მარიამ ვეკუა 10.12.2025

უკრაინა „მზადაა არჩევნებისთვის", ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ, მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში მაინიშნა, რომ , რომ კიევი ომს არჩევნების ჩატარების თავიდან ასაცილებლად იყენებს. რუსეთს ეს ინიციატივა მოსწონს, თუმცა ზელენსკის განცხადებამ ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური სპექტრის ნაწილში, უკამყოფილება გამოიწვია. ჩაატარებს თუ არა უკრაინა ომის პარალელურად არჩევენებს და რა გამოწვევები ახლავს ამ პროცესს?
|
მარიამ ვეკუა 10.12.2025

ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი როტირიკა ამერიკას გზავნილებთან თანხვედრაშია, „ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკამ, ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. როდემდე გასტანს საქართველოსა და ევროპას შორის დაძაბულობა და სად უნდა ვეძიოთ გამოსავალი, აქტუალური კითხვაა, რომელზეც ექსპერტებს განსხვავებული პასუხი აქვთ.
|
ნატალია ჯვარიძე 10.12.2025

„გვაქვს გეგმა: კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იმავე ფასად შევძლოთ ახლის მშენებლობა",- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევას. კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც განიხილა და აღნიშნა, რომ „ჩვენთან გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა მოქმედებს".
|
ნატალია ჯვარიძე 10.12.2025

ევროკავშირი ძალიან ახლოსაა 2026- 2027 წლებში უკრაინის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტასთან, - „როიტერსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა. მისი თქმით, ლიდერებმა ბრიუსელში 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი პირობა და მათთან საუბარს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებს, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.
|
თამარ ვეფხვაძე 09.12.2025

მესამე კვარტალში კვარტალში საქართველოში ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არადა, შარშან - საპარლამენტო, წელს კი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, ქვეყნის მთავარ გამზირზე ზუსტად ერთი წელია, ე.წ. უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად, ფაქტია, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და როგორც ეკონომისტები აცხადებენ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა უცხოური ინვესტიციების ზრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვეყნის ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა - ომის ნაცვლად მშვიდობა - რასაც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
|
ნატალია ჯვარიძე 09.12.2025

„ქართული ოცნება" დასავლელ ელჩებზე შეტევებს აგრძელებს და ამჯერად ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებების გამო. გარდა ამისა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი ისევ გაიმეორა, რომ „ბი-ბი-სი"-ს წინააღმდეგ ჯერ ადგილობრივ მარეგულირებელში აპირებენ ჩივილს და მერე, თუ საჭირო გახდა, სასამართლოშიც. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება და რა მოყვება „ბი-ბი-სი"-ს წინააღმდეგ ჩივილს?
|
მარიამ ვეკუა 09.12.2025

დაფინანსების მოდელების გაუქმებითა და ახალი „3 პლუს 1" სისტემით მთავრობა უმაღლესი განათლების რეფორმის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს იწყებს - შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დაჩქარებული წესით უკვე წარედგინა. ექსპერტების ნაწილი ახალ რეფორმებს ნეგატიურად აფასებს და ამბობენ, რომ ასეთ მკვეთრ ცვლილებს დრო, საფუძვლიანი მომზადება და დაანგარიშება სჭირდება.
|
რეზონანსი 09.12.2025

გალის რაიონში უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ახალი წლიდან, სატრაზიტო ჰაბი ამუშავდება. რუსული მედიის ცნობით, ეს რუსულ-აფხაზური პროექტია და სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა. შესაბამის ტერმინალებში ახლა მიდის ტვირთების აღრიცხვისა და შემოწმებისთვის საჭირო აღჭურვილობების მონტაჟი. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია რა ტვირთების ტრანზიტისთვის მიდის მზადება იმ პირობებში, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებას „ოფიციალურად" არანაირი სავაჭრო ურთიერთობა არ აქვს დანარჩენ საქართველოსთან.
|
ირმა ჩიტაია 08.12.2025

ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალებებისგან საპარკინგე ტერიტორიების გაწმენდა დაიწყო. საწყის ეტაპზე პროგრამა რეგიონში, კერძოდ, ბათუმში ამოქმედდა. პრობლემა საქართველოს ყველა ქალაქს თანაბრად აწუხებს. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები აღნიშნულ ფაქტს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ცოტათი მაინც განტვირთავს საგზაო მოძრაობას, თუმცა, მთავარია, აღსრულება, მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ მოხდეს.
|
ქეთო გოგოხია 08.12.2025

კომუნალური გადასახადების გაძვირება გადაწყვეტილია. არჩევნები დასრულდა და ტარიფების გაზრდის საკითხი გააქტიურდა. რას ეფუძნება მოსალოდნელი ცვლილება, ენერგეტიკოსები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, მაგრამ თამამად ამბობენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ელექტროენერგიის გადასახადის 3 თეთრით შემცირებით შეცდომა დაუშვეს და ახლა დენის ტარიფი, სავარაუდოდ, იმავე მაჩვენებლით მოიმატებს. ასევე გაიზრდება გაზის გადასახადიც, რაც რამდენიმე დღის წინ სემეკშიც დაადასტურეს.
|
ნატალია ჯვარიძე 08.12.2025

„ქართული ოცნება" შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. ამ მიმართულებით ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონსა და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" კიდევ ერთხელ ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს
|
ქეთო გოგოხია 08.12.2025

საქართველო-ისრაელს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ისრაელში ვიზიტისას სწორედ ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გამახვილდა ყურადღება. წლებია საქართველო და ისრაელი აგრარულ სფეროში საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ. ექსპორტის გაზრდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ინვესტიციები, კლიმატის ცვლილება, გლობალური გამოწვევების დაძლევა - ეს ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა შეხვედრის მთავარი საკითხები იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|