გვანცა წულაია
18.07.2023

ბუნებრივი აირით მოწამვლისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება. ასეთია სავალალო სტატისტიკური ინფორმაცია, რაც იმით აიხსნება, რომ ბინაში, რომელსაც მუდმივი მაცხოვრებელი არ ჰყავს, უსაფრთხოება ხშირად არ მოწმდება.

გვანცა წულაია
18.07.2023

დედაქალაქში ბინებზე კვლავ არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. ეს ხდება მაშინ, როცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ იკლო და რეალიზაცია შემცირებულია. ბინების გაძვირების მთავარი მიზეზი სამშენებლო მასალების სიძვირეა. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია რატომ არის ბაზარზე ასეთი არარეალური მდგომარეობა და რამ შეიძლება დაარეგულიროს სიტუაცია.

გვანცა წულაია
18.07.2023

რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულება შეაჩერა. კრემლი ამბობს, რომ შეთანხმება იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არის მოლოდინი, რომ ხელშეკრულება ისევ გაგრძელდება და თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ გახანგრძლივება რუსეთის გარეშე მოხდეს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, გაძვირდება თუ არა მარცვლეული და პრობლემები გაჩნდება თუ არა საქართველოში? საჭირო გახდება თუ არა იმპორტირებული ფქვილის დაბეგვრის ახლახან შემოღებული რეჟიმის შეცვლა?

ქეთო გოგოხია
17.07.2023

საქართველო ეკონომიკური ზრდით არა მარტო რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც წამყვანი საერთაშირისო სარეიტინგო კომპანიებიც ითვალისწინებენ. შედეგი იმდენად თვალსაჩინოა, რომ  "ფიჩი" 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშპ-ს 6.9%-იან ზრდას ელოდება, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან (4.5%) შედარებით თითქმის გაორმაგებული შედეგია. ასეთი ოპტიმისტური სცენარის გამოქვეყნებას საქართველოს ეროვნული ბანკიც კი ერიდება. როგორც ეტყობა, წლის მეორე ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება, რაც ქმნის საფუძველს, რომ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორნიშნასთან მიახლოებულიც კი აღმოჩნდეს.

ქეთო გოგოხია
17.07.2023

მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღწევა საქართველოსთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოწვევა იქნება. მართალია, მთავრობის მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტურია და არსებობს გათვლა, რომ 2027 წლისთვის ჩვენი სამშობლო მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო გახდება, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება და თუ რატომ ამაზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას. არსებული გათვლით, იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალშემოსავლიანი იყოს, 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს თანაფარდობა 15 000 დოლარს უნდა შეადგენდეს.  დღეს ეს მაჩვენებელი 6670 დოლარის დონეზეა.

გვანცა წულაია
17.07.2023

ოპოზიცია, ყველაფერთან ერთად,  მთავრობას საპენსიო ასაკის და პენსიის სიმცირეში სდებს ბრალს. ბოლო დროს მათი მხრიდან არაერთი განაცხადი გაკეთდა, თუმცა, როგორც ჩანს, დაუკვირვებელი და გაუთვლელი, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ერთბაშად გაზრილ პენსიას ვერ მოემსახურება. შესაძლოა,  ამას ოპოზიციაშიც ხვდებიან ან საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, მაგრამ ეკონომისტები ასეთ განცხადებებს წინდაუხედავს უწოდებენ.

გვანცა წულაია
13.07.2023

მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს კრძალავს. ასეთი გადაწყვეტილება ეკონომიკურმა გუნდმა გუშინ მიიღო, რომელიც ძალაში 1-ელ ნოემბრამდე იქნება. საინტერესოა, შეცვლება თუ არა ამის შემდეგ მდგომარეობა, რომელშიც წარმოება და ქართველი ფერმერები აღმოჩნდნენ?

ქეთო გოგოხია
13.07.2023

გლობალურ ბაზრებსა და საქარველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ფასები შემცირდა, თუმცა  გაძვირების, ასევე სასურსათო უსაფრთხოების რისკი ზოგიერთ ქვეყანაში ისევ მაღალია, რაზეც  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) ანგარიშშიც არის ასახული. ამის ნიშნები განსაკუთრებით მოწყვლად ქვეყნებნშია. სხვათა შორის, ინდოეთმა გამოაცხადა, რომ ბრინჯის ექსპორტს ზღუდავს, რადგან საკმარისი რაოდენობა არ აქვს. ამ ფონზე, როცა არამდგრადი ვითარებაა მსოფლიოში, საქართველოში სტაბილურობის ნიშნებია და სულ მცირე, გვიან შემოდგომამდე, ფასების ზრდ მოსალოდნელი არ არის.

გვანცა წულაია
13.07.2023

პანდემიის წლებში დაწყებული ექსპორტის ზრდა დღემდე გრძელდება. საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და მთავრობა მაჩვენებლის უფრო მეტად გაზრდაზე ზრუნავს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ლარის მკვეთრ გამყარებას ექსპორტისთვის ხელი არ შეუშლია, არადა მაშინ, როდესაც კურსი 2.50-იანი ნიშნული ქვევით იყო, ადგილობრივი მწარმოებლები წუწუნებდნენ, რომ ქვეყნიდან პროდუქციას გატანა გაჭირდებოდა და ქართული საქონელი კონკურენტუნარიანობას დაკარგავდა.

თიკა სიბოშვილი
12.07.2023

საქართველოში ბინების შეძენა, გაყიდვა, ქირაობა ან გირაობა ისევ ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბაზარზე არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზები, რის გამოც მდგომარეობა არ იცვლება, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, არადა მოსახლეობა უკვე ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ მალე ვეღარც კი მოახერხონ უძრავი ქონების შეძენა. ამის გამო საზოგადოების ნაწილი დახმარებას უკვე მთავრობას და პარლამენტს სთხოვს და გარკვეულ რეგულაციას ითხოვს.

რეზონანსი
12.07.2023

ინფლაციის შემცირება, რომელმაც ტენდენციის ხასიათი მიიღო, შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება. ეროვნული ვალუტის გამყარებამ და ეკონომიკის აქტიურად მუშაობამ ფასების მოთოკვის მიმართულებით დადებითი შედეგები გამოიღო და არც ისაა გამორიცხული, რომ მთლიანი, 2023 წლის ნიშნული სამიზნე მაჩვენებელს (3%) საკმაოდ ჩამოსცდეს. კარგ სტატისტიკასთან ერთად, უფრო მეტად საინტერესოა, რეალურად, შემცირდება თუ არა ფასები, რომელიც მოსახლეობას ასე ძალიან აწუხებს.

რეზონანსი
11.07.2023

მიმდინარე წლის აგვისტოდან მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ახალი ცვლილება ამოქმედდება. საუბარია იმაზე, რომ პროდუქციის გაყიდვისას დაჯარიმდება მოვაჭრე, რომელიც სათანადო ინფორმაციას არ გასცემს. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონი მომხმარბელთა უფლებების დაცვას აამაღლებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ირღვევა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×