თამთა ჩაჩანიძე
30.10.2024

ევროკავშირის ლიდერებმა ბლოკის გაფართოების მორიგი დოკუმენტი 30 ოქტომბერს წარადგინეს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში ჩატარებულ არჩევნების საერთაშორისო გამოძიებისკენ და გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებიის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

გვანცა წულაია
30.10.2024

საქართველოს კიდევ ერთი ჰესი შეემატა. გუშინ დღიდან `ხობი 2 ჰესი” ექსპლუატაციაში ოფიციალურად შევიდა. მართალია, ამ კუთხით მთავრობას მოსახლოების მხარდაჭერა ნაკლებად აქვს, მაგრამ 2030 წლისათვის საკმაოდ ამბიციური გეგმაა შემუშავებული, რაც 10 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ექსპლუატაციაში შესვლას გულისხმობს. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მიზანი ძალიან რთულად მისაღწევია. 

ელზა პაპოშვილი
30.10.2024

შესაძლებელია თუ არა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დაინიშნოს და წავა თუ არა ამაზე მმართველი გუნდი. რამ უნდა აიძულოს „ქართული ოცნება“, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ დააკმაყოფილოს.    

ნატალია ჯვარიძე
30.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეას ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ. „როიტერის" ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებული რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.

ნატალია ჯვარიძე
30.10.2024

პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიემა დაიწყო. უწყების ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა.

თამთა ჩაჩანიძე
30.10.2024

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ეხმიანება - საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს ყველა დარღვევა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ არჩევნებზე ხედვები მშვიდობიანად გამოხატონ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა "არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად".

გვანცა წულაია
29.10.2024

ბოლო წლებში საქართველომ ექსპორტის მაჩვენებელი გააუმჯობესა. ქვეყანა დღეს იმაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და ყიდის, ვიდრე წინა პერიოდში ხდებოდა, და, როგორც ითქვა, პერსპექტივა და შესაძლებლობა იმაზე ბევრად მეტია, რაც დღესაა. 

თამთა ჩაჩანიძე
29.10.2024

საქართველოს არჩევნების ისტორიაში შესაძლოა მალე უპრეცედენტო ფაქტი ვიხილოთ - აშშ და ევროკავშირი 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ და კონსულტაციებს აწარმოებენ, თუ რომელი საერთაშორისო ორგანო გამოიძიებს საქმეს. მედიაში უკვე გაჟღერდა ერთი შესაბამისი ორგაიზაციის დასახელება.

ელზა პაპოშვილი
29.10.2024

გორის რაიონის სოფელ ატენში 50 წლამდე კაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, შუახნის მამაკაცს შელაპარაკება თანასოფლელთან მოუვიდა, რის შემდეგ მათ შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი 50 წლის მამაკაცს თანასოფლელმა ცივირი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზევე დაიღუპა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარებამ ვეღარ შეძლო. მამაკაცი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. 

გვანცა წულაია
29.10.2024

არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნეკლებად სტაბილურია. ამ ეტაპზე, არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რაც ეკონომიკას სამომავლოდ პრობლემას შეუქმნის. ამას ადასტურებენს, როგორც ანალიტიკური ცენტრები, ისე ეკონომისტთა ნაწილი. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, რაც ეკონომიკაზე ცუდ გავლენას მოახდენს. 

ელზა პაპოშვილი
29.10.2024

მას შემდეგ ,რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ბარიერ გადალახულმა ოპოზიცირმა პარტიებმა  26 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხდეს, გამოიწვევს თუ არა ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზის? რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას და პრეზიდენტს კონსტიტუციით და სამართლებრივად იმისთვის, რომ დასახულ მიზანს -  შედეგების გაუქმებასა და ხელახალ არჩევნებს მიაღწიონ?

ნატალია ჯვარიძე
29.10.2024

კრემლი მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის გზავნილი პირველ რიგში დასავლეთისათვის და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ აკეთებს მინიშნებას, რომ საქართველო „მისი გავლენის სფეროა".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×