მარიამ ვეკუა
02.02.2026

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ფონზე, როცა ვაშინგტონი სამხედრო სცენარისთვის მზადყოფნაზე საუბრობს, თეირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება კვლავ შესაძლებელია - თუმცა პარალელურად აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებების ჩავარდნა რეგიონულ კატასტროფად გადაიქცევა.

ნატალია ჯვარიძე
01.02.2026

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში სერიოზული პროტესტი გამოიწვია. ლექტორები და სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ღია წერილით „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავენ. ასევე ჩანიშნულია სტუ-ს აკადემიური საბჭოს საგანგებო შეკრება, სადაც საკითხს განიხილავენ, რომელიც, ორშაბათს ან სამშაბათს გაიმართება. სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ კი განაცხადა, რომ მომავალ კვირას განათლების მინისტრთან კონსულტაციები ექნება.

თამთა ჩაჩანიძე
01.02.2026

თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას საქართველოში ელჩი ეყოლება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩის დანიშვნაზე განკაგურებას ხელი უკვე მოაწერა. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ეს საკითხი პრეზიდენტის ოფისსა და უკრაინის საგარეო უწყებას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. გარდა ამისა,, გაირკვა საავრაუდო მიზეზი, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ნატალია ჯვარიძე
01.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ, ბარაკ ობამას დაპატიმრება მოითხოვა. იგი ობამას მის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებების შეთხზვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ტრამპის პირველად გაპრეზიდენტების პერიოდს. იგი გადაჭრით უარყოფს, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან რაიმე სახის შეხება ჰქონდა.

მარიამ ვეკუა
01.02.2026

პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას მედიასივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნების შესახებ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე განხორციელება არ უწერია. შეთავაზებიდან თითქმის 10 დღე გავიდა. ოპოზიციის ნაწილი დებატებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ხოლო „ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, თუ რომელ ოპოზიციურ ძალებთანაა მისაღები დებატები და რომელთან არა. ჩაიშალა თუ არა დებატები საბოლოოდ და რა მიზეზებმა განაპირობა პროცესის ჩიხში შესვლა?

თამთა ჩაჩანიძე
31.01.2026

ხელისუფლების ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება ქვეყანაში საპროტესტო მუხტს ზრდის. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი ნაწილის აზრით, „ქართული ოცნება" ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ესკალაცია და ოპოზიციური რესურსების გახარჯვა ახლა მოხდეს და არა მომავალი არჩევნების წინ. ანალიტიკოსების თქმით, ამგვარი რამ „ოცნებამ" ერთხელ უკვე გაააკეთა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით და მაშინ ამან გაამართლა.

მარიამ ვეკუა
31.01.2026

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ „ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად" შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში მოექცა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევის აღკვეთაა, ხოლო ოპონენტები კანონპროექტებს უპრეცედენტო შეზღუდვებად აფასებენ და მის შესაძლო მძიმე პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობენ.

ნატალია ჯვარიძე
30.01.2026

სტუ-ს პროფესორ, პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლებამ აზრი შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მიდის. ფიქრობს, ეს რაღაც პიროვნულ გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული და არა საერთო ინტერესთან. ასე ეხმაურება პოლიტოლოგი თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას.

თამთა ჩაჩანიძე
30.01.2026

ნიდერლანდების საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის 24 წევრი ქვეყნის ექსპერტული მისიის მუშაობას.

ნატალია ჯვარიძე
30.01.2026

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე სტუდენტებისა და პროფესორების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის გამო აქცია გაიმართა ლოზუნგით - „დაიცავი განათლება". საპროტესტო გამოსვლები დაანონსებულია მომდევნო დღეებშიც.

მარიამ ვეკუა
30.01.2026

რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, კიევში 1300-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი კვლავ გათბობის გარეშე რჩება - უკრაინის დედაქალაქის უდიდეს რაიონ ტროეშჩინაში, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველად, კრიტიკული ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა, მაშინ როცა მოსკოვმა ბოლო თვეებში ენერგოსისტემაზე შეტევები მკვეთრად გააძლიერა. თუმცა, ამის ფონზე, უკრაინულ მედიებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენერგეტიკული ცეცხლი" დროებით შეწყდა.

თამთა ჩაჩანიძე
30.01.2026

„ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შემგუებლობის ფინალი თავისუფლების საბოლოო კრახია და „ნიანგთან დაზავება" ნიშნავს, ბოლოს მისი მსხვერპლი გახდე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ სამადაშვილის აღნიშნული პოსტის ინსპირაცია გახდა საპატიმროში მყოფი ხაბეიშვილის განცხადება, რომლითაც ოპოზიციას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×