სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    27.03.2010

      "საფრანგეთი რუსეთს "მისტრალს" შეიარაღების გარეშე მიჰყიდის," - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ლორან ტეისეირიმ და აქვე დასძინა, რომ ასეთია ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პოზიცია. "პრეზიდენტმა სარკოზიმ ნათლად განაცხადა საფრანგეთის პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა მოლაპარაკებებისთვის ღიაა. მან რუსი კოლეგის თანდასწრებით, სახალხოდ აღნიშნა, რომელი საკითხებია ღია," - განაცხადა ტეისეირიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    სააგენტო
    27.03.2010

    დელფინ სტროსი
       
      "თურქეთმა შეერთებულ შტატებთან თავდაცვითი, ენერგეტიკული და სავაჭრო კავშირების განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კონგრესის კომიტეტმა ოსმალეთის იმპერიის დროინდელ სომხების მკვლელობებს "გენოციდი" უწოდა," - განაცხადა თურქეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ.

    ია აბულაშვილი
    25.03.2010

      თურქულ მედიაში სენსაციური განცხადება გავრცელდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანზე შესაძლო თავდსხმასთან დაკავშირებით. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის აპარატში შევიდა და მის თანახმად თავდასხმა პრემიერ-მინისტრის მიერ მმართველი პარტიის "სამართლიანობა და განვითარების" სხდომაზე გამოსვლისას უნდა განხორციელებულიყო.

    ეკა ბასილაია
    24.03.2010

      11 წლის ჰეიდარ ილხამის ძე ალიევი დუბაის ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე 44-მილიონიან ფეშენებელურ ვილას ფლობს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუბაიში უძრავ ქონებას ფლობს პრეზიდენტის ორივე ქალიშვილიც.

    ეკა ბასილაია
    23.03.2010

      ჩერქეზების გენოციდი ოფიციალურად ჯერ არავის უღიარებია. სულ მალე ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში განიხილება. როგორც უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რეკომენდაციებს პარლამენტს წარუდგენს, მაგრამ მოხდება თუ არა გენოციდის აღიარება, ეს გრძელვადიანი საკითხია და "ამაზე კომენტარი ჯერ ნაადრევია".

    წერილი
    23.03.2010

      (ჯი-ეიჩ-ენი) რუსული მედია ჩეჩნეთში საკონტრაქტო საფუძველზე მომსახურე ჯარისკაცთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის მიზანია, საზოგადოებას დაანახოს რუსულ არმიაში ამჟამად არსებული რეალური ვითარება. აღნიშნულ ინტერვიუში მოტომსროლელი ბრიგადის განყოფილების მეთაური, სერჟანტი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსაც ეხება და აცხადებს, რომ ჯარისკაცებს დაუსჯელად მკვლელობის უფლება რომ ჰქონდეთ, რუსეთის არმიის სარდლობის 95% უკვე მკვდარი იქნებოდა.

    ლილი ხმალაძე
    23.03.2010

      ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობა გრძელდება. გუშინ მახაჭყალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას "გროზნოს ემირი" სალამბეკ ახმადოვი იქნა ლიკვიდირებული.

    წერილი
    22.03.2010

    ვიქტორია სიუმარი
    სპეციალურად "რეზონანსისთვის" კიევიდან
    მოამზადა ელზა წიკლაურმა
     დილით ჩემმა მეგობარმა ერთი ასეთი ანეკდოტი მომიყვა - "დონეცკელი ინტელექტუალები საუბრობენ, ერთი ეკითხება მეორეს - "გედების ტბაზე" ხომ არ მიდიხარ? მეორე კი პასუხობს - "არა, საცურაო კოსტიუმი არ მაქვსო".

    ნინო ფრანგიშვილი
    11.03.2010

    სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის დაწყების საფრთხეზე რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა ისაუბრა.
    "არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი დაიწყოს. დღეს ამ ორ ქვეყანას შორის ვითარების დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე არსებობს. აქამდე ბაქოშიც და ერევანშიც სიტუაციის გამწვავება არ სურდათ, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა.

    ზაქარია კიკნაძე
    27.02.2010

    ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.
    გუშინ ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევათა ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია, რომელიც სამხრეთ კავკასიის უშიშროებას, ენერგიას და რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებს ეხებოდა.

    ალექსანდრე მელიქიშვილი
    27.02.2010

    ამერიკის ხმა. ვაშინგტონი.
    ოთხშაბათს 24 თებერვალს, ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე "ურთიერთობა პუტინის რუსეთთან". ამ თემაზე საკუთარ დაკვირვებებს დამსწრე საზოგადოებას უზიარებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და ამჟამად პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული გუანტანამოს საპყრობილის დახურვის საკითხებში ბატონი დენიელ ფრიდი.

    ლევან ღირსიაშვილი
    27.02.2010

    ამერიკის ხმა, ვაშინგტონი
    "ამერიკის ხმის" ქართველი მსმენელის ყურადღებას უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე საინტერესო მასალაზე შევაჩერებთ. უფრო კონკრეტულად კი, ბრემენის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში "კავკასიის ანალიტიკურ დაიჯესტში" გამოქვეყნებულ სტატიებს მიმოვიხილავთ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter