მარიამ ვეკუა
30.01.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გამოეხმაურა - მათ შორის თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, გრანტების კანონს, BBC-ის წინააღმდეგ სარჩელსა და 4 ოქტომბრის მოვლენებს.

თამარ ვეფხვაძე
29.01.2026

„ბლუმბერგის“ შეფასებით, ამერიკული დოლარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 10.7%-ით გაუფასურდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი დოლარის დინამიკა სათამაშო „იო-იო“-ს შეადარა, რომელიც მიფრინავს და ელასტიური ლენტით ისევ პატრონს უბრუნდება. ფაქტია, რომ ტრამპი ამ „ლენტის მოჭიმვას“ არ აპირებს და ბაზარმაც პრეზიდენტის განცხადება ისე აღიქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დოლარის შეკავებას არ აპირებს, რითაც ტრეიდერებს „მწვანე შუქი“ აუნთეს. შედეგი კი დოლარის გაუფასურებაა, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე ოქროსა და ვერცხლის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2026

პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება გადაიდო, შალვა პაპუაშვილი ანგარიშს პირველ სასესიო კვირის ნაცვლად, სავარაუდოდ მარტის პირველ კვირაში წარადგენს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილს დეპუტატები 3-ის ნაცვლად 17 თებერვალს მოუსმენენ.

მარიამ ვეკუა
29.01.2026

თვეების განმავლობაში ხელმისაწვდომი ინფორმაციის შემდეგ, საემიგრაციო სამსახურის აგენტების მინაცემები META-ს საკუთრებაში არსებულ პლატფორმებზე - ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და ტრედზე - მოულოდნელად დაიბლოკა.

„ჩვენ ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს ჩვენი საზოგადოების დასაცავად", - ნათქვამია ინსტაგრამის განცხადებაში.„შეგვატყობინეთ, თუ ფიქრობთ, რომ შეცდომა დავუშვით".

ნატალია ჯვარიძე
29.01.2026

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას დიალოგს ურჩევს, "დასხედით და დაელაპარაკეთ თუ პატიმრებს გამოუშვებენო". ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ დღევანდელ ოპოზიციასთან დებატები არასერიოზულია და ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.

მარიამ ვეკუა
29.01.2026

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობას მკაცრ კონტროლს უწესებს, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკურ და საერთაშორისო რეაქციებს იწვევს - მმართველი გუნდი ცვლილებებს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობით ხსნის, ხოლო ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები მას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

თამთა ჩაჩანიძე
29.01.2026

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური (სტუ) და თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტების (თსუ) გაერთიანებაზე სტუდენტების, პროფესორებისა და ექპსერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათაც განათლების მინისტრის საგანგებო ბრიფინგიდან გაიგეს. გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. როგორც ირკვევა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამაზე ინფორმაცია მხოლოდ წინა დღით შეიტყო.

ნატალია ჯვარიძე
29.01.2026

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი, მე-11 კლასში რეპეტიტიუმის შექმნა და პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყება 6 წლიდან - განათლების სისტემაში ახალი ცვლილებები იგეგმება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას რეფორმები დაჩქარებული წესით იქნება განხილული.

ირმა ჩიტაია
28.01.2026

სურსათის ფასების პარალელურად მთავრობა მედიკამენტების ფასის რეგულირებაზე მუშაობას აგრძელებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ფასების კლების ტენდენციაზე ადრეც საუბრობდნენ, გარკვეული ცვლილებაც განხორციელდა, მაგრამ საზოგადოებისათვის ამან გადამწყვეტი შედეგი ვერ გამოღო. ამიტომაც, პრემიერის ინიციატივით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან კონკრეტული შეხვედრა გაიმართა. მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 

თამარ ვეფხვაძე
28.01.2026

მართალია, გასულ წელს, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 11%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ ძველ პროექტებში. სწორედ ამგვარი ტენდენცია ჩანს „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით. ექსპერტების ნაწილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მყიდველი სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს - ბინის მდგრადობას, არის თუ არა ავარიული და სად მდებარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ უბნებში ახალი კორპუსების მშენებლობები თითქმის არ არის, ცხადია, ეს ზრდის მოთხოვნას ძველ აშენებულ ბინებზე. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ექსპერტთა მეორე ნაწილი, რადგან მათი აზრით, მოსახლეობა ძველ აშენებულ ბინებს უფრო ენდობა, ვიდრე ახლადაშენებულს. 

ნატალია ჯვარიძე
28.01.2026

ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
28.01.2026

ჰელსინკის კომისიამ საქართველოს შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი გადადო უამინდობის მიზეზით - ამის შესახებ ბრიფინგამდე საათებით ადრე თავად კომისიამ დაწერა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ "ვაშინგტონში მზიანი ამინდია", თუმცა არაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე "ამინდი ცუდია".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×