თამთა ჩაჩანიძე 25.01.2024

უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, ეს ვარაუდი ცოტა ხნის წინ „ოცნების" მხრიდანაც გაჟღერდა. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლა ნაკლებსავარაუდოა, რადგან მას ლიდერობის პრეტენზია ექნება და „რომელიღაცა პარიტის ლიდერმა ტახტი უნდა გაუყოს", რაც არცერთი ძალის გეგმებში არ შედის.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.01.2024

ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ლეგიტიმაციას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ვენეციის კომისიის დასკვნა მოჰყავს. კალანდარიშვილის ოპოზიციონერი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველმა პარტია თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა კანონმდებლობა, რადგან სხვა შემთხვევაში დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწორე ის იქნებოდა. რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტები, უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებამდე ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას და რისთვის ამზადებს საფუძველს ოპოზიცია დღეს ცესკო არალეგიტიმურობაზე საუბრით?
|
ქეთო გოგოხია 24.01.2024

გლობალურ ბაზრებზე თხილზე მოთხოვნა შემცირდა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომმა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა სიტუაციამ ბაზარი ისე გაადაწყო, რომ პირველადი მოთხოვნის პროდუქციის გარდა, ინტერესი თითქმის ყველა საქონელზე შენელდა. გამონაკლისი არც თხილია, მათ შორის, თურქული პროდუქტიც კი, რომლის რეალიზაციასაც აქამდე თითქმის არასდროს შექმნია პრობლემა, თუმცა დღეს თხილის უმთავრეს მწარმოებელ ქვეყანას ამ მხრივ საკმაოდ გაუჭირდა.
|
ელზა პაპოშვილი 24.01.2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ეს არის პირველი ფაქტი, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს და სასამართლომ მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა.
|
ელზა პაპოშვილი 24.01.2024

ვის და როგორ შეუძლია ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა, რომლებისთვისაც მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“? ანალიტიკოსთა შეფასებით, არჩევნებამდე დარჩენი 10 თვეში ახალი ე.წ. მესამე ძალის ფორმირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას, სავარაუდოდ, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ. მოქმედ პარტიებში კი, მათივე შეფასებით, არის რამდენიმე პოლიტიკური ძალა და ფიგურა, რომელიც, საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შუაშისტებისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს.
|
გვანცა წულაია 24.01.2024

დედაქალაქთან ერთად, განაშენიანების პრობლემებია საქართველოს კურორტებზეც, იქნება ეს ზამთრის თუ ზაფხულის დასასვენებელი ადგილი. განსაკუთებით ეს მცირე ზომის კურორტებზე ჩანს, სადაც ტერიტორია პატარაა და მიუხედავად ამისა, უამრავი სხვადასხვა ობიექტია ერთმანეთზე "მიწყობილი".
|
ნაზი ბერიძე 24.01.2024

აპირებს თუ არა პარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე რეზოლუციის მიღებას? ამ წინადადებით ოთხშაბათს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოვიდა და შესაბამისი კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რაზეც მმართველი პარტიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ხელისუფლებას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.01.2024

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისათვის საზღავრგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს და ამისათვის ხელმოწერებს აგროვებს. ამ აქციის ორგანიზატორები „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" არიან. მათი შეფასებით, დღეის მდგომარეობით ქართველი ამომრჩევლების დაახლოებით მესამედი საზღვარგარეთ იმყოფება და მონაწილეობის გარეშე, 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ამის საპასუხოდ ცესკო კანონდებლობას იშველიებს და აცხადებს, რომ საფუძველი საარჩევნო უბნის შექმნის არის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აუცილებელი რაოდენობა - მინიმუმ, 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი.
|
ნაზი ბერიძე 24.01.2024

უნდა დაიწყოს თუ არა ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები - ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით ახალი დისკუსია დაიწყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, კონკრეტული საფუძველის არსობობის შემთხვევაში, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდონ, მეორე ნაწილის აზრით კი, ეს დროისა და რესურსების გაუმართლებელი ხარჯვა იქნება, რომელიც ოპოზიციას რაიმე ხელშესახებ შედეგს არ მოუტანს.
|
ელზა პაპოშვილი 23.01.2024

ბოლო დროს თვალშისაცემად გაიზარდა ყოფილი პარტნიორებისა თუ უცნობების მხრიდან ქალების დაშანტაჟების ფაქტები. მოძალადეები ხშირ შემთხვევაში ქალების ნაცნობები, პარტნიორები, ან სულაც ინტერნეტით გაცნობილი შემთხვევითი ადამიანები არიან. ზოგ შემთხვევაში ასეთი ძალოდიბის მსხვერპლი არასრულწლოვანია. სამშაბათს ერთბაშად ორი მსგავსი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.01.2024

გამოუყოფს თუ არა აშშ უკრაინას დახმარებას, ეს კვლავ კითხვისნიშნის ქვეშაა, თუმცა ევროკავშირისგან კიევისთვის დამაიმედებელი გზავნილები გაჟღერდა, რომ მუშავდება ახალი სტრატეგია, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობას გვერდს აუვლის. ახალი ფორმულით, შესაძლოა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირდაპირ ორმხრივი შეთანხმება დადონ უკრაინასთან სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, უშალოდ ევროკავშირსა და უკრაინას შორის შეთანხმების ნაცვლად, რაც ანალიტიკოსების აზრით, კეთდება იმისთვის, რომ დახმარების მიწოდების ვადები შემცირდეს და უკრაინამ იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ევროკავშირისგან ელოდა.
|
გვანცა წულაია 23.01.2024

რესპუბლიკური საავადმყოფო მალე დაინგრევა და მის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება. ასეთია მთავრობის გეგმა, რომელიც 3-4 წელში განხორციელდება, ითქვა, რომ საავადმყოფო, დღეს, სტადარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ დემონტაჟია საჭირო. კლინიკაში დასაქმებულებს კი მთავრობა სხვადასხვა სახის შეღავათს გაუწევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|