ქეთო გოგოხია
03.11.2025

ბოლო პერიოდში არაერთი ეკონომიკური ტიპის დანაშაული გამოვლინდა, რაც კორუფციის სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ცალკე პრობლემაა ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, როცა პროექტების დიდი ნაწილი ან უხარისხოდ სრულდება ან ზოგიერთ შემთხვევაში,  სულ არ შენდება და ტენდერში გამარჯვებულები თანხებს არაკეთილსინდისიერი გზით ითვისებენ. ბოლო პერიოდში ბევრი ასეთი ფაქტი ამოტივტივდა. პრობლემას ხედავს მთავრობაც, შესაბამისად, აქტიურად დაიწყო მუშაობა, რათა მახინჯი ფორმა როგორმე შეიცვალოს და აღმოიფხვრას კორუფცია, ვინაიდან არსებული მეთოდი არ მუშაობს.

ქეთო გოგოხია
03.11.2025

ქონების გადასახადის მოსახლეობისთვის დაკისრებას იმ ფორმით, რასაც კანონმდებლობა გვთავაზობს აუდიტორთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. 40 000-ლარიანი ზღვარი სპეციალისტებს საკანონმდებლო ხარვეზად მიაჩნიათ და მთავრობას გადასახადთან დაკავშირებული პირობების შეცვლისკენ მოუწოდებენ. საერთოდ, ამ საკითხის დაყენება საქართველოსთვის არარელევანტურად მიიჩნევა და ფიქრობენ, რომ შემოსაღებია მოდელი, რომელიც საქართველოსთან უფრო ახლოსაა. ამასთან,  აუცილებელია დივერსიფიცირება სოციალურ ფენებს შორის, რათა მოსახლეობა არ დაიჩაგროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხარჯები მუდმივად იზრდება.

ირმა ჩაფიძე
30.10.2025

ბოლო ერთ თვეში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4,9%-ით არის მომატებული. ცხადია, ეს ციფრები პოზიტიური მაჩვენებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტენდენცია პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს.

თამარ ვეფხვაძე
30.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ზანგეზურის კორიდორის პროექტით, ყველა მხარე ისარგებლებს, თუმცა პოლიტოლოგები და ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ როგორც ფაშინიანის ოპტიმიზმს, ასევე ზანგეზურის კორიდორის პროექტს. ექსპერტების მოსაზრებით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ამ პროექტის განხორციელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორც რთული რელიეფური პირობების, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. 

თამარ ვეფხვაძე
29.10.2025

სექტემბერში, თბილისში, ბინის ქირა 10%-ით გაიაფდა და 1 კვ/მ-ზე, გასაქირავებელი საშუალო შეწონილი ფასი 10.2 დოლარი გახდა. საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი ბინების ქირის ტარიფმა ნამდვილად იკლო, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ საშუალო სეგმენტში. რაც შეეხება პრემიალური სეგმენტის ბინებს და სახლებს - მას ცვლილება არ შეხებია, ხოლო ბიუჯეტური სეგმენტის ბინების ფასი, რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა, კვლავაც უცვლელია.  

ქეთო გოგოხია
29.10.2025

წყალი რეგიონებში გაძვირების ზღვარზეა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში რეფორმისთვის ემზადება, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი სატარიფო ცვლილებაა. ცალსახად, რომ ტარიფი გაიზრდება, ჯერჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა სემეკში ,,რეზონანსს“ დაუდასტურეს, რომ კომპანიების სატარიფო პოლიტიკა, არსებული წესების დაცვით გადაიხედება.

თამარ ვეფხვაძე
28.10.2025

უკვე ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი საგრძნობლად შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, ძვირფასი ლითონის ფასი მზარდი აღმასვლით ხასიათდებოდა. ერთკვირიან პერიოდში, ოქროს ფასი 7.5%-ით შემცირდა, რაც 1 უნციაზე 460-დოლარიან კლებას ნიშნავს. ეს კი ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი ვარდნაა, თანაც მოკლე დროში. ამჟამად, 1 უნცია ოქროს ფასი 3920 აშშ დოლარია, რაც ფასის შემცირების მიუხედავად, წლიურ ჭრილში, 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ფასის შემცირებას კორექციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ათდღიან ვადაში, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება.

ქეთო გოგოხია
28.10.2025

რთველი-2025 დასასრულს მიუახლოვდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა სწორება ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტზეა, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ღვინოს ცნობადობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე იზრდება, რასაც უცხოელი პარტნიორები პირდაპირ აღიარებენ. შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართველი მეღვინეები წარმატებით წარდგნენ გლობალურ გამოფენებზე და რეალიზაციის არეალი გააფართოვონ.

ირმა ჩიტაია
27.10.2025

დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის ერთ-ერთი გზა ხიდების მშენებლობაა. ქალაქში უკვე იმდენად ჭარბი რაოდენობითაა ავტომობილები, რომ ასეთი პროექტების მომზადება და გაკეთება სასწრაფო, თუმცა რთული საქმეა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ქალაქის გზები აღარ იძლევა მანქანების გატარების შესაძლებლობას. ამიტომ საჭიროა მასშტაბური პროექტების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლაფსი გარდაუვალია.

ქეთო გოგოხია
27.10.2025

სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის გადახედვას და ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს. იმ ფონზე, როცა ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება მატულობს და გამომუშავებული ელექტროენერგია ზაფხულის პერიოდშიც კი არასაკმარისია, სექტორში ძირეული ცვლილებების აუცილებლობა ნამდვილად იკვეთება. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ოპტიმალურ გამოსავალს უკვე არსებული პროექტების კორექტირებაში ხედავს და სახელმწიფო სტრუქტურებს სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ქეთო გოგოხია
27.10.2025

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას შრომის ინსპექცია რეალურად ვერ ერევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კადრების დეფიციტია, რის გამოც კონტროლი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ირგვლივ ბევრი დარღვევებია. სპეციალისტები კადრების გადამზადებას და შრომის ინსპექციის მხრიდან მუშაობის გააქტიურებას ითხოვენ, რაც შრომის  ბაზარს მოსალოდნელი რისკებისგან დაიცავს. საქმე არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას, დასაქმებულთა უფლებები მკვეთრად არის დარღვეული ხელფასების, შრომის ანაზღაურების, დეკრეტული შვებულებისა და სხვა მიმართულებითაც, რაც დარგში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ მწვავედ წარმოაჩენს.

თამარ ვეფხვაძე
23.10.2025

საქართველოში ეკონომოკური ვითარება დადებითისკენ სრულად შემობრუნდა. უკვე ყოველ მესამე კომპანიაში ამბობენ, რომ დაიმატებენ ახალ თანამშრომელებს და სამუშაო ადგილებს. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ დინამიკა აბსოლუტურად პოზიტიურია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×