თამთა ჩაჩანიძე
26.11.2025

17-18 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაფართოებაა. მსჯელობა იქნება კანდიდატ ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისგან ცნობილი ხდება, რომ გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს და ბერლინისთვის საქართველოს "ფაილი დახურულია".

ნატალია ჯვარიძე
26.11.2025

რუმინეთში რუსული დრონი იპოვეს, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დღის დასაწყისში შეიჭრა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოშტეანუმ განაცხადა. მოშტეანუს თქმით, რუსული დრონი ვასლუის ოლქში აღმოაჩინეს (მოლდოვის საზღვართან) და სავარაუდოდ, იგივე დრონია, რომელიც რუმინეთის საჰაერო სივრცეში 25 ნოემბერს დილით შეიჭრა და რადარების მიერ იქნა შემჩნეული.

ნატალია ჯვარიძე
26.11.2025

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება. ამასთან, პარლამენტმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ირმა ჩიტაია
25.11.2025

ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები იკრძალება. ცვლილების მიზანი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა. სპეციალისტები სკანონმდებლო ცვლილებას დადებითად აფასებენ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ მსგავსი პროდუქციის გამოყენებას ადამიანების ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია, განსაკუთრებით კი ჩვილებზე. ამიტომაც, მისი აკრძალვა გარდაუვალია და აუცილებელია. რაც შეეხება ბაზარზე პლასტმასის ნივთების ჩანაცვლებას, ეს უნდა მოხდეს მინის, ხისა და მუყაოსგან. 

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2025

ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კვლავ ძველი - შერეული სისტემით გადაწყვიტოს. მათი შეფასებით, ამ საკითხის წამოჭრა მით უფრო მოსალოდნელია იმიტომაც, რომ სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა იყო, ბოლო პერიოდში კი საქართველოს მმართველმა პარტიამ აქტიურად დაიწყო ასეთი გადაწყვეტილებების ერთგვარი რევიზია.

თამთა ჩაჩანიძე
25.11.2025

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნატო-ს ხელმძღვანელობა საქართველოზე აკეთებს კომენტარს. ალიანსის გენმდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია, თუმცა თანამშრომლობა საქართველოსთან არ გაწყვეტილა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - ევროკავშირის მსგავსად ნატო-ც ხომ არ გეგმავს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას და კვლავ არის თუ არა საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, მარკ რუტემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

ნატალია ჯვარიძე
25.11.2025

„გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. მისი ეს გადაწყვეტილება „ოცნებაში" შეაფასეს, როგორც „დრამაქვინობა". მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ცდილობს ყურადღების მიპყრობას.

თამარ ვეფხვაძე
25.11.2025

ნავთობის ფასი შეიძლება განახევრდეს და 1 ბარელის ფასი 30 დოლარამდე დავიდეს. ასეთია უმსხვილესი ამერიკული ბანკის - "ჯიპი მორგან ჩეიზის" ანალიტიკური დეპარტამენტის წინასწარი ვარაუდი 2027 წლისთვის. რაც შეეხება 2026 წლის პროგნოზს, ის, საშუალოდ, 53 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ამჟამინდელ ფასთან შედარებით 7-8 დოლარით ნაკლებია. უმსხვილესი ამერიკული ბანკის პროგნოზს არ იზიარებენ ეკონომისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ  "ჯიპი მორგანის" პროგნოზი უფრო მკითხაობაა, თანაც კონკრეტული დაშვებით. 

რეზონანსი
25.11.2025

 ვენეცია, მეტსახელად არხების ქალაქი - ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების - პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მარიამ ვეკუა
25.11.2025

რუსეთმა კიევი ისევ დაბომბა - ათობით რაკეტისა და ასობით დრონის მასშტაბურმა იერიშმა 6 ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსეთი პარალელურად ფრონტზეც აძლიერებს ზეწოლას და დონეცკის ოლქში ქალაქების ალყაში მოქცევას ცდილობს

ნატალია ჯვარიძე
25.11.2025

ორი მთავარი ოპოზიციური პარტია კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური ლიდერი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს" („კოალიაცია ცვლილებებისთვის") ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. „ახლებისთვის" კი სააკაშვილი ისეთივე მიუღებელია, როგორც ბიძინა ივანიშვილი. რაზე მიანიშნებს ეს დაპირისპირება და როგორ აისახება მათ ამომრჩევლებზე?

მარიამ ვეკუა
25.11.2025

აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინასთან და რუსეთთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვთან და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან მართავს. „ში-ბი-ეს ნიუსი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა აშშ-ის შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას" დათანხმდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×