რეზონანსი
13.09.2020

ვისცერალური გაცხიმოვნება ანუ მუცლის არეში გამოხატული ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ერთ-ერთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი პრობლემაა პაციენტებისათვის. წელის გარშემოწერილობა, წონა, სიმაღლე და სხეულის მასის ინდექსი (BMI) არის მაჩვენებლები, რომელთა დარღვევაც ასოცირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან და ინსულინრეზისტენტობის გამოვლენასთან. ამასთან დაკავშირებით ჩნდება არაერთი კითხვა.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

თამთა ჩაჩანიძე
13.09.2020

„იმედი მაქვს, რომ დებატებს დათანხმდება, რადგან მმართველ პარტიაში სხვა სუბიექტებს საუბრის უნარიც კი არ აქვს, თუმცა გახარიას საუბრის უნარი მას ნამდვილად გააჩნია, შეიძლება ითქვას არტისტი მეგრელია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დებატებში გაწვევას.

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2020

რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერი ვლადიმირ ლენინის ნეშტი შესაძლოა მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე დაკრძალონ. ხელისუფლებამ მავზოლეუმის ახალი დანიშნულებით გამოყენებაზე კონკურსი გაოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი განცხადება ლენინის დაკრძალვაზე არ გაკეთებულა, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მინიშნებას აკეთებენ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას.

ელზა პაპოშვილი
12.09.2020

საქართველოს ტერიტორიის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი სოფელ ხურვალეთთან - ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოძების დამონტაჟება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რუსები სოფლის სიღრმისკენ მოიწევენ და უკვე სოფლის სკოლიდან სულ რამდენიმე მეტრით არიან დაშორებულები. 

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2020

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის საერთო სურათი დღითიდღე უარესდება, მკაცრდება ზომები, დიდ ქალაქებში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლება 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში მოხდება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან" აღნიშნა, სკოლებში სწავლების მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადასვლა არ იგეგმება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში ამის თეორიული შანსი არსებობს.

ელზა პაპოშვილი
12.09.2020

დაუმძიმდება თუ არა მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟს თარაშ კანდელაკს ბრალი, ჯერჯერობით უცნობია. გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი პარასკევს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის ცემას გამოძიება სწორედ კანდელაკს ედავება და მას ბრალი განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებისთვის აქვს წაყენებული. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მომავალი სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს არის ჩანიშნული. 

რეზონანსი
12.09.2020

„კოვიდინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი იმას არ ნიშნავს, რომ გავიქცეთ და „ვაი, რა უნდა გავაკეთოთ ახლა“, - ასეთი მოსაზრება აქვს თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის დიექტორ ლევან რატიანს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულ მატებაზე.

რეზონანსი
12.09.2020

„ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი კორონავირუსმა მოუტანა. ახალა არის ვითარება, როდესაც ხელისუფლება  გარკვეული გამოცდის წინაშე დგას. უმრავლესობამ  ამ „აფეთქებასაც“ თავი წარმატებით თუ გაართვა, შეგვიძლია ჩავთვალოთ,  რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვახტანგ  ძაბირაძემ. 

თამთა ჩაჩანიძე
12.09.2020

„ერთი პარტია მეორეს რომ დედას უხსენებს, უარესი რაღა უნდა იყოს" - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალურ მოძრაობის" მხრიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კანდიდატურის შესაძლო დაყენება და ამ საკითხზე მისი შესაძლო კონკურენტის გიგი უგულავას კომენტარი.

ელზა პაპოშვილი
11.09.2020

არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, არ განიხილება ასევე არანაირი შეზღუდვა, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება.       

მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

„ძალიან მკაფიო შეტყობინება იყო ქართული საზოგადოებისთვის, რომ არაფერი არ შეიცვლება, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში," - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველ ოცეულს.

მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

გიგი უგულავას მიერ „გიული დეიდაზე" გაკეთებულმა განცხადებებმა ყოფილ თანამებრძოლებს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაძაბა. გავრცელებული ინფორმაციით ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტაობის კანდიდატი მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იქნება. რაც, ამავე ოქში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, „პოლიტიკის საოჯახო ბიზნესად გადაქცევის" მცდელობა იქნება.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×