ირაკლი ლომიძე
27.07.2021

ადგილობრივ ბაზარზე არსებობს რესურსი, რომ საწვავის ფასი, მინიმუმ, 5-10 თეთრით შემცირდეს. ამის შესახებ იმპორტიორებიც კი საუბრობენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას არავინ ჩქარობს. ჯერჯერობით, ყველაზე ხელსაყრელი ფაქტორი ლარის კურსია და თუკი ამას აქციზთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებები დაემატება, საწვავის ფასის შემცირებას რეალურად წინ არაფერი უდგას, თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა. არც იმპორტიორების მხრიდან და არც საკანონმდებლო დონეზე არ ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებმაც შეიძლება, საწვავის ფასზე დადებითად იმოქმედოს. 

ირაკლი ლომიძე
26.07.2021

მოსალოდნელ ლოქდაუნთან დაკავშირებით  ეჭვები საბოლოოდ ქარწყლდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა და მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ბიზნესს წნეხი მოუხსნა და დადებითად განაწყო. გაჩნდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან გამკლავებისა და საქმიანობის განვითარების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ კომპანიებს, რაც საბოლოოდ როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ლარის კურსზეც დადებითად იმოქმედებს.

ირაკლი ლომიძე
26.07.2021

ტურისტულ რეგიონებს წელს დიდად არც ამინდი სწყალობს და არც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია - საქართველოს წითელ ზონად გამოცხადებამ სერიოზული პრობლემა შექმნა და ჯავშნები თითქმის მასობრივად გაუქმდა. ასე თუ გაგრძელდა, მთელი დარჩენილი პერიოდი სტუმარმასპინძლობის სექტორი ისევ შიდა ტურისტებზე დარჩება დამოკიდებული, რაც საქართველოს შემთხვევაში, ნაკლებად მომგებიანი მიმართულებაა. ბოლო პერიოდში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ზღვას წელს ნაკლებად წყალობს მომხმარებელი, რადგან პანდემიის გამო ხალხი ცდილობს იზოლაციას და ხალხმრავალ ადგილებს მაქსიმალურად ერიდებიან.

სანდრო მდივანი
26.07.2021

 საქართველოში, ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიური შოკის შემდეგ ისევ იზრდება. ჰესების მშენებლობა კი ქვეყანაში ყველა მიმართულებით დაპაუზებულია. ეს ეხება როგორც დიდმასშტაბიან, ასევე მცირე ზომის ჰესების მშენებლობას. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად იზრდება მოხმარება და როგორი  იქნება შემოდგომა და ზამთარი, რა მოცულობის იმპორტი დასჭირდება საქართველოს როგორც კონტროლირებადი, ასევე არაკონტროლირებადი ტერიტორიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. როგორც ირკვევა, ვითარება დამაიმედებელი ნამდვილად არ არის.

რეზონანსი
23.07.2021

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცია წამოიწყო. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, დაიგეგმა გათამაშება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის წასახალისებლად. გათამაშებაში ყველა თანამშრომელს შეეძლება მონაწილეობა, ვინც კი აცრილი იქნება.

ირაკლი ლომიძე
22.07.2021

დიდი ლოდინის შემდეგ ხელისუფლებამ ბიუჯეტის კორექტირების საკითხს მხარი დაუჭირა. მისი პოზიცია მისაღებია ექსპერტული წრეებისთვსიაც, თუმცა ნაწილის შეფასებით, ცვლილება უნდა მომხდარიყო კლების და არა ზრდის მიმართულებით, რაც სერიოზულ ეჭვს იწვევს და არის რისკი, რომ გაზრდილი ბიუჯეტი საარჩევნოდ გარკვეული წრის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მოხმარდეს.

გვანცა წულაია
22.07.2021

ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობას, მაგრამ ცოტათი გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა. მართალია, სტატისტიკაში ზრდაა, თუმცა იმპორტიორები ავტობიზნესში არსებულ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება, რაც პანდემიური მდგომარეობით არის გამოწვეული.

გვანცა წულაია
22.07.2021

საქართველო ინვესტიციების დიდ ნაკლებობას განიცდის. ბოლო წელიწადნახევარია, ქვეყანაში უცხოური კაპიტალი საკმაოდ შემცირებულია. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. სპეციალისტები პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ არსებული მდგომარეობა კატასტროფულია და მოსალოდნელია საინვესტიციო ნაკადის კიდევ უფრო შემცირება.

რეზონანსი
21.07.2021

 ქვეყანაში პრაქტიკულად ორნიშნა ინფლაციაა. მისი მოთოკვა კი ვერაფრით ვერ ხერხდება. პირიქით, ყოველთვიური მონაცემები სულ უფრო მძიმდება. ინფლაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკი მძიმე მონაცემებს ვერაფერს ვერ უხერხებს, ამიტომ სპეციალისტები ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ.

ირაკლი ლომიძე
21.07.2021

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის მიუხედავად, საქართველოს სპეციალისტები იმ ქვეყნების რიგს მიაკუთვნებენ, სადაც მხარჯველი ტურისტების დიდი სიმცირეა. ამის მიზეზად კი მომსახურების ხარისხი მიიჩნევა. რაც შეეხება საქმიან ტურებს, რაც შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა სექტორისთვის, ეპიდემიის გამო შეიძლება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ გახდეს პოპულარული.

რეზონანსი
20.07.2021

საქართველოს ეკონომიკამ კრიზისული პერიოდიდან გამოსვლა დაიწყო. ქვეყანაში ეკონომიკის ყოველთვიური მონაცემები საკმაოდ პიზოტიურია, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკის დარგები ნელ-ნელა ვითარდება. ,,რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, ეკონომიკის რომელი დარგისთვის აღმოჩნდა გასული წელი განსაკუთრებით მძიმე და ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ, დაწყებულია, თუ არა აღდგენის პროცესი. ექსპორტი და წარმოება სახელდება მთავარ დარგებად, რის ხარჯზეც ეკონომიკამ ეპიდემიით გამოწვეული რეცესიისგან თავის დაღწევა შეძლო.

გვანცა წულაია
20.07.2021

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება ეცემა. დიდი გაძვირების შემდეგ, ახლა ბირჟებზე ფასი 70 დოლარს ჩამოსცდა. დადებითი ტენდენცია უდაოდ დაწყებულია. ახლა საინტერესოა, სადამდე შეიძლება ჩამოვიდეს ნავთობის ფასი, როგორ გაგრძელდება ტრენდი და როდიდან შეიძლება ჰპოვოს ამ პროცესმა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ასახვა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×