თამარ ვეფხვაძე
27.11.2025

კაპიტალის ბაზრის ექსპერტ-ანალიტიკოსი მარინა გულედანი სრულიად მოულოდნელად აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი მითია. მეტიც, თურმე, ქალბატონ მარინას იმედი ჰქონდა, რომ „ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე“ მსხვილი ბიზნესი ხმას ამოიღებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად - მსხვილ ბიზნესს ისე ეშინია, რომ „ავიწროვებენ“, ოღონდ ხმას ვერ იღებს. სწორედ ამ დროს ბიზნესის თავისუფლების ინდექსის თვალსაზრისით, საქართველო რომ რეგიონის ლიდერია და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასაც უსწრებს. ამის იგნორირება კი უბრალოდ თვათმაქცობაა.

ნატალია ჯვარიძე
27.11.2025

ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სუიციდი სახელდება. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, 17 წლის გიორგი ნავერიანმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, რომელსაც არ ასაჯაროვებენ.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2025

სალომე ზურაბიშილი აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკური პატიებისა და მათი გაერთიანების დროა. მეხუთე პრეზიდენტი პარტიების კოორდინაციას ცდილობს და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მან მესამედაც სცადოს ოპოზიციისთვის მაკონსოლიდირებელი გეგმის შეთავაზება.

მარიამ ვეკუა
27.11.2025

აუდიოჩანაწერები, რომლებიც თითქოს ტრამპის მრჩეველ სტივ უიტკოფსა და კრემლის წარმომადგენლებს შორის საგულდაგულოდ დამალულ საუბრებს ასაჯაროვებს, ისევ მსფოლიო მედიის განხილვის ეპიცენტრშია. ვინ და რატომ გაასაჯაროვა სატელეფონო ზარის შინაარსი ამასთან დაკავშირებით გავლენიანი გამოცმები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სკანდალური ფინალი პრეზიდენტის იმპიჩმენტამდეც მივიდეს.

თამთა ჩაჩანიძე
27.11.2025

„ოცნების" ოპონენტები პრემიერის განცხადების წლისთავთან დაკავშირებით დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან, რასაც უერთდებიან როგორც უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. გამონაკლისია ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა, რომელიც აცხადებს, რომ არსად არ ჩაერთვება, სადაც ენმ იქნება.

ნატალია ჯვარიძე
27.11.2025

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა სკეპტიკურად უყურებს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა დღის წესრიგში დადგება და ეს გადატვირთვა პოზიტიური იქნება". ფიქრობს, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მარიამ ვეკუა
27.11.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო - საუბრობენ საბოტაჟზე, განზრახ ჩამოვარდნილ დრონებზე, „არეულ ნავიგციაზე", ამბობენ, რომ ეს დივერსიაა, რომელსაც მომავალში პასუხი უნდა გაეცეს. ყოფილმა გენპროკურორმა მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ მზადაა ყველა მუხლის აღიარებისთვის, ოღონდ სხვები („ვინც ღობეს ხელი მოჰკიდა") გაუშვან.

თამარ ვეფხვაძე
26.11.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, თუმცა სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რეალური რაოდენობაა. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ბაზაში ადამიანთა გარკვეული კატეგორია ზედმეტია და მათ დახმარების არანაირი საჭიროება არ უდგათ. 

ქეთო გოგოხია
26.11.2025

თბოელექტროსადგურებისა და ჰესების გამომუშავება შემცირდა, ხოლო მოხმარება ცოტათი გაიზარდა. მიმდინარე წელსაც ტენდენცია არ იცვლება და ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით, ფაქტობრივად, ისივე სიტუაციაა, რაც შარშან იყო. მიუხედავად იმისა, რომ  წლევანდელი წელი მაინცდამაინც კარგი ჰიდროლოგიით არ გამოირჩევა და  წყალუხვობის მხრივ  შემოდგომამაც ვერ გაამართლა, სექტორი ზამთარს მეტ-ნაკლებად მომზადებული ხვდება და თადარიგი წინასწარ დაიჭირეს.

მარიამ ვეკუა
26.11.2025

ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ხოლო მმართველი გუნდი დაპირებულ ინიციატივის - „ნაცმოძრაობასთან" ერთად კიდევ ოთხი პარტიის აკრძალვის ერთგული რჩება. რუსთაველის გამზირზე მცირე მასშტაბის პროტესტი გრძელდება, პოლიტიკურ სპექტრში კი „ძალთა ბალანსის" თემა კვლავ აქტუალურად დგას. რას ამბობენ ქართველი ექსპერტები მიმდინარე პროცესებზე და როგორ „პოლიტიკურ ამინდს" უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

მარიამ ვეკუა
26.11.2025

უკრაინის მხრიდან ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე თანხმობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საერთაშორისო დღის წესრიგი კვლავ დაძაბა: მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამბობენ, კონსენსუსამდე მხოლოდ რამდენიმე დეტალია დარჩენილი, ევროპაში აცხადებენ - სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც კი, რუსეთი კონტინენტისთვის საფრთხედ დარჩება. ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტთან ვიზიტისთვის ემზადება, ხოლო ტრამპი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რა საიდუმლო დეტალები იკვეთება კვირის ყველაზე სკანდალური ამბის გარშემო

თამთა ჩაჩანიძე
26.11.2025

ოთხშაბათს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა ორ მთავარ საკითხზე - "იგლ ჰილსის" პროექტები საქართველოში და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×