რეზონანსი
12.01.2026

თითქმის 2 კვირაა, ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მდგომარეობა ძალიან დაძაბულია და ვითარება სწრაფად იცვლება. სად იმყოფება ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, რომელიც ირანულ „სეპაჰანში“ მცველის პოზიციაზე თამაშობს? "პრაიმტაიმი" მის მეუღლეს, ლინდა კიკოლაშვილს ესაუბრა.

„გიორგი ირანში იმყოფება, თუმცა უსაფრთხოდ არის. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ინტერნეტკავშირი არ გვაქვს. ვეხმიანებით საქართველოს საელჩოს მეშვეობით, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს საქართველოს მოქალაქეებისდამი“, - აღნიშნა ფეხბურთელის მეუღლემ.

65 საათზე მეტია, რაც ქვეყანაში ინტერნეტი გათიშულია. ირანის კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მიიღეს.

წყარო: პრაიმტაიმი 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×