ნაზი ბერიძე 19.01.2024

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ კვლავ, წარმატების მოსაპოვებლად, ძალთა კონსოლიდაციას აანონსებს, რაც არა მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, არამედ ხმების დაცვას ითვალისწინებს. პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" ოპოზიციის შანსებს კონსოლიდირების შემთხვევაში დიდად მომგებიანად არ მიიჩნევენ, გააჩნია ოპოზიციის წარმომადგენლებს რა ხედვები ექნებათ და რა კრიტერიუმებით შეერწყმებიან ერთი მეორეს.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.01.2024

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ოცნება" არჩევნებზე 60%-ს აიღებს, ოპოზიციამ გაიგო, როგორც „არჩევნების ჯიბეში ჩადება", და მიაჩნიათ, რომ ერთადერთი საშუალება ქუჩის პროტესტია და შესაძლოა ეს მოხდეს არჩევნებამდე.
|
ელზა პაპოშვილი 18.01.2024

ქართული დანაშაულებრივი სამყაროს სამიზნე უნიკალური და იშვიათი წიგნები გახდა. როგორც დასავლური მედია წერს, ქართველების კრიმინალურმა დაჯგუფებამ პარიზის, ლიონის, ჟენევის, რიგის, ვილნიუსის, ვარშავის და სხვა ქალაქების წიგნსაცავები გაძარცვა. წაღებულია ცნობილი რუსი კლასიკოსების იშვიათი ხელნაწერები და პირველი ეგზემპლარები. როგორც მედია წერს, ქართველმა მძარცველებმა ბოლო რამდენიმე თვეში, ერთმანეთის მიყოლებით, ევროპის არაერთი ბიბლიოთეკა გაძარცვეს. მოპარული წიგნები, ძირითადად, მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება.
ქართველების განსაკუთრებული ინტერესის საგანი თურმე ალექსანდრ პუშკინის გამოცემებია. გატაცებულია, ასევე ლერმონტოვის, გოგოლის, დოსტოევსკის და სხვა ავტორების უიშვიათესი ნიმუშები.
|
გვანცა წულაია 18.01.2024

ქვეყანაში ტენდერებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა არსებობს. უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს შექმნია არაერთი პრობლემა, რადგან გამარჯვებული კომპანიების დიდი ნაწილი სამუშაოს უხარისხოდ ასრულებს ანდა დათქმულ ვადაში ვერ ეტევა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არაპროფესიონალიზმი და კვალიფიკაციის ნაკლებობაა.
|
ნაზი ბერიძე 18.01.2024

მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ბიზნესების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრი იმაზე, რამდენად პრობლემურია ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსხვავებულია.
|
ელზა პაპოშვილი 18.01.2024

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციოანლური მოძრაობის“ გარეშე და რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი თებერვალში? ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია ასეთი ფრაგმენტული სახით წარსდგება 2024 წლის არჩევნებისთვის, მაშინ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების დიდი შანსი აქვს. მისი აზრით, თებერვალში უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, ვინ ვისთან თანამშრომლობს და რას სთავაზობენ ამომრჩეველს.
|
ირმა ჩიტაია 18.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვამ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდი დაბრკოლება შექმნა, რაც უკვე ბოლო დროის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ალტერნატიული მარშრუტებით ხელმძღვანელობენ, რამაც დროისა და მანძილის კუთხით მეტი ფინანსური ხარჯი მოითხოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების რყევებს გამოიწვევს და რიგი პროდუქტების გაძვირებაც გარდაუვალი იქნება. საქართველოში პრობლემა, ამ ეტაპზე, ნაკლებად აისახება, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდს მაინც ვერ ავუვლით.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.01.2024

საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?"
|
ნაზი ბერიძე 18.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატოს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ეს იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროს მარცხი და ამასთან ამერიკის რეიტინგის დაქვეითებაც მსოფლიოში, რაც რადიკალურ ჯგუფებს კიდევ უფრო გააქტიურებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.01.2024

გახარიასა და „ოცნებას" შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება - ყოფილმა პრემიერმა ბოლო განცხადებაში „ოცნების" ლიდერებს „პატარა მშიშარა ბიჭები" უწოდა, რასაც მმართველი პარტიიდან მყისიერი პასუხი მოჰყვა, რომ გახარიას „ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს". ანალიტიკოსთა შეფასებითაც, მწვავე განცხადებები შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო.
|
ნაზი ბერიძე 18.01.2024

ოთხშაბათს ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით (565 ხმით 26-ის წინააღმდეგ) მიიღო რეზოლუცია, რომელიც კომუნისტური ჩინეთის გავლენისგან გათავისუფლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს რთულ სიტუაციში აგდებს საქართველოს, რომელიც ორივე ამ გლობალურ ძალასთან თანამშრომლობს და თანაც წარმატებულად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, ძალიან მოქნილი დიპლომატია უნდა აწარმოოს, რათა არც ერთ მხარესთან არ გაიფუჭოს ურთიერთობა.
|
თამთა ჩაჩანიძე 18.01.2024

დავოსის ფორუმის ფარგლებში, ღარიბაშვილმა იუსაიდის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ", სადაც ასევე მონაწილეობდნენ Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|