თამთა ჩაჩანიძე 24.10.2024

გადამწყვეტ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, სოციოლოგიურმა კომპანიებმაც ტრადიციულად ბოლო წინასაარჩევნო კვლევები გამოაქვეყნეს, სადაც კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 5%-იან ბარიერს 3-5 ძალა ლახავს. საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 ოქტომბრამდე და მათი შეფასებით, მეტ ნაკლებად ასახავს, რა განწყობა აქვს ხალხს. თავის მხრივ საკუთარი მოსაზებები აქვთ რეიტინგებზე ანალიტიკოსებს.
|
ელზა პაპოშვილი 24.10.2024

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური მხარეები წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ისევ ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის შეფასებით წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდია, ოპოზიცია კი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება. პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაფიქსირებული სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორი.
|
გვანცა წულაია 24.10.2024

საქართველოს მთავრობა 2028 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მკვეთრად შემცირებას გეგმავს. პრემიერი ამბობს, რომ ოთხ წელიწადში თითქმის 300 ათასი ადამიანი დააღწევს სიღარიბეს თავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ გეგმის განხორციელება რეალურია, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში.
|
ნატალია ჯვარიძე 24.10.2024

არჩევნების დღიდან დიდი პრობლემები დაიწყება, იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა, ევროპა და ამერიკა მოქმედებას დაიწყებენ - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.10.2024

„ეს ორი დღე უნდა ავიტანოთ, 26 ოქტომბერს უკვე არჩევნების დღეა, 25 ოქტომბერია კრიტიკული პერიოდი და რაღაცნაირად უნდა გადავაგოროთ", - აცხადებს "რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის იმ განცხადებების შეფასებისას, სადაც საუბარია, რომ გარკვეულ ლოკაციებზე კამპანიის ჩატარება უკვე შეუძლებელი გახდა.
|
ქეთო გოგოხია 24.10.2024

სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ყველა მისი პროექტი სექტორის წინსვლასა და ფერმერული მეურნეობების დახმარებაზეა ორიენტირებული. სულ ახლახან სააგენტომ დამატებით ახალი პროგრამები დაიწყო, რომლის მიზანიც სასათბურე მეურნეობების, მეფუტკრეობის და სარწყავი სისტემების განვითარებაა.
|
ელზა პაპოშვილი 23.10.2024

სისხლიანი გარჩევა ორბელიანზე - სასამართლომ 20 წლის ნიკი ტააგიევის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 2005 წელს დაბადებული18 წლის სანდრო პაკელიანია დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
|
ქეთო გოგოხია 23.10.2024

არჩევნებამდე სტაბილური ეკონომიკა შესაძლოა გარკვეული საფრთხის ქვეშ დადგეს. რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი და რამდენად სტაბილურად გააგრძელდება ეკონომიკური აქტივობები, დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული, რის წინაშეც ქვეყანა არჩევნების შემდგომ პერიოდში დადგება.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.10.2024

"ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია თბილისში, საფინალო მასშტაბური აქციით დაასრულა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთავარ ღონისძიებას რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობით შეუერთდნენ, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. სპეციალურად გამართულ სცენიდან კი, შეკრებილ ადამიანებს პარტიის ლიდერებმა 19:00 საათიდან მიმართეს.
|
გვანცა წულაია 23.10.2024

საარჩევნო თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 173 მილიონზე მეტი დოლარი გაყიდა. ოქტომბერში განხორციელებული ინტერვენციების მიზანი საარჩევნო მოლოდინის განეიტრალება და ლარის კურსის სტაბილურობაა. გუშინდელი ინტერვენცია ოქტომბრის თვეში რიგით მესამეა, არჩევნებამდე კი - ბოლო.
|
ელზა პაპოშვილი 23.10.2024

ათონელის სასახლეში მიმიდნარე კონსულტაციები საბოლოოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტი ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შეთანხმდა არჩევნებამდე არც პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს და არც ე.წ. ტექნიკურ მთავრობას. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.
|
ნატალია ჯვარიძე 23.10.2024

ლიბანის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოვკმა ლიბანში ჩასვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაეროს სამშვიდობო მისიის ძალები კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|