თამთა ჩაჩანიძე 01.12.2025

მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმა დაამტკიცა, 1-ელი დეკემბრის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ განათლების კონცეფციის საკვანძო მიზანია ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.11.2025

კარაკასი აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აღშოთებულია, საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებლად მიიჩნევს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ვენესუელას საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს. რა მოჰყვება ქვეყნებს შორის დაძაბულ ვითარებას, ამის პროგნოზირება ანალიტიკოსებს უჭირთ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ "აშშ მაინც ინტერვენციისკენ გადაიხაროს".
|
თამთა ჩაჩანიძე 30.11.2025

28 ნოემბრის ე.წ. საწლისთავო აქციით პროტესტი არ დასრულებულა, კვლავ გრძელდება და როგორც პროტესტანტები აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ, მათ შორის დაანონსეს რეგიონებში გაშლაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, პარასკევის აქციაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებში სიახლე არაფერი არ იყო და თუ ასე გაგრძელდა ყოველგვარი სტრატრეგიის გარეშე, შედეგზე ვერ გავა.
|
ნატალია ჯვარიძე 29.11.2025

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.
|
მარიამ ვეკუა 29.11.2025

უკრაინაში პოლიტიკური სკანდალი მძვინვარებს, პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უკვე ყოფილი მრჩეველი ანდრეი იერმაკი, მის სახლში ჩატარებული ანტიკორუფციული რეიდის შემდეგ მალევე გადადგა და განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე მიდის - „შურისძიებისთვის მზად ვარ", - უთხრა მან „The Post"-ს. დასავლეთი მომხდარს „პოლიტიკურ მიწისძვრად" აფასებს.
|
მარიამ ვეკუა 29.11.2025

გამთენიისას „ლელო ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი დააკავეს, შსს აცხადებს, რომ ელისაშვილმა 29 ნოემბერს, გამთენიისას კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. მომხდარს მმართველ გუნდში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობად აფასებენ, ოპოზიციის ნაწილის აზრით კი ელისაშვილის დაკავება მის პოლიტიკურ დევნას ემსახურება, ნაწილი კი ამ გახმაურებულ ამბავს ყურადღების გადატანისთვის გამიზნულს „საკენკს" უწოდებს
|
ნატალია ჯვარიძე 29.11.2025

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.11.2025

21-წლიანი კარიერის ხმაურიანი დასასრული - კვლავ აქტიურად განიხილება სპორტის სასახლეში გიორგი შერმადინის გამოსამშვიდობებელი სიტყვა. კალათბურთელმა უკრაინასთან მატჩის შემდგომ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა, რასაც სპორტის სასახლის ტრიბუნიდან სტვენა და შეძახილები მოჰყვა.
|
მარიამ ვეკუა 28.11.2025

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან გადინების პროცესი გრძელდება. ის ამჯერად ზაზა თავაძემ დატოვა. პარტიაში ამბობენ, რომ ეს პროფესიული არჩევანია. მმართველ გუნდში კი ნიშნის მოგებით იძახიან, რომ გახარიას პარტია იშლება. ექსპრემიერის პოლიტიკურ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ 28 ნოემბრის აქციაში მოანწილეობას არ აპირებენ, რადგან „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს".
|
ნატალია ჯვარიძე 28.11.2025

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებიბას „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ლოგიკური მიზნის არქონაა. მისივე აზრით, მათი გეგმები და მოწოდებები ბუნდოვანია. გარდა ამისა, ის აშშ-საქართველოს ურთიერთობების პოზიტიურად გადატვირთვასაც არ გამორიცხავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 28.11.2025

გია ვოლსკი დღეს დაგეგმილ პროტესტს ამისამართებს ევროკავშირის საელჩოსთან. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, თავად ბლოკს უნდა მოსთხოვოს ხალხმა მოლაპარაკებების პროცესის გაჩერებაზე ახსნა-განმარტება და არა ხელისუფლებას.
|
მარიამ ვეკუა 28.11.2025

უკრაინის მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი და პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ერმაკი, ანტიკორუფციული რეიდის ობიექტი ხდება - უკრაინის პოლიტიკური ელიტა ისევ სკანდალის ეპიცენტრშია, ჯერჯერობით, კონკრეტულ ბრალი ერმაკისთვის წარდგენილი არ არის, თუმცა თავად ადასტურებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|