თამთა ჩაჩანიძე
02.12.2025

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტს „ოცნების" ოპონენტები აკრიტიკებენ და აშარჟებენ. თავად პაპუაშვილი ვიზიტის მიზანს იმით ხსნის, რომ ესაა ორმხრივი იურთიერთობისთვის ბიძგის მიცემა, რადგან ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი შუა დერეფნის საკითხში.

ნატალია ჯვარიძე
02.12.2025

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ამჟამად კი ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის" უფროსმა ვიქტორ ყიფიანმა ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც „ჯერ საქართველო" ჰქვია, იურიდიულად ჯერ არ არის პარტიად დარეგისტრირებული და მუშაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

თამთა ჩაჩანიძე
02.12.2025

მთავრობამ ზოგადი განათლების რეფრმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა და წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი - საჯარო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე გადავლენ, შეიცვლება სახელმძღვანელოები, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულო სასკოლო ფორმა დაბრუნდება, შეიზღუდება მობილური ტელეფონების გამოყენება. მასწავლებლებისთვის კი იანვრიდან კარიერული წინსვლის ახალი სქემა დაინერგება. ამასთან, საჯარო სკოლებში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდებათ.

ნატალია ჯვარიძე
02.12.2025

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, სადაც ლაპარაკია, რომ ხელისუფლებამ აქციების დარბევისას ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება გამოიყენა, ურთიერთბრალდებები არ ცხრება. სუს-ში დაბარებულია ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც გამოცემის რესპოდენტი იყო. მმართველი პარტია ბრალდებას უარყოფს და საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

ირმა ჩიტაია
01.12.2025

რეფერენტული წამლების პოლიტიკამ რეალურად ვერ იმუშავა, ვინაიდან მომხმარებლებს გარკვეული წამლების ხელოვნურად გაუძვირდათ. ამიერიდან შემომტან კომპანიებს ფასნამატთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტის გათვალისწინება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ძვირია მედიკამენტი, მით უფრო ნაკლები საბითუმო ფასნამატი ექნებათ. კონკრეტული ზღვარი უკვე დადგენილია, თუმცა როგორ იმუშავებს მექანიზმი, სპეციალისტების შეფასებით, დამოკიდებულია, რამდენად მკაცრი კონტროლი დაწესდება. ძვირი წამალი ბაზრისთვის სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემის გამო მოსახლეობა ზარალდება.

ქეთო გოგოხია
01.12.2025

საუნივერსიტეტო ქალაქების მოწყობა დეცენტრალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაზეც განათლების სექტორი დიდ იმედს ამყარებს. გარდა იმისა, რომ სტუდენტები შეღავათიან ფასად იცხოვრებენ, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონული ცენტრების გამოცოცხლებას და დედაქალაქის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

ქეთო გოგოხია
01.12.2025

,,შავი პარასკევი"  დიდი ფასდაკლებით რეალურად არ გამოირჩეოდა, თუმცა თბილისურ სავაჭრო ობიექტებს მომხმარებელი მაინც არ აკლდა. ტრენდს ქართველი მომხმარებელი ამჯერადაც აჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ფასით ყველა უკმაყოფილო იყო. სპეციალისტები ,,შავი პარასკევის"აქციებს ,,იმპულსურ შოპინგად" მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელი ტრადიაცია სამომხმარებლო კულტურის ზრდას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალურ ფასდაკლებას, რის მოლოდინიც მოქალაქეების უმეტესობას სინამდვილეში არ აქვს, თუმცა საყიდლებზე წასვლას მაინც არ იშლის.

ნატალია ჯვარიძე
01.12.2025

ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინას ფაქტობრივად აეკრძალება ალიანსში გაწევრიანება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა შეთანხმდნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები და მოსკოვი, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თამთა ჩაჩანიძე
01.12.2025

ივლისის დასაწყისია ის ბოლო თარიღი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს "ოცნების" სარჩელი სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, არც "ლელო" დაინდონ, რომელიც ასაკრძალ სიაში ნაკლებსავარაუდო კანდიდატად განიხილებოდა ანალიტიკოსთა ნაწილის მხრიდან.

ნატალია ჯვარიძე
01.12.2025

ნატო რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ მოქმედებას განიხილავს,- ამის შესახებ Financial Times წერს. ალიანსის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ მედიად განუცხადა, რომ ნატო რუსეთის კიბეროპერაციებზე, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებზე პასუხად, უფრო აგრესიული რეაგირებისა და „პრევენციული დარტყმის" შესაძლებლობას განიხილავს.

მარიამ ვეკუა
01.12.2025

სტატიაში, რომელიც ბი-ბი-სიმ 1 დეკემბერს გამოაქვეყნა, აღნიშნულია რომ 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრშია. მმართველ გუნდში გავრცელებულ სტატიას „ზღვარსგადასულ სისულელეს" უწოდებენ, და გამოცემასთან საერთაშორისო სამართლებრივ დავას იწყებენ, მაშინ, როცა ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიის მოპოვებული ფაქტები ქვეყნის რეალურ მდგომარეობას აშიშვლებს.

მარიამ ვეკუა
01.12.2025

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ელისაშვილმა აღიარა ფაქტები, მაგრამ არა დანაშაული, პოლიტიკოსის ქმედებები ოპოზიციასა და თანაგუნდელებშიც კრიტიკის საგნად იქცა, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ ექსტრემიზმის წახალისება ყოველთვის შესაბამისი რეაქციით ისჯება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×