თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

ბელორუსის სპეცრაზმმა მინსკში მდებარე შვედეთის საელჩო ალყაში მოაქციეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სპეცრაზმი საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრილი იმ ორი პირის დაკავებას ცდილობდა, რომლებიც თავს პოლიტიკურ დევნილებად აცხადებდნენ.

ელზა პაპოშვილი
11.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ის დილის 8 საათზე საცხოვრებელი სახილდან აიყვანეს. შსს ხომასურიძის დაკავების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთია ე.წ. ოქროს მოწმეებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი. ასევე მას გამოძიებისთვის  ხელის შეშლას და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების შექნმას ედავებიან.   

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

როგორია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ველი და რამდენად შესაძლებელია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადამწყვეტ ბრძოლაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშა დაკარგოს - ამ საკითხზე საუბრისას პოლიტოლოგების აზრი ორად იყოფა, ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ პარტიას სტაბილური ელექტორატი ჰყავს, რა რესურსითაც თავის პოზიციაზე დარჩება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მომავალი წლიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე კარდინალური ცვლილებები დაიწყება და ოპოზიცია „ნაციონალური" შეფერილობის" აღარ იქნება.

მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან მძიმდება, კვირის დასაწყისში თუ საშუალოდ ყოველლდღიურად ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, კვირის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. საქართველო მწვანე ზონიდან უკვე ნარინჯისფერში გადავიდა, მოსახლეობა შეზღუდვებზე ალაპარაკდა, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საყოველთაო კარანტისნის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას. როგორც კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის წევრი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, კარანტინი შესაძლებელია ლოკალურად გამოცხადდეს, იქ, სადაც ეპიდაფეთქებებია.

თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

„ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ხუთშაბათს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ოცეული.

ელზა პაპოშვილი
10.09.2020

„ქართულმა ოცნებამ"  საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა, სადაც უმრავლესობა ახალი სახეებისგან შედგება.  სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ პარტია უკვე ასახელებს არა პრემიერობის კანდიდატს, არამედ „მომავალ პრემიერს“ - გიორგი  გახარიას. პარლამენტის თავმჯდომარე კი კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. 

ელზა პაპოშვილი
10.09.2020

სპეციალისტები ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ქვეყანაში  ოქტომბერ-ნოემებრში ვარაუდობდნენ, თუმცა ფაქტია, რომ პანდეემის გავრცელება უკვე დაიწყო. როგორ ხვდება ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების  მეორე ტალღა და არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მომზადებული?!- „რეზონანსთან“  სპეციალისტები ამბობენ, რომ  ქვეყანაში კორონავირუსიის გავრცელების ზრდა რომ იქნებოდა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ტურისტული სეზონის დაწყების თანავე ამის რიკსი არსებობდა. მათივე თქმით, სამწუახროა, რომ ჯანდაცვის სისტემა ამისტვის სატანადოდ მომზადებული კვლავ არ არის და ტესტირებების  ჩატარება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკვე პანდემიის აფეთქება იწყება. 

რეზონანსი
10.09.2020

 ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკის კლება, ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა, რაც ხელისუფლების შეფასებით, პოზიტიური ნიშანია და ეკონომიკა ჯანსაღდება. პარალელურად მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის მეორე ტალღა ძალებს იკრებს და მის კვალდაკვალ, კერძო ბიზნესის მიმართ რეგულაციებიც იზრდება. 

მარიამ ნებულიშვილი
10.09.2020

7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს. 8 სექტემბერს კი ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა გამოაცხადა, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. მათივე ინფორმაციიით, კიდევ ორი ოპოზიციონერი - ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი - რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში არიან.

თამთა ჩაჩანიძე
10.09.2020

ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად შეიმუშავეს ფორმულა, რომლითაც კორონავირუსული ინფექციისგან პაციენტის გადარჩენის შანსების გამოთვლაა შესაძლებელი - ამის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა „მირორი" იტყობინება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ფორმულით ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, რადგან მკურნალობის მეთოდი უფრო ინდივიდუალური იქნება.

ირაკლი ლომიძე
10.09.2020

 ვალების მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან დიდძალი ფული გადის. იმ ფონზე, როცა ქვეყანა ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა, საგარეო ვალის დაფარვაზე 6 თვეში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ გაიზრდება. გარდა იმისა, რომ საგარეო ვალის ზრდა ბიუჯეტს ტვირთად აწვება, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამით საქართველოს საკრედიტო რეიტინგს ექმნება პრობლემა, რადგან შესაძლოა, მომდევნო პერიოდში ქვეყანას ვალები გაუძვირდეს და ინვესტორებისთვსიაც ნაკლებად მიმზიდველი გახდეს. ამ 2020 წლის 6 თვეში მთავრობამ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 18,010.1 მლნ ლარია. გარდა ამისა, 454,327.1 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 168,490.0 ათასი ლარი - პროცენტის თანხას.

რეზონანსი
10.09.2020

 იმპორტირებული პროდუქცია, გაძვირებას იწყებს. მიზეზი, ბოლო დღეებში, კვლავ გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასთან ერთად, რეგულაციებიცაა, რომელიც ინფექციის მეორე ტალღის პრევენციისათვის ხელისუფლებამ დააწესა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კურსი 3.10-ს გადასცდება, პროდუქციაზე ფასის მატება, გარდაუვალი იქნება. 


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×