2023

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმა ბელორუსულმა ვეტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - აშშ კი პოლონეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიონობის გაძლიერებაზე ალაპარაკდა. პენტაგონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.
|
ნაზი ბერიძე 01.08.2023

მოსკოვის საქმიან ცენტრში მაღალსართულიან შენობას, რომელშიც სამი სამინისტროა განთავსებული, ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ შეეჯახა უკრაინული სამხედრო დრონი. რუსეთში ამას „უკრაინის ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებენ. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით კი, ასეთი საჰაერო შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე ახლო მომავალში უფრო ხშირი და მასშტაბური გახდება. ამ მხრივ განსაკუთრებულ მოვლენებს კი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უნდა ველოდოთ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|