ნატალია ჯვარიძე 03.02.2026

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულ მედიასივრცეში საჯარო პოლიტიკური დებატები გაიმართა. საუბრის თემა იყო „მმართველი პარტიის" მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციის მკვეთრ კრიტიკას იწვევს. როგორია პირველი შტაბეჭდილებები და რამდენად ამართლების დებატების ამ ფორმატში გამართვა?
|
თამთა ჩაჩანიძე 03.02.2026

3-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, დუბაიშია დელეგაციით საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე. საქართველოს მთავრობის შეფასებით, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, პრემიერის მასში მონაწილეობა კი „მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით".
|
მარიამ ვეკუა 03.02.2026

აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკების მეორე რაუნდის წინ, რუსეთმა ისევ განახორციელა მასშტაბური დარტყმა უკრაინის ენერგოსისტემაზე. ამის პარალელურად ვაშინგტონი ომის დასრულებაზე „კარგ ამბებს" აანონსებს, კიევი და მოსკოვი კი მოლაკაპაკებას კვლავ ტერიტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ფონზე ხვდებიან.
| |
ირმა ჩიტაია 02.02.2026

არანორმალური შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება ერთბაშად დაეცა. ძვირფასი ლითონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა იანვრის ბოლოდან დაიწყო და ტენდენცია კვლავ გრძელდება. სპეციალისტები ფასის დაცემას დიდწილად, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოქრომ მეტი საინვესტიციო ღირებულება შეიძინა.
|
ქეთო გოგოხია 02.02.2026

სურსათის ფასების კონტროლის დაწყების პარალელურად, მომსახურების სერვისი გამუდმებით ძვირდება. რესტორნებში ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი 50 ლარიდან იწყება და 80-100 ლარს აჭარბებს. ამის მიზეზად სექტორში სურსათზე ფასების ზრდას, კომუნალური გადასახადების სიძვირეს და ზოგადად დიდ მოთხოვნას მიიჩნევენ, განსაკუთრებით კი ტურიზმის გააქტიურებას, მით უმეტეს, დედაქალაქში. რეგიონში მდებარე ტურისტულ ობიექტებში ამ მხრივ ცოტათი განსხვავებული დინამიკაა, თუმცა მომსახურება მაინც ყველგან გაძვირდა.
|
ქეთო გოგოხია 02.02.2026

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წელსაც ოპტიმისტურია. როგორცეკონომისტები, ასევე კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და უკვე გლობალური სტრუქტურებიც ზედიზედ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე 2025 წელს იყო.
|
ნატალია ჯვარიძე 02.02.2026

პრობლემა იმაშია, რომ უკრაინელებზე იყო დიდი ზეწოლა, რათა ისინი ძალიან მტკივნეულ დათმობებზე წასულიყვნენ, რისთვისაც მზად არიან, რადგან ნამდვილად სურთ, ეს ომი დასრულდეს. ეს კი, რეალურად, ფოკუსის გადატანაა რეალური პრობლემიდან, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.02.2026

ოპოზიცია თანხმობის დოკუმენტზე მუშაობს, კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა, პარტიებს შორის კონსულტაციები აქტიურად მიდის. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ შესაძლო ალიანსში არ შევა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მასში მეხუთე პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილიც ვიხილოთ.
|
ნატალია ჯვარიძე 02.02.2026

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100 პროცენტი ევროპიდან მოდის, თუმცა, პარიზს რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს.
|
მარიამ ვეკუა 02.02.2026

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კვლავ განხილვის ეპიცენტრშია - დაგეგმილი ინიციატივა გრანტის განმარტებას აფართოებს და მის მიღებას მთავრობის წინასწარ ნებართვას უკავშირებს, რასაც ხელისუფლება სუვერენიტეტის დაცვად, ოპოზიცია კი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.02.2026

სახელისუფლებო არხები დებატებს იწყებენ - "იმედმა" ახალი ფორმატი უკვე დაანონსა, თუმცა, კატეგორიული უარი თქვა მასში "ნაცმოძრაობის" ჩართულობაზე. დებატები დაიწყო "რუსთავი 2"-ზეც, უკვე ცნობილია პირველი ეთერის სტუმრებიც, თუმცა მონაწილეობაზე პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" უარი თქვა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|